La Dolce Vita

  • Home
  • La Dolce Vita

La Dolce Vita Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from La Dolce Vita, Kitchen/Cooking, .

ნამდვილი შოკოლადის მოყვარულებისთვისაა 🥰კაკაო არის როგორც ბისკვიტში, ისე კრემში, დამატებულია შავი შოკოლადიც, ამიტომ გემო ...
12/06/2026

ნამდვილი შოკოლადის მოყვარულებისთვისაა 🥰კაკაო არის როგორც ბისკვიტში, ისე კრემში, დამატებულია შავი შოკოლადიც, ამიტომ გემო ძალიან ინტენსიური და მდიდარი🥰
პოსტს გვთავაზობს ,ჯგუფის საუკეთესო ,მოყვარული კულინარი

#დინარამამუკელაშვილი
,,ტრიუფელი" მოგართვით🥰

4 კვერცხი
200 გრ გამდნარი კარაქი
2 ქილა მოსახარში შესქელებული რძე
300 გრ ფქვილი
70 გრ.კაკაო
8 გრ გამაფხვიერებელი
არ საჭიროებს მიქსერის გამოყენებას
შევურიოთ მშრალი ინგრედიენტები.კვერცხი გავთქვიფოთ მსუბუქად,დავამატოთ კარაქი,სგუშონი და ჩავაცრათ მშრალი ინგრედიენტები.გამოვაცხოთ 21სმ დიამეტრის ფირფიტები.200 გრადუსზე.ფირფიტები უნდა იყოს თხელი.გამოდის 10-11 ცალი
კრემი
500 მლ რძე
3 კვერცხი
150 გრ.შაქარი
35 გრ.სიმინდის სახამებელი
1 პაკეტი ვანილი
100 გრ შავი შოკოლადი
2 ს.კ სავსე კაკაო
250 გრ.კარაქი

300 მლ.რძე გავაცხელოთ.შაქარი,ვანილი და სახამებელი შევურიოთ და დავასხათ დარჩენილი 200 მლ.რძე.ეს მასა შევურიოთ გათქვეფილ კვერცხს და ჩავასხათ ცხელ რძეში.დავდგათ და ვურიოთ განუწყვეტლივ.გადმოვდგათ,ჩავამატოთ შოკოლადი.გადავიღოთ სხვა ჭურჭელში,დავაფაროთ ცელოფანი კონტაქტით და გავაციოთ.
ოთახის ტემპერატურის კარაქი და კაკაო გავთქვიფოთ კარგად,( მე დავუმატე რომის ესენცია 3-4 წვეთი)და შევურიოთ ცივი ფაფა..ავაწყოთ ტორტი რგოლში ,შევდგათ მაცივარში რამდენიმე საათი,შემდეგ ზემოდან მოვასხათ გამდნარი შოკოლადი და კარაქი( 100 გრ.შავი შოკოლადი,100გრ კარაქი)გავაციოთ და მოვაყაროთ კაკაო🥰
მე მოვრთე ,,ტრიუფელის" კამფეტებით რომელიც თავად დავამზადე.მის რეცეპტსაც დავდებ ცალკე❤️

რატომ ღირს ამ ტარტარეტკების მომზადება?პასუხი ძალიან მარტივია , ერთ დესერტში ერთიანდება ყველაფერი, რაც გვიყვართ ,ხრაშუნა ...
11/06/2026

რატომ ღირს ამ ტარტარეტკების მომზადება?პასუხი ძალიან მარტივია , ერთ დესერტში ერთიანდება ყველაფერი, რაც გვიყვართ ,ხრაშუნა ცომი, არომატული ჯემი, ჰაეროვანი ბეზე და კენკრის სასიამოვნო სიმჟავე. 💗
ერთი შეხედვითაც მადისაღმძვრელია, გემოთი კი კიდევ უფრო მეტად შეგაყვარებთ თავს🥰❤️👌
რეცეპტს გვთავაზობს ,ჯგუფის საუკეთესო ,მოყვარული კულინარი #გიულიმეგრელიშვილი 🥰👌

ისევ ტარტარეტკები,რადგან ძალიან უყვართ ჩემებს 💗
🍧5 კვერცხის გული
🍧150 გრ.შაქარი
🍧200 გრ.გამდნარი და შეგრილებული კარაქი.
🍧2 ს.კოვზი მაწონში გახსნილი ერთი ჩ.კ.სოდა.
🍧ფქვილი იმდენი,რომ მივიღოთ ისეთი ცომი ხელზე არ გვეკრობოდეს.

🍧ბ ე ზ ე
5 კვ.ცილა და ჭიქა ნახევარი შაქარი ავთქვიფე ხელის სათქვეფით ორთქლის აბაზანაზე,შაქრის გადნობამდე,დაახლოებით 3-4 წუთი,გადმოვიღე და მიქსერით ავთქვიფე მაღალ სიჩქარეზე,მასა გახდება ღრუბელივით +ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ვანილი და სურვილის შემთხვევაში რომელიმე ესენციის წვეთები.
გამომცხვარ ტარტარეტკებს გულში ჩავუდე ღოღნოშოს ჯემი,ზემოდან ბეზე და გაყინული მაყვალი და ჟოლო.

🍓🍧🍓🍧🍓🍧🍓🍧🍓🍧🍓🍧🍓🍧🍓🍧

თუ გიყვარს შოკოლადის არომატი, თაფლის მსუბუქი სურნელი და ნაზი კრემი ,ეს რეცეპტი ნამდვილად  თქვენთვისაა 🥰მოამზადე ერთხელ დ...
10/06/2026

თუ გიყვარს შოკოლადის არომატი, თაფლის მსუბუქი სურნელი და ნაზი კრემი ,ეს რეცეპტი ნამდვილად თქვენთვისაა 🥰
მოამზადე ერთხელ და დარწმუნდები, რატომ უყვართ ეს ნამცხვარი ,თითქმის ყველას ❤️
რეცეპტს გვიზიარებს ,ჯგუფის ადმინისტრატორი #ესმარეხვიაშვილი 🥰❤️

ჩიტის რძე ფენებიანი
5 კვერცხი
2ჩ.ჭ (200გრიანი) შაქარი
5 ს.კ თაფლი
150 გრ კარაქი
3 ს/კ კაკაო
2ჩ.კ სოდა+1ს.კ ძმარი
დანის წვერით მარილი
4ჩ.ჭ ფქვილი

კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ კარგად+თაფლი, დავდგათ ორთქლის აბაზანაზე და ჩავაგდოთ კარაქი+სოდა ძმრით-შაქარი რომ გადნება ჩავყაროთ ფქვილი+კაკაო, ცოტა პორციებად თან ვურიოთ მანამ სანამ თასის ძირიდან კარგად მოძვრება, გადმოვიღოთ ფქვილ მოყრილ დაფაზე
გავყოთ 4 ნაწილად, გავაბრტყელოთ საცხობ ქაღალდზე (34 დიამტერის) და გამოვაცხოთ წინასწარ გახურებულ ქურაში 200 გრადუსზე.

კრემი
1 ლ რძისგან და 2 ჩ.ჭ ფქვილი+2 ჩ.ჭ შაქრისგან გავაკეთე ფაფა, რომ გაცივდა შევათქვიფე 300 გრ გათქვეფილი კარაქი+4 ს.კ შესქელებული რძე ვანილი.
ზედა ფირფიტას კრემს არ ვუკეთებ მხოლოდ მინანქარს ვასხამ.
მინანქარი
3 სუფრის კოვზი შაქარი,
3 სუფრის კოვზი რძე ან წყალი
3 სუფრის კოვზი კაკაო(მე ღია ფერის გამოვიყენე)
50 გრ კარაქი
50 გრ შოკოლადის ღილები-
შემოდგით ორთქლის აბაზანაზე და ურიეთ გალღობამდე, შემდეგ სწრაფად მოასხით ცხელი რომ არ მოგისწროთ გახმობა.

პ.ს. ეს მინანქარი არის მყარი და არ დუდღნის😁ხელებს და პირს🥰
https://www.facebook.com/share/1FCiZHiUJB/

თუ ზამთრისთვის ისეთ მოსამზადებელს ეძებთ, რომელიც ერთდროულად გემრიელიცაა, არომატულიც და მრავალფუნქციურიც, ეს ჭარხლის აჯიკ...
09/06/2026

თუ ზამთრისთვის ისეთ მოსამზადებელს ეძებთ, რომელიც ერთდროულად გემრიელიცაა, არომატულიც და მრავალფუნქციურიც, ეს ჭარხლის აჯიკა ნამდვილად თქვენი რჩეული გახდება. 🥰❤️

ჭარხლის აჯიკა

რეცეპტს გვიიარებს ,ჩვენი #ნონაკოლაშხია 😘😘😘😘

მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ: 1-კგ ჭარხალი, 1-კგ სტაფილო, 1-კგ წითელი ბულგარული, 300-გრ ნიორი, 200-გრ წითელი მწარე წიწაკა, 500-გრ ტომატპასტა,500-მლ ზეთი,მარილი,ხმელი ქინძი და უცხო სუნელი. 👌

ყველაფერი ეს ტარდება ხოსცსაკეპ მანქანაში.

თავდაპირველად ქვაბში ვასხავთ ზეთს და წამოვადუღებთ დაბალ ცეცხლზე,შემდეგ ფრთხილად ვამატებთ ტომატპასტას და ვთუთქავთ,დავამატებთ სტაფილოს და ჭარხალს,ცოტა რომ ჩაითუთქება დაუმატებთ ორივე წიწაკას,ნიორს და სუნელებს,მარილი ბოლოს გემოვნებით.ძალიან არ უნდა ჩახარშოთ,მე სამ კილოზე დამჭირდა 1:50 წუთი ხარშვა-ჩათუშვიანად,უკვე მზა მასა ჩავასხათ წინასწარ მომზადებულ გასტერილებულ ქილებში და შევფუთოთ გაციებამდე.გამოგადგებათ მარხვის დროს,ბორშისთვის,შემწვარ და მოხარშულ კარტოფილს უხდება ძალიან და ა.შ.
თუ დამიჯერებთ მოამზადეთ და აუცილებლად მოგეწონებათ.👌 (ვისაც მწარე არ გიყვართ შეგიძლიათ დააკლოთ რაოდენობას)

“გარგარის მურაბა” ,ზაფხულის არომატის შენახვის საუკეთესო საშუალება! ოდნავ მკვრივი გარგარი, არომატული ლიმონი და სწორად მოხ...
09/06/2026

“გარგარის მურაბა” ,ზაფხულის არომატის შენახვის საუკეთესო საშუალება! ოდნავ მკვრივი გარგარი, არომატული ლიმონი და სწორად მოხარშული სიროფი ქმნის უგემრიელეს მურაბას, რომელიც ზამთარშიც გაგახსენებთ მზიან დღეებს. იდეალურია როგორც ჩაისთან, ისე სხვადასხვა დესერტისთვის🥰❤️

დღე მშვიდობისა ყველას !❤️

პოსტს გვიზიარებს ,ჯგუფის სუპერ მოყვარული კულინარი #ნონაკოლაშხია ❤❤❤❤

"გარგარის მურაბა "👌👏
მოვამზადე შემდეგნაირად: 5-კგ ოდნავ მკუხე გარგარი გადავარჩიე გავრეცხე და კურკა გამოვაცალე, 5-ჭიქა წყალი წამოვადუღე დავუმატე 5-კგ შაქარი, ადუღებულ სიროფში ჩავაწყვე გარგარი და გადმოვდგი გაზიდან 3-4 წუთში, გავაჩერე 7- საათი, გავაგრძელე ხარშვა სანამ წვენი ცოტა არ შესქელდა, ხარშვის დროს ჩავაჭერი 1-ცალი ლიმონი👌 ცხელივე ჩავასხი გასტერილებულ ქილებში და შევფუთე გაციებამდე, მოამზადეთ და მიირთვით გემრიელად 😘💋😘

პ.ს

🥰 გაგვიზიარეთ თქვენი საყვარელი რეცეპტები, კულინარიული გამოცდილება და პატარა საიდუმლოებები! სიამოვნებით მოგისმენთ და თქვენს რჩევებსაც დიდი ინტერესით მივიღებთ.
კულინარია ხომ მუდმივი აღმოჩენაა გემოებით, არომატებითა და ახალი იდეებით სავსე უკიდეგანო სამყარო, რომელიც ყოველთვის გვაოცებს. ❤️

#გარგარისმურაბა #სეზონურიხილი #სახლურირეცეპტი #მურაბა #ზაფხულისგემო #ზამთრისმარაგი #კულინარია #უგემრიელესი #დღისრეცეპტი #ტკბილეულობა

საკმაოდ კალორიული და ნოყიერი, მაგრამ კარგად დაბალანსებული 🥰❤️რეცეპტს გვთავაზობს ,ჯგუფის სუპერ საუკეთესო ,მოყვარული კულინ...
08/06/2026

საკმაოდ კალორიული და ნოყიერი, მაგრამ კარგად დაბალანსებული 🥰❤️
რეცეპტს გვთავაზობს ,ჯგუფის სუპერ საუკეთესო ,მოყვარული კულინარი #ნონაკოლია 🥰❤️👌

დღეს კი შემოგთავაზებთ:
👌 მეგრულ ბაჟეში ჩაწყობილ შემწვარ ორაგულს ღომთან და ორნაირ ყველთან ერთად👌

🐠- 2 კგ ორაგული
🐠- 700 გრ ნიგოზი
🐠-2 თავი ხახვი
🐠- 3 კბილი ნიორი
🐠- 1 კონა ქინძი
🐠-0,5 კონა ოხრახუში
🐠- 3 ცალი მწვანე წიწაკა
🐠- 0,5 ჩ/კ ყვითელი ყვავილი
🐠- მარილი
🐠- ანადუღარი წყალი.

მომზადება: გასუფთავებულ დაჭრილ თევზს მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 20- წუთი, შემდეგ ვავლებთ წყალს, კარგად რომ დაიწურება ამოვავლებთ მჭადის ფქვილში და ვწვავთ ზეთში,შემწვარს ვაწყობთ სალფეტკზე რათა დაიწუროს ცხიმისგან. დანარჩენ ინგრედიენტებს ვატარებთ ხორცსაკეპ მანქანაში და ვასხავთ ანადუღარ ცივ წყალს ისე რომ ძალიან არ გავათხელოთ და ვამატებთ მარილს გემოვნებით.( თევზი თუ მარილიანია არ ვამატებთ მარილს) მზა მასაში ჩავაწყობთ შემწვარ ცივ თევზს და ვაჩერებთ მაცივარში ნახევარი საათი.
სულ ეს არის და უგემრიელესი კერძიც მზადაა...👌👍🏻👏

ნატურალური შემადგენლობა  საოცარი არომატი,მარტივად მოსამზადებელი❤️ზამთარში ,ზაფხულის გემოს შეგახსენებთ🥰დღე მშვიდობისა ყვე...
08/06/2026

ნატურალური შემადგენლობა საოცარი არომატი,მარტივად მოსამზადებელი❤️
ზამთარში ,ზაფხულის გემოს შეგახსენებთ🥰
დღე მშვიდობისა ყველას ❤️👌

პოსტის ავტორი #ხათობესო

ესეც ჩემი, სეზონის პოპულარული "ატმის წვენი" 🍑


4კგ გაფრცქვნილ და დაჭრილ ატამს, დავასხი 7 ლ წყალი და მოვხარშე.
დავაბლენდერე და შაქარი დავუმატე გემოვნებით.
ვადუღე 20 წთ.
საიცრად არომატული გამოვიდა👌.....
ამონარიდი კომენტარებიდან
კითხვა :სტერილიზაცია უნდა ?
პასუხი :ქილები და თავები გაასტერილეთ და ჩაასხით ცხელი



#ატმისწვენი #ატამი #ზამთრისმარაგი #კონსერვაცია #სახლშიმომზადებული #ნატურალურიწვენი #რეცეპტი

ორი წლის წინ ჯგუფში კითხვა დაისვა ,ერთ-ერთი წევრი დახმარებას ითხოვდა ყველის შენახვაზე. გადავხედე კომენტარებს და ერთი საი...
06/06/2026

ორი წლის წინ ჯგუფში კითხვა დაისვა ,ერთ-ერთი წევრი დახმარებას ითხოვდა ყველის შენახვაზე. გადავხედე კომენტარებს და ერთი საინტერესო კომენტარი შემხვდა, რომელიც დედის რეცეპტს გვიზიარებდა… დედას გემრიელი რეცეპტი.:
1კგ ქვამარილი
200გრ შაქარი
200გრ მაწონი
5ლ წყალი
#ირმაელბაქიძე

მინდა დღეს პოსტად დავდო. ავტორს კი მადლობა გადავუხადო, თქვენ კი, თქვენებური ვერსია გაგვიზიარეთ ,დიდი სიამოვნებით მოგისმენთ და მივიღებთ.

ბევრს აინტერესებდა, როგორ მზადდება გემრიელი შოკოლადის კრემი, ამიტომ გთავაზობთ ძალიან მარტივ და არომატულ რკრემს 💜პოსტს გვ...
06/06/2026

ბევრს აინტერესებდა, როგორ მზადდება გემრიელი შოკოლადის კრემი, ამიტომ გთავაზობთ ძალიან მარტივ და არომატულ რკრემს 💜

პოსტს გვიზიარებს ,ჯგუფის საუკეთესო ,მოყვარული კულინარი #ნათიაელბაქიძე 🥰❤️😘👌

🍫 ინგრედიენტები:

💜 1 ქილა შესქელებული რძე
💜 200 გ შოკოლადი
💜 200 გ კარაქი (დარბილებული)
💜 25 გ კაკაო
💜 ვანილი

🍫 მომზადება:

შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე კაკაოსთან ერთად. შემდეგ ოდნავ შევაგრილოთ.
გაცივებულ შოკოლადს დავუმატოთ შესქელებული რძე და დარბილებული კარაქი, ასევე ვანილი.
ყველაფერი კარგად ავთქვიფოთ 10–15 წუთის განმავლობაში, სანამ მასა არ გახდება ჰაეროვანი და ერთგვაროვანი.

კრემი მზადაა ,ძალიან გემრიელი და ნაზი გამოდის 😍👍

Address


Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when La Dolce Vita posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

  • Want your business to be the top-listed Home Improvement Business?

Share