05/07/2022
შპს „ოქტო“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების მაღაზიაში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (გამოცდილების გარეშე კანდიდატის განაცხადი არ განიხილება);
- იყოს კლიენტზე ორიენტირებული, თავაზიანი;
- პუნქტუალური, ორგანიზებული და აკურატული.
კანდიდატის ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა, პროდუქტის შესახებ დეტალური ინფომრაციის მიწოდება და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
- შემოსული საქონლის გადმოტვირთვა, დასაწყობება;
თაროებზე პროდუქციის განლაგება და მათ ესთეტიურ იერ-სახეზე ზრუნვა.
- მარაგების კონტროლი.
ანაზღაურება - 800 ლარი.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე
+995 577 99 11 19
მისამართი: ქ.ბათუმი, პუშკინის ქ.43.