25/04/2026
დათბა და პარაზიტები გააქტიურდა.
თუ თქვენ ეზოში გაქვთ ბზის ბუჩქები, მაშინ შეამოწმე, რადგან ბზის ალურა უკვე აქტიურად ჭამს ახალ ყლორტებს.
როგორ შეამჩნიოთ?
დააკვირდით ახალ ყლორტებს, თუ შეამჩნევთ ერთად შეკრულ ფოთლებს იქ ალურა იმალება.
დააკვირდით ასევე დამჭკნარ ტოტებს, ის ჭამს ღეროს და ჭკნება ახალი ყლორტები.
დააკვირდით ობობის ქსელის მსგავსი ბუდეები აქვთ.
როგორ გადავარჩინოთ ბზა?
ყველაზე ფართოდ გავრცელებული საშუალებაა ,,კარატე". 1 ამპულა გახსენით 4-5 ლიტრ წყალში და კარგად შეასხურეთ. გაიმეორეთ ყოველ 10 დღეში ერთხელ.
ასევე პრეპარატი ,,აქტარა". 4 გრამიანი პაკეტი იხსნება 5 ლიტრ წყალში. გაიმეორეთ 10 დღეში.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ,,ტოპაზი" ან სხვა სისტემური მოქმედების პრეპარატი.
ბზის ალურას შეუძლია მთლიანად შეჭამოს მცენარეზე მწვანე მასა. ჭამს ტოტებზე კანს, რაც იწვევს მცენარის ხმობას.
გაუფრთხილდით თქვენ მცენარეებს, დროული პრევენცია პრობლემის მოგვარების გარანტია.