დღესდღეობით, ქართულ რეალობაში არსებობს სახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც აგრარული მიმართულებით ახდენენ კონსულტირებას, მაგრამ მათი სერვისით კმაყოფილებას სულ უფრო და უფრო ნაკლები ფერმერი გამოხატავს. სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება ჩამოვაყალიბოთ აგრო საკონსულტაციო ცენტრი (ACC), რადგან ამ სფეროში გვაქვს პრაქტიკული გამოცდილება.
მაქსიმალურად მოქნილ ვადებში, ჩამოყალიბდება ახალგაზრდა აგრონომებისგან
შემდგარი ჯგუფი, რომელიც ამ ეტაპზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მასშტაბით იმუშავებს და შექმნის სასოფლო-სამეურნეო სავარგულების რეესტრს/რესურსცენტრს (აღწერენ, თუ რა მდგომარეობაშია სასოფლო-სამეურნეო მიწები, გამოიკვლევენ, თუ რა სახის აგრო სიმდიდრეს ფლობს აჭარის ა/რ).
მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, განხორციელდება დარგობრივი მიმართულების განსაზღვრა და სრულიად უფასოდ გაეწევა სოფლად დასაქმეულ ადამიანებს, ფერმერებს, მცირე მეწარმეებს კონსულტაციები.
უშუალოდ, თითოეული ბენეფიციარისთვის მომზადდება საკონსულტაციო ბარათი, მათთან ერთად შევქმით კალკულაციების ცხრილს (დანახარჯები, შემოსავლები), რაც დაგვეხმარება შევიმუშავოთ მცირე საგრანტო პროგრამები ფერმერთათვის (პარტნიორებთან ერთად