Mcvanilis asorti

Mcvanilis asorti ჯანსაღი მწვანილის მიტანის სერვისი ს? ჯანსაღი მწვანილის რეგულარული მიწოდება სასურველ მისამართზე,სასათბურე მეურნეობიდან.

01/12/2020

,,მწვანილის ასორტის,,ნატურალური პროდუქტი.სათბურიდან პირდაპირ თქვენს სამზარეულოში.

P.S. მომავალ პოსტში თქვენ გაიგებთ,რა დამღლელ გზას გადის მწვანილი,ფერმერის ხელიდან თქვენს კალათამდე.რომელსაც მარკეტებში ყიდულობთ. ამ გზით შეძენილ მწვანილს უკვე დაკარგულიაქვს ყოველგვარი სიჯანსაღე, გემო და ვიტამინები.
დაალაიქეთ გვერდი რომ მიიღოთ ამომწურავი ინფორმაცია თქვენი ჯანსაღი კვებისთვის.

რას ნიშნავს ,,შიშხათი,, და ვიტამინები ???                     ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ მწვანილის ფოთლები დაბალ...
30/11/2020

რას ნიშნავს ,,შიშხათი,, და ვიტამინები ???

ადამიანების უმრავლესობა თვლის, რომ მწვანილის ფოთლები დაბალკალორიული, მაგრამ უგემური საკვებია, რომელიც უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება მიირთვა. სინამდვილეში კი სწორად მომზადებული მწვანილის სალათი, რომელსაც საკმარისი, მარილი და ძმარი აქვს, ძალიან გემრიელი და რაც მთავარია სასარგებლოა. განსაკუთრებით ძალის და ენერგიის მომტანია ნაბახუსევზე. მწვანილის საალათი სუფრასთან ყოველთვის ლიდერობს,რომელსაც გურმანები მადის და გემოვნების ასამაღლებლად მიირთმევენ. ,,მწვანილის სალათის,, მომზადება უმარტივესია.სულ რაღაც 10 წუთშია შესაძლებელი.შეგიძლიათ გამოიყენოთ 5 ან 6 სახეობა მაგ:
1) ქინძი.
2) ოხრახუში.
3) ცოტა ცერეცო.
4) ცოტა ნიახური.
5) მწვანე ნედლი ხახვი
6) საალათის ფურცლები.
დაჭრათ და ერთად მოათავსოთ ჯამზე, გემოვნებით შეკმაზოთ მწვანე დაჭრილი წიწაკით,მარილით და ძმრით, კარგად აურევთ და უკვე მზად არის. არომატისთვის მწვანილი რაც უფრო ახალია და ჯანსაღი მით უფრო ხრატუნა და ვიტამინებით სავსეა. ვინც ჯერ არ იცით აუცილებლად დააგემოვნეთ და გარწმუნებთ რომ საკუთარი ფანტაზიით გაამდიდრებთ რეცეპტს რომელიც შეიძლება თქვენი საფირმო ხელწერაც გახდეს.რეცეპტიც გთხოვონ და ამით იამაყოთ. :)

დიდი მადლობა ყველას გვერდის მოწონებისთვის. ჩვენ ყოველთვის ბევრს გავაკეთებთ რათა მეტი სასარგებლო გავხადოთ ჩვენი ფბ - გვერ...
24/11/2020

დიდი მადლობა ყველას გვერდის მოწონებისთვის. ჩვენ ყოველთვის ბევრს გავაკეთებთ რათა მეტი სასარგებლო გავხადოთ ჩვენი ფბ - გვერდი თქვენი ყოველდღიურობისთვის.
ამ პოსტით მინდა ავხსნა მოკლედ თუ რაოდენ სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის ერთი საინტერესო რამ რაც შეიძლება ვერც კი წარმოგედგინათ დღემდე.

ოხრახუში, თავისი უნიკალური თვისებების გამო, ოდითგანვე გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც სამკურნალო მცენარე. ის ეხმარება სისხლის შედედებას, ასევე, მისი მიღება აუმჯობესებს ფარისებრი ჯირკვლის მოქმედებას.
შეშუპების დროს, 1 ჭიქა ოხრახუშის დაჭრილ ფოთლებსა და ფესვებს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. დააყენეთ თავდახურულ ჭურჭელში მთელი ღამით, დილით კი გადაწურეთ და დაამატეთ 1 ლიმონის წვენი. დალიეთ 1 სადილის კოვზი, დღეში 5-6-ჯერ. ორი დღის შემდეგ შეისვენეთ და 3 დღის შემდეგ კვლავ გაიმეორეთ.
ჰემოგლობინის ასამაღლებლად საჭიროა ოხრახუშის ქორფა ფოთლებისა და ფესვების მიღება. ის მოქმედებს როგორც უებარი საშუალება.
ოხრახუშის წვენს არაერთი დაავადების დროს იღებენ, მათ შორის: თირკმლის, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გასასუფთავებლად.
200 გრამ ოხრახუშს დაასხით 2 ბოთლი ბორჯომი და წამოადუღეთ. მიღებული ნახარში დალიეთ ათი დღის განმავლობაში, დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ოხრახუშს ჭამენ კენჭოვანი დაავადებების შემთხვევაში, როგორც შარდმდენ საშუალებას; ასევე, ისეთი ინფექციური დაავადებების დროს, როგორიცაა წითელა, ჩუტყვავილა და ქუნთრუშა.
თუ გსურთ, თირკმელები გაიწმინდოთ, 1-2 სადილის კოვზ დაჭრილ ოხრახუშს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი და გააჩერეთ ცოტა ხნით. სვით მთელი დღის განმავლობაში, როცა მოგწყურდებათ.

მწვანილის მიწოდება ქუთაისში გურმანი დიასახლისებისთვის,სასათბურე მეურნეობიდან თქვენთვის სასურველ მისამართზე.🥦 1 კონა მწვა...
23/11/2020

მწვანილის მიწოდება ქუთაისში გურმანი დიასახლისებისთვის,სასათბურე მეურნეობიდან თქვენთვის სასურველ მისამართზე.
🥦 1 კონა მწვანილის ფასი (100-120გრ) შეადგენს 1 ლარს ადგილზე მიტანით.

მწვანილის სახეობა

🥦 ქინძი--------------- 1 კონა ფასი 1 ლარი
🥦ოხრახუში---------- 1 კონა ფასი 1 ლარი
🥦ცერეცო------------- 1 კონა ფასი 1 ლარი
🥦ნიახური------------ 1 კონა ფასი 1 ლარი
🥦მწვანე ხახვი------- 1 კონა ფასი 1 ლარი
🥦ხუჭუჭა სალათი-- 1 კგ 5 ლარი
🥦წითელი ფხალი-- 1კგ - 1 ლარი

დარეკეთ ნომერზე 579 35-55-20 შეგვითანხმეთ დრო, მისამართი და მწვანილის სახეობა. შეკვეთიდან უმოკლეს დროში მოგართმევთ ახალ დაკრეფილ ვიტამინებით ჯანსაღ მწვანილს ჩვენი სასათბურე მეურნეობიდან.

Address

Kutaisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Mcvanilis asorti posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share