Ani's Home Cooking

Ani's Home Cooking Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Ani's Home Cooking, Kitchen/Cooking, Tbilisi.

გამარჯობა, მე ვარ ანი, პროფესიით პიარის სპეციალისტი. რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი კულინარიით და ჩავაბარე საქართველოს კულინარიის აკადემიაში, მზარეულის პროგრამაზე. სწავლის დასრულების შემდეგ მივხვდი, რომ კონდიტერია უფრო მიზიდავდა და გავიარე საკონდიტრო კურსი. რამდენიმე თვიანი მუშაობის შემდეგ კი დავრწმუნდი, რომ ეს არის ჩემი საყვარელი საქმე და გადავწყვიტე კულინარიული ბლოგის გაკეთება. ჩემი ბლოგი ძირით

ადად ეხება დესერტებსა და მომზადების ტექნიკებს. დღეს კი გიზიარებთ ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი დესერტის რეცეპტს.

❤️
10/06/2026

❤️

05/04/2026

პასკა🤍

საფუარის მასა:
• 150 გრ რძე
• 75 გრ შაქარი
• 75 გრ ფქვილი
• 30 გრ მშრალი საფუარი

ძირითადი მასა:
• 6 დიდი ზომის კვერცხი + 320 გ შაქარი
• 450 გრ რძე + 500 გ შაქარი
• 240 გრ კარაქი
• 120 გრ ზეთი
• 22 გრ მარილი
• 180 გრ არაჟანი (15%)
• 240 გრ მაწონი (3.2%)
• 2 კგ ფქვილი

სუნელები:
• 15 გრ დაფქული მუსკატის კაკალი
• 18 გრ დაფქული ილი
• 2 ლიმონის ცედრა
• 1 ჩ/კ ვანილინი

• თბილ რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ შაქარი და ფქვილი. კარგად გადაურიეთ და დადგით თბილ ადგილას 25-30 წუთით.
• ქვაბში ჩაასხით რძე, დაუმატეთ შაქარი და კარაქი, მიიყვანეთ ადუღებამდე და შემდეგ გააგრილეთ.
• ოთახის ტემპერატურის კვერცხს დაუმატეთ შაქარი, მარილი და ვანილინი. ათქვიფეთ გათეთრებამდე. შემდეგ შეურიეთ არაჟანი, მაწონი, ზეთი, გაგრილებული რძისა და კარაქის მასა და გააქტიურებული საფუარი.
დაუმატეთ სუნელები, შაფრანი, ლიმონის ცედრა და ბოლოს – ფქვილი. მოზილეთ რბილი, ერთგვაროვანი ცომი. ცომი დადგით თბილ ადგილას 5–6 საათით, ზომაში გაორმაგებამდე.
შემდეგ შეურიეთ ქიშმიში და კვლავ გააჩერეთ 4–5 საათი. მზა ცომი გადაანაწილეთ ფორმებში, 500 გრამიან ფორმაში მოათავსეთ 650 გრამი ცომი. დაელოდეთ ზომაში გაორმაგებას და გამოაცხვეთ 160 გრადუსზე 45–50 წუთის განმავლობაში.

🌸💘🌸🫠🌻
24/03/2026

🌸💘🌸🫠🌻

16/03/2026

შუ🤍
ცომი:
• 95 გრ რძე
• 160 გრ წყალი
• 10 გრ შაქარი
• 5 გრ მარილი
• 140 გრ ფქვილი
• 190 გრ კვერცხი
• 112 გრ კარაქი

კრემი:
• 1 ლიტრი რძე
• 3 კვერცხის გული
• 350 გრ შაქარი
• 2 პაკეტი ვანილინი
• 150 გრ ფქვილი
• 200 გრ კარაქი

ქვაბში მოათავსეთ წყალი, რძე, შაქარი, მარილი და კარაქი. დადგით საშუალო ცეცხლზე და დაელოდეთ კარაქის სრულად გადნობას და მასის წამოდუღებას. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და ურიეთ, სანამ ერთიან ცომად არ შეიკვრება. მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში.

ცომი გააგრილეთ დაახლოებით 45–50°C-მდე. შემდეგ კვერცხი დაამატეთ სამ ეტაპად და ყოველი დამატების შემდეგ კარგად აურიეთ.
ცომი გადაიტანეთ საკონდიტრო ტომარაში, დასვით ფორმები საცხობ ლანგარზე და გამოაცხვეთ 170–180°C-ზე დაახლოებით 50–55 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ დატოვეთ გამორთულ ღუმელში კიდევ 10–15 წუთით.

კრემი
რძე მიიყვანეთ ადუღებამდე. ცალკე ჯამში მსუბუქად გათქვიფეთ კვერცხის გულები და შაქარი, დაუმატეთ მწიკვი მარილი, ვანილინი და ფქვილი. შემდეგ ნელ-ნელა ჩაასხით ცხელი რძე და კარგად აურიეთ.
მასა დააბრუნეთ ქვაბში და მოხარშეთ საშუალო ცეცხლზე, მუდმივი მორევით, სანამ არ გასქელდება. კრემს დააფარეთ პლასტირი კონტაქტურად და გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე.
ცალკე გათქვიფეთ რბილი კარაქი და დაუმატეთ გაგრილებული მოხარშული კრემი. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
შუები გაავსეთ კრემით, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მიირთვით🤍

27/01/2026

ალიო ოლიო🫒🧄
• 240 გრ სპაგეტი
• 2,5 ლიტრი წყალი
• 25 გრ მარილი

მოხარშეთ პასტა ისე რომ მიიღოთ ალ დენტე. შეფუთვაზე მითითებულ დროს მოაკელით 2 წუთი. აუცილებლად შეინახეთ პასტის ნახარში წყალი.

სოუსისთვის დაგჭირდებათ
• 100 გრ ზეითუნის ზეთი
• 40 გრ ქინძი
• 50 გრ პარმეზანი
• 10 კბილი ნიორი
• 100-150 გრ პასტის ნახარში წყალი
• დაღერღილი წიწაკა

შეათბეთ ზეითუნის ზეთი. დაუმატეთ თხლად დაჭრილი ნიორი და დააყოვნეთ გაოქროსფერებამდე.შემდეგ დაასხით ნახარში წყალი, დაუმატეთ მოხარშული სპაგეტი და სხვა ინგრედიენტები, კარგად მოურიეთ და გემრიელად მიირთვით

30/12/2025

ერთი დღის ვლოგი❤️

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ani's Home Cooking posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Ani's Home Cooking:

Share