27/05/2025
წარმოგიდგენთ ხინოწმინდის მონასტრის კელიის პროექტს. 🙏
პროექტის არქიტექტურულ გადაწყვეტილებაში მაქსიმალურად გათვალისწინებულია ადგილმდებარეობის ისტორიული წარსული და აღდგენილი უძველესი მართლმადიდებლური ეკლესიის ჰარმონიული თანხვედრა.
შენობის ფასადი დატვირთულია ქრისტიანული სიმბოლოებით,რაც განსაკუთრებულ იერსახეს სძენს. კელია განკუთვნილია სასულიერო პირებისათვის. შენობაში განთავსებულია ბიბლიოთეკა,პროექტორის ოთახი და სამუშაო სივრცე, სადაც დრო დაეთმობა ხატწერას და სხვადასხვა მიმდინარეობებს. პროექტში ძირითადად გამოყენებულია რიყის ქვა და ხის მასალები.