28/10/2025
წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს Alliance Group-ისთვის.
შენობის არქიტექტურული მოცულობის ინსპირაციის მთავარ წყაროს წარმოადგენს წყლის სტიქია. ტალღების იმიტაცია, თავისი ბუნებრივი ელასტიური ფორმებით, რიტმულობითა და სიხშირით, საშუალებას იძლევა, რომ სამ მოცულობად დაყოფილი კომპლექსი აღქმული იქნას არა როგორც ცალკე მდგომი შენობები, არამედ ერთიანი კომპოზიციური ნაწარმოები, რომელიც ჰარმონიაში მოდის როგორც გარემოსთან, ისე ერთმანეთთანაც.
ფასადი იდეურად გულისხმობს ერთი უწყვეტი ხაზის არსებობას, რომელიც იწყება საფეხმავლო, მიწის ნიშნულზე, და სივრცეში ვერტიკალურად მოძრაობს საჭიროების მიხედვით შენობები განთავსებულია ზღვის მართობულად, მათი ფორმა კი ზღვის მიმართულებით ვიწროვდება, რაც ხედების მაქსიმალურ გამოყენებას უწყობს ხელს.
შენობის 40% დატერასებულია, რაც კიდევ უფრო ამცირებს მოცულობას და მსუბუქად აღსაქმელს ხდის. პროექტის ინფრასტრუქტურა ითვალისწინებს დიდ გამწვანებულ ღია ეზოს, ღია და შიდა აუზებს, სპა ცენტრს, სპორტულ დარბაზს, რესტორანს, ლაუნჯსა და ღია ტერასებს.
1,3 ჰექტარ ტერიტორიაზე განთავსებულია სამი 12 სართულიანი ბლოკისგან შემდგარი სასტუმრო კომპლექსი, რომელსაც მიწის ქვედა სართულზე გააჩნია 8000კვ.მ ფართობის საპარკინგე სივრცე.
დამკვეთი: ალიანს ჯგუფი
დანიშნულება: მრავალფუნქციური სასტუმრო კომპლექსი
მისამართი: ქ. ბათუმი, წმინდა ანდრია პირველწოდებულის №16ა
“ალფა არქიტექტურა"
დაგვიკავშირდით: +𝟗𝟗𝟓 𝟓𝟗𝟓 𝟐𝟐 𝟑𝟒 𝟐𝟑
მისამართი: ქ.ბათუმი, ვახტანგ გორგასალი №63
სამუშაო საათები: 10:00 – 18:00, ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.
_______________
We are excited to share Irakli Emiridze • Alpha Architecture new project for Alliance Group.
The main source of inspiration for the architectural volume of the building is the element of water. The imitation of waves, with their natural elastic forms, rhythm and frequency, allows the complex, divided into three volumes, to be perceived not as separate buildings, but as a single compositional work, which is in harmony with both the environment and each other.
The facade conceptually implies the existence of one continuous line, which begins at the pedestrian, ground level, and moves vertically in space as needed. The buildings are positioned perpendicular to the sea, and their shape narrows towards the sea, which contributes to the maximum use of the views.
40% of the building is terraced, which further reduces the volume and makes it lighter. The project infrastructure includes a large green open courtyard, outdoor and indoor pools, spa center, sports hall, restaurant, lounge and open terraces.
A hotel complex consisting of three 12-story blocks located on a 1.3-hectare area, which has an 8,000 sq m parking space on the ground floor.
Multifunctional Hotel Complex
Customer: 𝐀𝐥𝐥𝐢𝐚𝐧𝐜𝐞 𝐆𝐫𝐨𝐮𝐩
Adress: Batumi, Andria Pirveltsodebuli Highway №16a
"𝐀𝐥𝐩𝐡𝐚 𝐀𝐫𝐜𝐡𝐢𝐭𝐞𝐜𝐭𝐮𝐫𝐞"
𝐂𝐨𝐧𝐭𝐚𝐜𝐭 𝐮𝐬: +𝟗𝟗𝟓 𝟓𝟗𝟓 𝟐𝟐 𝟑𝟒 𝟐𝟑
𝐀𝐝𝐝𝐫𝐞𝐬𝐬: №𝟔𝟑 𝐕𝐚𝐤𝐡𝐭𝐚𝐧𝐠 𝐆𝐨𝐫𝐠𝐚𝐬𝐚𝐥𝐢 𝐒𝐭, 𝐁𝐚𝐭𝐮𝐦𝐢
𝐖𝐨𝐫𝐤𝐢𝐧𝐠 𝐡𝐨𝐮𝐫𝐬: 𝟏𝟎:𝟎𝟎 - 𝟏𝟖:𝟎𝟎, 𝐞𝐯𝐞𝐫𝐲 𝐝𝐚𝐲 𝐞𝐱𝐜𝐞𝐩𝐭 𝐰𝐞𝐞𝐤𝐞𝐧𝐝