გერმანული სახლი უკვე 21 წელია საქმიანობს კავკასიის ბაზარზე. ჩვენ ვართ ფრანგული- Alsaflooring (ერთადერთი და უმსხვილესი ლამინირებული იატაკის მწარმოებელი საფრანგეთში) და გერმანული ბრენდების Kronotex, Krono-Original (ლამინირებული იატაკის უმსხვილესი მწარმოებლები ევროპაში), Cordes (ნებისმიერი პროფილის და სიგრძის უმაღლესი ხარისხის ხის მასალა), Oli-Lacke (ხის დასაფარი ლაქები), Erfurt (მსოფლიო ლიდერი შესა
ღები შპალერების წარმოებაში), Conmetall (სანტექნიკა), Sanitop (სანტექნიკა), პირველი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. ამავდროულად, გვაქვს საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა სამშენებლო-სარემონტო მასალების მწარმოებელ 20-მდე გერმანულ კომპანიასთან.
დიდი კონკურენციის მიუხედავად გერმანულმა სახლმა შეძლო დაემკვიდრებინა თავისი ადგილი კავკასიის ბაზარზე. დღეს ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ გერმანული სახლის საწყობ-მაღაზიებში იყიდება მხოლოდ ევროპული წარმოების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, ჩვენ პირადად შემოგვაქვს გერმანიიდან სამშენებლო-სარემონტო მასალები და შესაბამისად, ჩვენს საწყობ-მაღაზიებში არის საბითუმო ფასები, ამასთანავე პასუხისმგებელნი ვართ მოწოდებული პროდუქციის ხარისხზე.
ჩვენს საწყობ-მაღაზიებში შეგიძლიათ იხილოთ:
- მუხისა და კოპიტის მასიური პარკეტი;
- უამრავი სახეობის ეკოლოგიურად სუფთა გერმანული ლამინირებული იატაკი და მის დასაგებად აუცილებელი სხვადასხვა აქსესუარი;
- იატაკის და ხის დასაფარი გერმანული, ეკოლოგიურად სუფთა ლაქები და სხვა მასალები;
- მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია ჩამოვიტანოთ კედელზე გასაკრავი და ღია ცის ქვეშ საექსპლუატაციო წყალ, თოვლ და ყინვა-გამძლე ლამინირებული იატაკი.
- ნებისმიერი პროფილის და სიგრძის უმაღლესი ხარისხის ხის მასალა;
- 200-მდე სახეობის გერმანული სანტექნიკა (როგორც ცალ-ცალკე, ასევე კომპლექტაციაში, რომელიც შექმნილია წამყვანი გერმანული ბრენდების (KALDEWEI, Villeroy&Boch, Grohe, Hansgrohe, Keramag, Geberit, Pagette) დიზაინერების მიერ და სრულიად შეესაბამება თანამედროვე სტილსა და სტანდარტებს.