04/04/2024
რამინ დიხამინჯიას სახელობის დაბა ჩხოროწყუს N1 ახალი საჯარო სკოლის კონცეპტუალური ვიზუალი - გათვლილი 450 მოსწავლეზე.
▪️ სამშენებლო კომპანია: “ინსი”
▪️ საპროექტო კომპანია: შპს „თბილქალაქპროექტი“
📐✏️არქიტექტორი: თორნიკე დათებაშვილი
▪️ ◾️ ▪️ პროექტის გეგმარებითი საპროექტო სამუშაოები დამუშავებულია, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან კონსულტაციების შესაბამისად.
სასწავლო კორპუსი მოიცავს:
- 24 საკლასო ოთახს, 4 კაბინეტს ლაბორატორიებით;
- დირექტორის და მოადგილის კაბინეტს მოსაცდელით;
- კანცელარიას, ბუღალტერიას-არქივით;
- სამასწავლებლოს;
- ექიმის კაბინეტს;
- ინვენტარის შესნახ ოთახს;
- მანდატურის და დაცვის ოთახს;
- დამლაგებლის ოთახს სველი წერტილით და სადეზინფექციო სათავსით;
- საწყობს (სასკოლო ინვენტარი)
- სანიტარული კვანძის ბლოკებს მოსწავლეებისათვის, ადმინისტრაციისათვის და შ.შ.მ პირებისათვის;
- ბიბლიოთეკას: სამკითხველო წიგნების საცავითა და კომპიუტერული კუთხით;
- სააქტო დარბაზს (დარბაზი, სცენა, გასახდელები)
- კვების ბლოკს-სასადილო/ბუფეტს;
- რეკრეაციას;
- ფოიეს გარდერობით, დერეფანს.
- სპორტულ დარბაზს, სპორტული დარბაზთან იარსებებს სპორტული ინვენტარის სათავსი, ბიჭებისა და გოგონებისათვის ცალ-ცალკე გასახდელი, საშხაპე, სან-კვანძი. ინსტრუქტორის ოთახი საშხაპით და სან-კვანძით.
· ღია ხელოვნურ საფარიან კომბინირებული სპორტული მოედანს;
· საინჟინრო შენობა-ნაგებობებს.