დათას ეზო

დათას ეზო ურბანული მებაღეობა / Urban Gardening

მფრინველების დღიური დოზა 🦦
12/09/2023

მფრინველების დღიური დოზა 🦦

გამოგვყევით ინსტაგრამზე 😮‍💨
06/09/2023

გამოგვყევით ინსტაგრამზე 😮‍💨

რომ არ ჩამორჩეთ ჭალის ამბებს შეგიძლიათ ინსტაგრამზე გამოგვყვეთ🦦ლოგოს რაც შეეხება ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია იმის მისახვე...
01/08/2023

რომ არ ჩამორჩეთ ჭალის ამბებს შეგიძლიათ ინსტაგრამზე გამოგვყვეთ
🦦

ლოგოს რაც შეეხება ბევრი ფიქრი არ დაგვჭირვებია იმის მისახვედრად რომ წავი უნდა ყოფილიყო პროექტის სიმბოლო ❤️‍🔥

ბატონ Levan Navrozashvili ს შეგიძლიათ მადლობა უთხრათ ამ ყველაფრის შექმნისთვის ❤️‍🔥

რაც შეეხება სახელს - ნაპირზე

ჩვენი მიზანი მხოლოდ ეკოსისტემის აღდგენა და ჭალაში წავების დაბრუნება არ არის

გიფიქრიათ და შეგიმჩნევიათ ალბათ, რომ საქართველოს არცერთ დიდ ქალაქში არ არსებობს მდინარის კულტურა. რა იგულისხმება მდინარის კულტურაში ? გაიხსენეთ თქვენი მოგზაურობა სხვა ქვეყნებში და გაიხსენეთ იქაური მდინარეების სანაპიროები 🏞️

ხოდა აი რუსთავის ჭალა გვინდა ვაქციოთ ისეთ ადგილად სადაც ადამიანები შეძლებენ ჩავიდნენ ოჯახებთან, მეგობრებთან, თავის თავებთან ერთად, სადაც თავიანთ ფიქრს გაატანენ მდინარეს და გონებას გაუხსნიან ახალ მოცემულობებს

ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელი ელემენტია მდინარის - ნაპირზე - ყოფნა

მოკლედ ჯერ ეხლა ვხურდებით და ისევ წავებს რომ დავუბრუნდეთ - ბევრმა არ იცის რომ მტკვრის ჭალებში ცხოვრობს გადაშენების პირას მყოფი წავების ერთერთი სახეობა - Lutra lutra meridionalis
🦦

სასიამოვნო დღეს გისურვებთ

https://instagram.com/napirze?igshid=MzRlODBiNWFlZA==

მეგი ბრენდი - აუბურნის უნივერსიტეტის MLA (Master of Landscape Architecture) სტუდენტი - სამი დღის ჩამოსული იყო საქართველო...
23/07/2023

მეგი ბრენდი - აუბურნის უნივერსიტეტის MLA (Master of Landscape Architecture) სტუდენტი - სამი დღის ჩამოსული იყო საქართველოში რუსთავის ჭალაში რომ ჩავედით VA(A)DS თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსელებთან - მარიკა ვერულიძესთან, ეკა ხომერიკთან, ანი სადუნიშვილთან და ნინი ორაგველიძესთან ერთად და დავიწყეთ ჭალის გეგმაზე მუშაობა 🫡

ამ არტიკლში, რომელიც ასევე მეგის დაწერილია - წაიკითხავთ უფრო ვრცლად მას შემდეგ მომხდარი ამბების შესახებ ❤️‍🔥


#ნაპირზე

Reclaiming a large-scale public landscape in Rustavi through different "drawing" methods, including GPS tracking, drone photography, traditional drawing, and brush cutting.

Folks 🙌🏻ხვალ ჩავდივართ ჭალაში დილით, მცირე სამუშაოებს ჩავატარებთ 💪🏻ვისაც დრო გაქვთ და სურვილი შეტყობინებებში ან კომენტარ...
09/07/2023

Folks 🙌🏻
ხვალ ჩავდივართ ჭალაში დილით, მცირე სამუშაოებს ჩავატარებთ 💪🏻
ვისაც დრო გაქვთ და სურვილი შეტყობინებებში ან კომენტარებში დაფიქსირდით 🫡

It was a blast 🧨🤙🏻 თქვენთან როგორი კვირა დღეა? 🦦ვავრცელებთ სიტყვას რუსთავის ჭალის შესახებ 🫡
18/06/2023

It was a blast 🧨🤙🏻

თქვენთან როგორი კვირა დღეა? 🦦

ვავრცელებთ სიტყვას რუსთავის ჭალის შესახებ 🫡

13/06/2023

Folks 🫡

მეორად ხის მასალას ვეძებ - ბოძებს, ფიცრებს - სასურველია რუსთავში ან რუსთავთან ახლოს, ვინმეს რამე თუ გეგულებათ DM

იქნებ ვინმემ თქვენთან ახლოს სახლს სახურავი გამოუცვალა ან რამე მსგავსი და ძველი მასალის გადაყრას აპირებს 🧐

კარგ საქმეს მოვახმართ 🙌🏻

🤙🏻🤙🏻🤙🏻
12/06/2023

🤙🏻🤙🏻🤙🏻

მარჯვენა ნაპირი / Right bank 🦦
09/06/2023

მარჯვენა ნაპირი / Right bank 🦦

🦦
08/06/2023

🦦

🔷 გვინდა Data Tsintsadze შესახებ მოგიყვეთ, რომელიც რუსთავის ჭალის ბიომრავალფეროვნების აღდგენის მიმართულებით მუშაობს. დათამ საქმიანობა რუსთავის ერთ–ერთ სკვერში კედრის თესლების შეგროვებით, მათი გაზრდითა და გაჩუქებით დაიწყო. 2020 წლის გაზაფხულზე ჯამში 350–ზე მეტი კედრის ნერგი გააჩუქა.

🔷 შემდგომ გადაწყვიტა, რომ ფარდულის ადგილას, რომელსაც აღარ იყენებდნენ, სანერგე აეშენებინა და სხვადასხვა ხეების თესლების თავმოყრა გაეგრძელებინა.

🔷 პარალელურად გაუჩნდა იდეა, რომ ეზო ურბანულ კომუნალურ ბაღად გადაეკეთებინა, ანუ სივრცედ, სადაც რუსთავში გარემოს მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და ამ პრობლემების მოგვარებაზე ისაუბრებდნენ.

🔷 „2 წელზე მეტი გავიდა, რაც სანერგე ავაშენეთ და დღესდღეობით, კვირაში ერთხელ მაინც, ბავშვების მინიმუმ ერთი ჯგუფი მოდის სტუმრად (ადგილობრივი სკოლებიდან, თუ ორგანიზაციებიდან). ბავშვებთან ერთად ვსაუბრობთ რუსთავში არსებულ გამოწვევებზე - ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე, ნარჩენების მართვასა და მწვანე სივრცეების რეგენერაციაზე. სტუმრებს, ასევე ვუყვებით რა ნაბიჯები გადაიდგა უკვე ამ პრობლემების მოსაგვარებლად და იმასაც, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას მომავალში.

🔷 ამჟამად ვმუშაობთ რუსთავის ჭალის აღდგენის პროექტზე, ეს არის ქალაქის გულში არსებული ტერიტორია (სულ 320 ჰექტარი). მტკვრის მარჯვენა და მარცხენა ნაპირი. განსაკუთრებით დაზიანებულია მდინარის მარცხენა ნაპირი და ჩვენი სამიზნე ტერიტორიაც ესაა. ჭალას მთავარი ზიანი 90–იანების ბოლოს მიადგა, როდესაც მძიმე სოციალური და ეკონომიკური გაჭირვების დროს ჭალა გაიჩეხა.

🔷 მცირე რაოდენობით, დღესაც გრძელდება ტერიტორიის დაბინძურება სამშენებლო ნარჩენით. ჩვენი ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით, სექტემბრამდე, ტერიტორია შემოიღობება და ამ გზით დავიცავთ მას ნარჩენებისგან. ასევე ჩლიქოვანი ცხოველებისგან, რაც მნიშვნელოვანია, რადგან ტერიტორიის საძოვრად გამოჩენება ტყის რეგენერაციის პროცესის მთავარი შემაფერხებელი მიზეზია.

🔷 ამჟამად ვსწავლობთ ჭალისთვის დამახასიათებელ სახეობებს და გატყიანების პროცესში გამოვიყენებთ მხოლოდ ადგილობრივ სახეობებს როგორებიცაა: ვერხვი, ფშატი, მდგნალი, კუნელი, მუხა, ტირიფი, იალღუნი. ამ გაზაფხულზე დავიწყეთ ჭალაში არსებული ხეების თესლების შეგროვება და მათი გაზრდა. რა თქმა უნდა, მთელ ამ პროცესს პროფესიონალების მონაწილეობითა და რეკომენდაციებით წარვმართავთ.

🔷 აქტიურად ვმუშაობთ ახალგაზრდებთან და ვგეგმავთ მოხალისეობრივი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომლებიც სამომავლოდ მონაწილეობას მიიღებენ ხეების დარგვის სამუშაოებში და ტერიტორიის მოვლა–პატრონობას ითავებენ. პროექტის განხორციელებაში, რა თქმა უნდა, ჩართულები არიან რუსთავის მერია და მუნიციპალური სამასახურები და მათი როლიც ძალიან დიდია პროექტის წარმატებით წარმართვაში. რაც შეეხება პროექტის ფინანსურ მხარეს, ამ მიმართულებით ვმუშაობთ დონორებთან, კერძო სექტორთან და სამოქალაქო სექტორთან.

🔷 რუსთავის ჭალა იყო და არის უნიკალური ეკოსისტემის ნაწილი, რომელიც იწყება კრწანისის ტყე-პარკიდან და გრძელდება გარდაბნის პარკამდე, მთლიანი ეს დერეფანი არის ველური ბუნების თავშესაფარი და ასევე გადამფრენი ფრინველების მარშრუტის ნაწილია. რუსთავის რეალობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მსგავსი ეკოსისტემის მოვლა რეგენერაციაზე მუშაობა, რადგან ჭალას აქვს პოტენციალი იქცეს რუსთავის სავიზიტო ბარათად და ველური ბუნების ჰაბიტატის ფუნქცია დაიბრუნოს.

🔷 ჭალის აღდგენას პირდაპირი კავშირი აქვს ნახშირის დიოქსიდის სეკვესტრირებაზე, ანუ ატმოსფეროდან მცენარეების დახმარებით ნახშირის დიოქსიდის ნიადაგში დასაწყობებაზე. გარდა ამისა, ჭალას აქვს უნარი და ფუნქცია გაფილტროს წყალი, ანუ წლების შემდეგ ამ ყველაფერს აუცილებლად ექნება დადებითი გავლენა მტკვრის დაბინძურების დონის შემცირებაზე. არანაკლებ მნიშნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ პროექტს პირდაპირი გავლენა ექნება უამრავი ადამიანის (რუსთავის მოსახლეობა – 130 000) ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე. კერძოდ, ჭალის მოწესრიგება გავლენას მოახდენს მათი ქონების ფასების ზრდაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიის დაცვსა და აღდგენაზე მუშაობა. დღეს, ყველა რესურსი გვაქვს იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ“.

🔷 #გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

Address

რუსთაველის პირველი გასასვლელი
Rustavi
3700

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 17:00
Saturday 10:00 - 18:00

Telephone

+995577110769

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when დათას ეზო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to დათას ეზო:

Share

Category