არქგალერეა I ARCHGALLERY

არქგალერეა I ARCHGALLERY . გვერდი შემეცნებით ხასიათს ატარებს და არ გამოიყენება კომერციული მიზნებისთვის.
ყველა სურათზე მითითებულია წყაროს მისამართი.

18/01/2022

ANNOUNCEMENT📣

The European Commission 🇪🇺] and the Mies van der Rohe Pavilion] are proud to announce the 40 shortlisted works that will compete in the 2022 European Union Prize for Contemporary Architecture – Mies van der Rohe Award!

The 7 members of the jury – Tatiana Bilbao, chairwoman, Francesca Ferguson, Mia Hägg, Triin Ojari, Georg Pendl, Spiros Pengas and Marcel Smets – have chosen 40 works that highlight the opportunities and the trends of today’s architecture in the European territory which focus on Social Inclusion, Sustainability and Circularity, and Aesthetic Research.

These selected works are spread out in 18 different European countries: 5 of them are in , , and . 3 works have been built in , and the . , , and have 2 shortlisted works and the , , , , the , , , and have 1 work each.

Check the 40 SHORTLISTED projects here 👉🏽 eumiesaward.com/archive

Creative EU] Mies van der Rohe Pavilion] European Commission 🇪🇺] Creative EU]
.pendl

opposite office_ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის შენობის დროებით საავადმყოფოდ ტრანსფორმაციის იდეა, 2020ბერლინ ბრანდერბურგ...
04/04/2020

opposite office_ბერლინ-ბრანდენბურგის აეროპორტის შენობის დროებით საავადმყოფოდ ტრანსფორმაციის იდეა, 2020

ბერლინ ბრანდერბურგის ყველაზე დიდი და ჯერ კიდევ აუმოქმედებელი აეროპორტის შენობის COVID 19 ით დაინფიცირებულთა დროებით საავადმყოფოდ გარდაქმნის იდეა არქიტექტურულ კომპანია opposite office ს ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელმა ბენედიქტ ჰართლმა თავისი შეთავაზება ღია წერილის სახით უკვე გადაუგზავნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრს იენს შპანს.

აეროპორტის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო და მისი გახსნა 2011 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა არასწორი დაგეგმარების, ბიუჯეტის დიდი ოდენობით გადაჭარბებისა და ამასთან დაკავშირებული უამრავი შეფერხების გამო მისი გახსნა დღემდე ვერ მოხერხდა.

არქიტექტორის განმარტებით მაშინ, როდესაც საჰაერო მიმოსვლა მინიმუმამდეა შემცირებული ბერლინს უახლოეს მომავალში ახალი აეროპორტის გახსნა არ დასჭირდება.
220.000 კვ.მ ფართობის მქონე აუმოქმედებელი და ამჟამად უფუნქციო შენობის დროებით საავადმყოფოდ გარდაქმნა საუკეთესო შესაძლებლობას მოგვცემს მოხდეს კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტების სხვა დაავადებების მქონე პაციენტებისგან სრული იზოლირება.

https://www.designboom.com/architecture/opposite-office-berlin-brandenburg-airport-covid-19-superhospital-03-31-2020/?fbclid=IwAR34mMmiEVdRVFKadLxBAnvI7TnMOaiU_kt-05BVSNSZMnMRSpfKN4OsFXk

Tornike Dadiani Dadiani Architects_სკოლა-პანსიონ "IB მთიების" C კორპუსი, თბილისი, 2017შენობა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ...
10/01/2020

Tornike Dadiani Dadiani Architects_სკოლა-პანსიონ "IB მთიების" C კორპუსი, თბილისი, 2017

შენობა მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ქაოტურად განაშენიანებულ ურბანულ ქსოვილში, კერძოდ დიდუბის რაიონში, ქუთაისის ქუჩაზე.
პროექტის მიზანს წარმოადგენს მაქსიმალურად გაწმენდილი შენობის განთავსება არსებულ ურბანულ უწესრიგობაში.

სკოლის შენობის მარტივი გეომეტრიული ფორმები ერთგვარ კონფლიქტში შედის უმასშტაბო და არასწორად განვითარებულ გარემოსთან და კონტრასტულად გამოკვეთილი არქიტექტურული ენით უპირისპირდება არამეგობრულ ურბანულ ქსოვილს.
საპროექტო არეალს სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება 2000-იანი წლების დასაწყისში აგებული და მრავალჯერ სახეცვლილი საცხოვრებელი კორპუსების ანსამბლი. ასევე XX საუკუნის შუა წლებში აგებული ერთ და ორსართულიანი კერძო სახლები.

ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, სკოლა-პანსიონ "IB მთიების" ტერიტორიაზე, რომელზეც XX საუკუნის 50-იანი წლებში აშენებული A და B კორპუსები მდებარეობს, განთავსდა დამოუკიდებელი მოცულობა C კორპუსის სახით, რომლის ამგვარი ფორმით გაჩენამ ტერიტორიაზე შექმნა იზოლირებული შიდა ეზო და ერთგვარად დაკეტა კავშირი ე.წ. პარაზიტულად განაშენიანებულ ელიავას ქუჩის საცხოვრებელ კორპუსებთან .

შენობის მთავარ ელემენტებად გამოყენებულია თეთრი მასიური კედლები, მინაბლოკი და ლენტური ღიობები, რომელიც ინტერიერში (საკლასო აუდიტორიებში) თანაბარ განათებას უზრუნველყოფს. სასწავლო აუდიტორიებიდან ხედები კონცენტრირდება მხოლოდ საპროექტო ტერიტორიის შიდა ეზოზე და სრულიად დისტანცირდება არსებული ურბანული გარემოდან, რომელიც შენობას გარს აკრავს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან.

შენობის ინტერიერი იყოფა ოთხ დონედ. სართულების ფუნქციურ განსხვავებაზე მიგვანიშნებს სხვადასხვა ფერის იატაკის ზედაპირები, რომლებიც განსაზღვრავს შენობის დატვირთვების განაწილებას პროფილური სკოლების მიხედვით.

დანიშნულება: საგანმანათლებლო დაწესებულება, სკოლა
წელი: 2017
მდებარეობა: ქუთაისის ქუჩა 20, თბილისი, საქართველო
ავტორი: Dadiani Architects
ფოტო © გიორგი დადიანი

ქარამუქ ქუო_სკოლის შენობა, რაპერსვილ იონა, შვეიცარია, 2017ფოტო: მიქაელ ოლსონმეტი ვებგვერდზე:http://www.karamukkuo.com/pr...
03/01/2020

ქარამუქ ქუო_სკოლის შენობა, რაპერსვილ იონა, შვეიცარია, 2017

ფოტო: მიქაელ ოლსონ

მეტი ვებგვერდზე:
http://www.karamukkuo.com/project/116 -0

თბილისის არქიტექტურული ბიურო_https://www.facebook.com/tbilisiarchitecturebureau/_სასტუმრო და მრავალბინიანი საცხოვრებელი ...
03/09/2019

თბილისის არქიტექტურული ბიურო_https://www.facebook.com/tbilisiarchitecturebureau/_სასტუმრო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, თეატრი_ბერლინი, 2015

ბერლინის გაერთიანების და ცენტრალური სადგურის Hauptbahnhof -ის გახნის შემდეგ, სადგურმა Zoologischer Garten -მა დაკარგა დასავლეთ ბერლინის ცენტრალური სადგურის ფუნქცია. აქედან გამომდინარე, მის გვერდით მდებარე მოედანის Hardenbergplatz -ის ფუნქციაც არ არის ბოლომდე გააზრებული.

პროექტის მიზანს, მოედნის ქალაქის სტრუქტურაში ინტეგრირება და მისი სივრცითი ორგანიზება წარმოადგენდა. საპროექტო არეალს ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის მხრიდან ბერლინის ზოოპარკი ესაზღვრება, დასავლეთიდან სადგური Zoologischer Garten, სამხრეთიდან კი ჰარდენბერგშტრასე. ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილების შედეგად, მოედანზე განთავსდა ორი დამოუკიდებლად მდგომი მოცულობა. სამხრეთით თეატრი, სამსართულიანი მასიური შენობა, რომელიც მოედანს მკაფიო კონტურს სძენს და 120 მეტრიანი მაღლივი შენობა ჩრდილოეთ ნაწილში, პარკის საზღვარზე, როგორც Hansaviertel -ის ერთგვარი გაგრძელება.

შენობათა არქიტექტურული იერსახე ისტორიულ დიალოგშია 20-იანი წლების ბერლინულ და ჩრდილოეთ გერმანულ აგურის ექსპრესიონისტულ არქიტექტურასთან. ფასადის გაფორმება მოგვაგონებს ჰანს-ჰაინრიჰ მიულერის ინდუსტრიულ არქიტექტურას და ჰანს პოლციგის საზოგადოებრივ შენობებს.

მთავარ არქიტექტურულ ელემენტად გამოყენებულია აგური, როგორც უმცირესი მოდული. ფანჯრის პროპორციები, პილასტრებისა და კოლონების ზომები, და მთლიანობაში ფასადი ვითარდება აგურის გამოყენების პრინციპიდან გამომდინარე. მაღლივი შენობის მოცულობა ორ ნაწილად იყოფა და ფუნქციურ განსხვავებაზე მიგვანიშნებს. პირველ ნაწილში განთავსებულია სასტუმრო ნომრები, რომლის რაციონალური სტრუქტურა ფასადის განაწილებაზეც აისახება და მკაფიოდ გამოხატული ვერტიკალურობით გამოირჩევა. სასტუმროს მთავარ შესასვლელს კი ხაზს უსვამს სამხრეთ ფასადის კოლონადა. საცხოვრებელი ნაწილის, მოცულობა, ერკერების მსგავსი მოტივებით, პლასტიურობას იძენს და მის გეგმის სტრუქტურას უსვამს ხაზს. ერკერის, როგორც არქიტექტურული ელემენტის გამოყენება, ზრდის საცხოვრებელი სივრცის ხარისხს, იგი სხვადასხვა მიმართულებით განათების წყაროს და ხედის გაჩენის შესაძლებლობას იძლევა. შენობის ორივე ნაწილს ჰოლი (რესტორნის სართული) აკავშირებს. საერთო სივრცე საშუალებას იძლევა სასტუმროს და საცხოვრებელი ნაწილის მაცხოვრებლები ერთმანეთთან დააკავშიროს და შერეული ფუნქციის მიუხედავათ, შეინარჩუნოს შენობის მთლიანობა.

დანიშნულება: სასტუმრო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი, თეატრი
წელი: 2015
მდებარეობა: ბერლინი, გერმანია საპროექტო ჯგუფი: თორნიკე კუბლაშვილი, ბექა ნიკიფი
სტატუსი: არქიტექტურული პროექტი

თბილისის არქიტექტურული ბიუროhttps://www.facebook.com/tbilisiarchitecturebureau/_სასტუმრო და მრავალბინიანი საცხოვრებელი ს...
02/09/2019

თბილისის არქიტექტურული ბიურო
https://www.facebook.com/tbilisiarchitecturebureau/
_სასტუმრო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ისანი, 2017

პროექტირების საწყის ეტაპზე შევეცადეთ გაგვეაზრებინა საპროექტო ტერიტორიის კონტექსტი და მისი როლი თბილისის ურბანულ და სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურაში. ისან - ავლაბრის, როგორც უბნის ისტორია, ადრე შუა საუკუნეებიდან იღებს სათავეს და მან, როგორც ქალაქის სტრუქტურულ ერთეულად ჩამოყალიბებების გზაზე, მრავალი ტრანსფორმაცია განიცადა. ისტორიულ რუკებზე ნათლად ჩანს უბნის განაშენიანების ეტაპები, მისი თვითდინებით განვითარებული ამორფული სტრუქტურიდან, მეტ-ნაკლებად მყარ სტრუქტურებამდე. ბოლო წლებში, უმეტესწილად ქეთევან დედოფლის გამზირის გასწვრივ, უბანი ახალ სოციალურ - ეკონომიკურ დატვირთვას იძენს, რაც კარგად ჩანს შერეული ტიპოლოგიის მაღლივი განაშენიანების და ახალი საქმიანი და საცხოვრებელი ცენტრის განვითარების მაგალითზე.

კვლევის საგანს წარმოადგენდა ასევე შენობის ტიპოლოგია. ჩვენ შევეცადეთ შეგვექმნა ერთგვარი სკულპტურულ-არქიტიპული ობიექტი, რომელიც მოცულობის დონეთა ცვლილებით ხაზს უსვამს და ახდენს ფუნქციური სხვაობის ილუსტრირებას, ასევე აკეთებს მინიშნებას წარსულზე, როგორც კავშირზე, არა მხოლოდ ქალაქის ისტორიასთან და მის ეთნო-კულტურულ მახასიათებლებთან, არამედ ზოგადად არქიტექტურულ მეხსიერებასთან. შენობა მორგებული უნდა ყოფილიყო ქალაქის და უბნის სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნებზე, და ასევე ჰქონოდა ფუნქციურად გამართული და გააზრებული სტრუქტურა. კონკურსის პირობების გათვალისწინებით, შევეცადეთ დაგვეცვა ბალანსი განაშენიანების ფართობსა და შენობის მოცულობას შორის, რათა საპროექტო ტერიტორიის დიდი ნაწილი სარეკრეაციო დანიშნულებით გამოგვეყენებინა და მაქსიმალურად შენარჩუნებულიყო არსებული გამწვანება. შენობა ოცდაორ სართულიანია და მისი სიმაღლე 72 მეტრს შეადგენს. მისი მოცულობა სამ ნაწილად არის დაყოფილი. პირველ სართულზე სასტუმროს მისაღები, რესტორანი, საკონფერენციო დარბაზები და სხვა დამხმარე სივრცეებია განთავსებული, შემდგომი რვა სართული კი სასტუმროს ნომრებს ეთმობა. შენობის ზედა თორმეტსართულიანი ნაწილში კი საცხოვრებელი ბინები არის განლაგებული. შენობის განივი ნაწილი სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ და ჩრდილო-დასავლეთისკენ არის ორიენტირებული, რაც მაქსიმალურად განათებული შიდა სივრცეების ორგანიზების საშუალებას იძლევა.

შენობას ორი შესასვლელი აქვს, ერთი სამხრეთიდან სასტუმროსთვის და მეორე დასავლეთიდან მრავალბინიანი საცხოვრებელი ნაწილისთვის. ბინებთან და სასტუმროს ნომრებთან წვდომა კი ერთ კიბის უჯრედში განლაგებული ორი ერთმანეთისგან დამოუკიდებილი კიბის მარშებითა და ლიფტების ბლოკით არის შესაძლებელი.შევეცადეთ რომ შიდა სივრცე ოპტიმალურად ყოფილიყო განაწილებული და მაქსიმალურად ყოფილიყო გამოყენებული როგორც სასრგებლო ფართი. სართულზე განლაგებული რვა საცხოვრებელი ბინიდან, ექვსს გააჩნია ლოჯიას ტიპის აივანი, რაც მაღლივი შენობის შემთხვევაში მისი ოპტიმალურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

დანიშნულება: სასტუმრო და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი
მდებარეობა: ისანი, თბილისი, საქართველო საპროექტო ჯგუფი: ბექა ნიკიფი, თორნიკე კუბლაშვილი, ზაზა ხვიჩია
სტატუსი: არქიტექტურული პროექტი (კონკურსი) წელი: 2017

Adresse

Berlin
10623

Benachrichtigungen

Lassen Sie sich von uns eine E-Mail senden und seien Sie der erste der Neuigkeiten und Aktionen von არქგალერეა I ARCHGALLERY erfährt. Ihre E-Mail-Adresse wird nicht für andere Zwecke verwendet und Sie können sich jederzeit abmelden.

Service Kontaktieren

Nachricht an არქგალერეა I ARCHGALLERY senden:

Teilen