Virtual Garden/ვირტუალური ბაღი

Virtual Garden/ვირტუალური ბაღი ჩვენი გაყიდვების გვერდი:
https://www.facebook.com/profile.php?id=61582299895381

🌿 გაიცანით თვითმშობადი საოცრება: სამკურნალო კალანჰოე🏡ხშირად გვგონია, რომ სახლის მცენარეები მხოლოდ სილამაზისთვის ან ჰაერი...
25/05/2026

🌿 გაიცანით თვითმშობადი საოცრება: სამკურნალო კალანჰოე

🏡ხშირად გვგონია, რომ სახლის მცენარეები მხოლოდ სილამაზისთვის ან ჰაერის გასაწმენდად არსებობენ, თუმცა მათ შორის არის ბოტანიკურ სამყაროში სრულიად გამორჩეული თვისებებით დამახასიათებელი მწვანე აფთიაქი.

📌ეს არის კალანჰოე დეგრემონა (Kalanchoe daigremontiana) — ხალხში ცნობილი, როგორც სამკურნალო კალანჰოე.

გარდა მისი ცნობილი ანთების საწინააღმდეგო, ჭრილობების მაშუშებელი და ცხვირის გამონადენის შემაჩერებელი თვისებებისა, ბევრმა არ იცის, თუ რამდენად უცნაური და მომხიბვლელია ეს მცენარე ბიოლოგიური თვალსაზრისით.

🌟 მცენარეული კლონირება:
დააკვირდით ფოთლის დაკბილულ, იისფერ შეფერილობის კიდეებს.
სწორედ ამ კბილანებზე მცენარე ივითარებს პატარა კვირტებს — ე.წ. შვილებს, რომლებსაც უკვე აქვთ საკუთარი ფესვები.
🌱მიწაზე დაცემისთანავე ისინი მომენტალურად იდგამენ ფესვებს. ბოტანიკაში ამ მოვლენას ვივიპარია (ცოცხალმშობიარობა) ჰქვია.

💦კალანჰოეს წვენს უნიკალური ბიოქიმიური შემადგენლობა აქვს. იგი შეიცავს ფლავონოიდებს, ფერმენტებსა და ორგანულ მჟავებს. მისი წვენი კლავს ბაქტერიებს.
🌱 თუ სახლში სამკურნალო კალანჰოე გაქვთ, გახსოვდეთ — მას უყვარს ზომიერი მორწყვა (მხოლოდ მაშინ, როცა მიწა კარგად გაშრება) და ბევრი გაფანტული მზის სინათლე. ზედმეტი ტენიანობისგან მისი წვნიანი ფოთლები ადვილად ზიანდება.

👇გაგვიზიარეთ, თქვენ თუ გაქვთ სახლში ეს საოცარი მცენარე და თუ გამოგიყენებიათ ოდესმე მისი სამკურნალო თვისებები?

🌱🌞ჩვენს სათბურში დღესაც ნერგების გადარგვის აქტიური პროცესი მიმდინარეობს👉 გადარგვის შემდეგ ნერგი დროებით აჩერებს ზრდას, ე...
21/05/2026

🌱🌞ჩვენს სათბურში დღესაც ნერგების გადარგვის აქტიური პროცესი მიმდინარეობს

👉 გადარგვის შემდეგ ნერგი დროებით აჩერებს ზრდას, ეს ნორმალურია. ამ პერიოდში ის ახალ გარემოს ეჩვევა, ამიტომ ზედმეტი ჩარევა არ სჭირდება

აქ ხდება ყველაზე ხშირი შეცდომა 👇
💧 ზედმეტი მორწყვა
გვგონია, რომ ვეხმარებით
რეალურად კი ნიადაგი ივსება წყლით, ჰაერი ქრება და ფესვი “იგუდება”

✅ზომიერი მორწყვა და ფხვიერი ნიადაგი იდეალურია

🌺ბალბის სუნი: გენეტიკური წყევლა თუ ბუნებრივი ანტიბიოტიკი?🏵️ბალბის ლამაზ, მკვეთრ ყვავილებს თითქმის საერთოდ არ აქვთ სუნი. ...
15/05/2026

🌺ბალბის სუნი: გენეტიკური წყევლა თუ ბუნებრივი ანტიბიოტიკი?

🏵️ბალბის ლამაზ, მკვეთრ ყვავილებს თითქმის საერთოდ არ აქვთ სუნი. მძაფრი არომატი მოდის მისი მწვანე ფოთლებიდან და ღეროებიდან, თანაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც მათ შევეხებით.

🌿თუ ფოთოლს მიკროსკოპით დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მისი ზედაპირი დაფარულია უამრავი პატარა, ბუსუსის მსგავსი ჯირკვლით (ტრიქომებით). სწორედ ამ ჯირკვლებში ინახება მცენარის ეთერზეთები.
🍃როდესაც ფოთოლს ქარი არხევს, ან ადამიანი ეხება,
ეს მიკროსკოპული კაფსულები სკდება და ჰაერში მომენტალურად გამოიყოფა ის სპეციფიკური სუნი.

მიუხედავად იმისა, რომ სუნი ბევრს აღიზიანებს, ის უზომოდ სასარგებლოა სახლის ჰაერისთვის. ბალბის მიერ გამოყოფილი ნივთიერებები არის ნატურალური ანტიბიოტიკები.

🔹ისინი ჰაერში მოძრავ მავნე ბაქტერიებს, ვირუსებსა და სოკოს სპორებს ანადგურებენ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ოთახში, სადაც მოყვავილე ბალბა დგას, პათოგენური მიკრობების რაოდენობა რამდენჯერმე მცირდება.
🌞გარდა ამისა, ეს სუნი, თუ მას მივეჩვევით, საუკეთესოდ ხსნის სპაზმურ თავის ტკივილს და აბალანსებს ნერვულ სისტემას.

🌿 ინოვაცია, ტექნოლოგია და მებაღეობაკოლეჯის „მოდუსი“ მიერ ორგანიზებული შიდა სასწავლო კონფერენცია „ModuSkill 2026” ჩვენი გ...
02/05/2026

🌿 ინოვაცია, ტექნოლოგია და მებაღეობა

კოლეჯის „მოდუსი“ მიერ ორგანიზებული შიდა სასწავლო კონფერენცია „ModuSkill 2026” ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა საკუთარი ხედვებისა და ტექნოლოგიური მიღწევების წარსადგენად.
თემით — „ინოვაციური ტექნოლოგიები მებაღეობაში“, ჩვენ შევეცადეთ დაგვემტკიცებინა, რომ ტრადიციული სფეროების ტრანსფორმაცია თანამედროვე ციფრული გადაწყვეტებით არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა.
კონფერენციის ფარგლებში:
🔹 წარმოვადგინეთ ჩვენი სისტემის მუშაობის მექანიზმი რეალურ დროში, რაც თვალსაჩინოს ხდის მებაღეობის პროცესების ოპტიმიზაციას.
🔹 დეტალურად განვიხილეთ ჩვენი საგანმანათლებლო თამაშის როლი, როგორ ეხმარება ის მომხმარებელს მცენარეთა მოვლის სპეციფიკის ათვისებაში.
🔹 ვისაუბრეთ იმ მეთოდოლოგიურ სიახლეებზე, რომლებიც საფუძვლად უდევს ჩვენს პროექტს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ დასკვნით ღონისძიებას რუსთავის მერიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი მხრიდან მსგავსი ინიციატივებით დაინტერესება და მხარდაჭერა კიდევ უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს, რომ ჩვენი იდეები ქალაქის განვითარებასა და ინოვაციურ ეკოსისტემას მოვახმაროთ.
კონფერენციის დასასრულს, ჩვენს პროექტს ჯილდო გადაეცა წარმატებული მონაწილეობისათვის.
მადლობას ვუხდით „ModuSkill 2026“-ის ორგანიზატორებს, რუსთავის მერიასა და დამსწრე საზოგადოებას შეფასებისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ განვითარებას და მწვანე ტექნოლოგიების დანერგვას!
#რუსთავი #კოლეჯიმოდუსი #რუსთავისმერია #ვირტუალურიბაღი

გამოიცანით, რამდენი მარწყვია ამ კადრში? 🕵️‍♀️
24/04/2026

გამოიცანით, რამდენი მარწყვია ამ კადრში? 🕵️‍♀️

☘️ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, მწერების სამყაროც გააქტიურდა🪱ამიტომ მოდი მეტი გავიგოთ მათ შესახებ🐞 ჭიამაიაროდესაც ჭიამა...
16/04/2026

☘️ბუნების გამოღვიძებასთან ერთად, მწერების სამყაროც გააქტიურდა
🪱ამიტომ მოდი მეტი გავიგოთ მათ შესახებ

🐞 ჭიამაია
როდესაც ჭიამაია საფრთხეს გრძნობს, ის ფეხების სახსრებიდან უშვებს ყვითელ, მძაფრი სუნის მქონე სითხეს, მის სისხლს (ჰემოლიმფას)
🛑რომელიც ტოქსიკურია მტაცებლებისთვის და აფრთხილებს მათ, რომ ჭიამაია გემრიელი სადილი არ არის.
🔹ერთი ჭიამაია თავისი ცხოვრების მანძილზე 5000-მდე მავნებელ მწერს ჭამს.

🦗 მწვანე "ღვთისმლოცველები"
ჩოქელა ერთადერთი მწერია, რომელსაც შეუძლია თავი 180 გრადუსით შემოაბრუნოს და მხარზე უკან გაიხედოს. ის საუკეთესო მონადირეა და შეუძლია ისეთი მავნებლებიც კი გაანადგუროს, რომლებსაც სხვები ვერ ერევიან.
🌱თუ გაზაფხულზე მცენარეზე ჩოქელას იპოვით, ჩათვალეთ, რომ თქვენს მცენარეს პერსონალური მცველი ჰყავს. ნუ შეაშინებთ მას!

🦋 პეპელა
იცოდით, რომ პეპლები გემოს ფეხებით გრძნობენ?
როდესაც ისინი ფოთოლზე ჯდებიან, სპეციალური რეცეპტორებით ხვდებიან, არის თუ არა ეს მცენარე შესაფერისი მათი შთამომავლობისთვის საკვებად.
⌛თუ გსურთ, რომ თქვენს ბაღში ან აივანზე პეპლები დიდხანს გაჩერდნენ, დადგით ბრტყელი ჭურჭელი სველი ქვიშით და ცოტა მარილით. პეპლებს მინერალები სჭირდებათ, რომლებსაც ხშირად ასეთი „ტალახის აბაზანებიდან“ იღებენ.

🦟 და ბოლოს სასტიკი კოღოები
💦კოღოს კვერცხები შეიძლება წლობით ინახებოდეს მშრალ ნიადაგში, გაზაფხულის წვიმები კი მათთვის გამოღვიძების სიგნალია.
🌡️თუმცა, მხოლოდ წყალი არ კმარა — მათ სითბოც სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ზამთრის ნალექისგან განსხვავებით, გაზაფხულის თბილი ტენიანობა იდეალურ პირობებს ქმნის მათი მასობრივი გამოჩეკვისთვის.

#ვირტუალურიბაღი #სათბური #გაზაფხული #მწერები #რჩევები #მცენარეები #რუსთავისსათბური

იცნობდით ამ მწვანე „მკურნალს“? 🌱ბევრს ეს მცენარე უბრალოდ ლამაზი დეკორაცია ჰგონია, სინამდვილეში კი სედუმი ნამდვილი ბუნებრ...
31/03/2026

იცნობდით ამ მწვანე „მკურნალს“? 🌱

ბევრს ეს მცენარე უბრალოდ ლამაზი დეკორაცია ჰგონია, სინამდვილეში კი სედუმი ნამდვილი ბუნებრივი აფთიაქია ჩვენს ქოთნებში! 🪴

✅ მისი ფოთოლი საუკეთესოა ჭრილობებისა და ნაკაწრების მოსაშუშებლად.
✅ მწერის ნაკბენზე დადებული რბილობი მომენტალურად აქრობს ქავილს.
✅ არის საოცრად გამძლე – მინიმალურ წყალზეც კი ძლიერად იზრდება.

სილამაზესთან ერთად, ყოველთვის მზად არის „პირველადი დახმარებისთვის“. ✨

19/03/2026

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სათბურში🌱🌞

#სათბური #მებაღეობა #მცენარეები #რუსთავისსათბური #ტური #მარწყვი

04/03/2026

🔻როცა ინიციატივა რეალობად იქცევა...

🔻მარიამ გაგნიძე და ნინო ნაკულაშვილი, ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო პროექტის გამარჯვებულები.

#მოდუსი #ახალგაზრდობისსააგენტო #მებაღეობა #ვირტუალურიბაღი #წარმატებულიპროექტი #სტუდენტურიინიციატივა

👀ცოტამ თუ იცის, რომბელგიაში არსებობს მარწყვის მუზეუმი (Musée de la Fraise)📍სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ამ მცენარის ...
23/02/2026

👀ცოტამ თუ იცის, რომ
ბელგიაში არსებობს მარწყვის მუზეუმი (Musée de la Fraise)
📍სადაც შეგიძლიათ გაიგოთ ყველაფერი ამ მცენარის ისტორიის შესახებ და დააგემოვნოთ მარწყვისგან დამზადებული წარმოუდგენელი პროდუქტები
🍺მათ შორის მარწყვის ლუდიც კი
🍓ასევე საინტერესოა ის ფაქტიც რომ, საშუალო ზომის მარწყვს ზედაპირზე დაახლოებით 200-მდე თესლი აქვს.
🌞და ის შეიცავს ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობენ ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებას და განწყობის ამაღლებას.
💁ამიტომ, ჩათვალეთ, რომ ეს თქვენი პირადი, უგემრიელესი ანტიდეპრესანტია, რომელიც რეცეპტის გარეშე გაიცემა!

#ვირტუალურიბაღი #რუსთავისსათბური #სათბური #საინტერესოფაქტები #მარწყვი

იცოდით რომ სუკულენტები ღამით „სუნთქავენ“?🌙 მათ აქვთ CAM-ფოტოსინთეზი, რაც გულისხმობს ნახშირორჟანგის ათვისების მექანიზმს, ...
11/02/2026

იცოდით რომ სუკულენტები ღამით „სუნთქავენ“?
🌙 მათ აქვთ CAM-ფოტოსინთეზი, რაც გულისხმობს ნახშირორჟანგის ათვისების მექანიზმს, რომელიც მშრალ კლიმატთან შესაგუებლად განვითარდა. ის მცენარეს საშუალებას აძლევს, დღისით ფოტოსინთეზი აწარმოოს, გაზთა ცვლა "სუნთქვა" კი მხოლოდ ღამით განახორციელოს, რათა თავიდან აიცილოს წყლის ზედმეტი აორთქლება.
💤ამიტომ ისინი საუკეთესოები არიან საძინებლისთვის.
☀️ ზოგი სუკულენტის ფოთლებზე არსებული თეთრი ფხვნილი, ეპიკუტიკულური ცვილია (farina) ბუნებრივი SPF რაც მას მზისგან იცავს, ამიტომ უმჯობესია არ შევეხოთ.
🌿 ხოლო თუ თქვენმა სუკულენტმა მოულოდნელად ფერი იცვალა, გაწითლდა, ნარინჯისფერი ან იასამნისფერი გახდა, ეს ყოველთვის ცუდი არ არის. ფერის ცვლილება რეაქციაა მზის ინტენსიურ შუქზე ან ტემპერატურის ვარდნაზე.
🌀 სწორ პირობებში ზოგიერთი მათგანი 50+ წელსაც კი ცოცხლობს.

#ვირტუალურიბაღი #რუსთავისსათბური #სათბური #რუსთავი #სუკულენტი #რჩევები

Address

Rustavi

Opening Hours

Monday 12:00 - 18:00
Tuesday 12:00 - 18:00
Wednesday 12:00 - 18:00
Thursday 12:00 - 18:00
Friday 12:00 - 18:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Virtual Garden/ვირტუალური ბაღი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category