სანერგე სადარი • Nursery Sadari

სანერგე სადარი • Nursery Sadari ჩვენ გთავაზობთ იმპორტირებული ფოთლოვანი, წიწვოვანი და დეკორატიული ნერგების ფართო არჩევანს.

17/10/2022

🍂 ევროპული მუხის (Quercus robur) ფერთა ცვალებადობა ოთხი სეზონის განმავლობაში
🍂 Color variation of European oak (Quercus robur) over four seasons

🌲 ვერცხლისფერი ნაძვი (Picea pungens glauca)📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/წიწვოვანი, მარადმწვანე📍 სიმაღლე - 25-30 მ📍 დიამეტრი- ...
16/10/2022

🌲 ვერცხლისფერი ნაძვი (Picea pungens glauca)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/წიწვოვანი, მარადმწვანე
📍 სიმაღლე - 25-30 მ
📍 დიამეტრი- 1.5 მ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 500 წელი


☘ დახასიათება:
სწრაფად მზარდი, ყინვაგამძლე, მზის და სინათლის მოყვარული, ზომიერად ჩრდილის ამტანი, ქარისადმი მდგრადი.

ვერცხლისფერი ნაძვი ფიჭვისებრთა ოჯახის წიწვოვანი, დიდტანოვანი, მარადმწვანე ხეა. მცენარის ვარჯი ახალგაზრდობაში პირამიდული ფორმისაა, ასაკთან ერთად კი ცილინდრისებრ ფორმას იღებს. ნაძვის ქერქი თხელი და დაშარულია. მცენარის აქვს მონაცრისფრო-მომწვანო ფერის წიწვები და ცილინდრისებრი ფორმის გირჩი.

🔸 ყველა სახეობის ნაძვი უპირატესობას ანიჭებს დაბალმჟავიან, მსუბუქ, ნაყოფიერ, ზომიერად თიხნარ და ტენიან ნიადაგს, თუმცა მარტივად ეგუება ნებისმიერ სხვა გრუნტსაც,. ზოგადად უპირატესობას ანიჭებს გრილ კლიმატს.

🔸 გასათვალისწინებელია, რომ ნაძვი გვალვების მიმართ ტოლერანტულია და არ საჭიროებს ხშირ მორწყვას, თუმცა ხანგრძლივად მიწის გამოშრობამ შესაძლებელია მცენარის სასიცოცხლო ფუნქციის დარღვევა გამოიწვიოს.

🌸 გირჩის ფერი - მოწითალო, მომწიფებულის - ყავისფერი
🌸 წიწვის ფერი - მონაცრისფრო-მომწვანო

📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

საპნის ხე (Koelreuteria paniculata)📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი📍 სიმაღლე - 5-10 მ📍 დიამეტრი - 20-30 სმ📍 სიცოცხლის ხ...
16/10/2022

საპნის ხე (Koelreuteria paniculata)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი
📍 სიმაღლე - 5-10 მ
📍 დიამეტრი - 20-30 სმ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 50 წელი�

☘ დახასიათება:
საშუალოდ მზარდი, გვალვაგამძლე, მზის და სინათლის მოყვარული, ნაკლებად ჩრდილის ამტანი, მდგრადია ჰაერის დაბინძურების მიმართ.

საპნის ხე საპინდუსისებრთა ოჯახის ფოთოლმცვენი, პატარა ტანოვანი ხეა. მას აქვს ღია ტოტიანი, არარეგულარული ფორმის მომრგვალებული გვირგვინი. მცენარეს არ უყვარს ჩრდილში ზრდა, ამიტომ საუკეთესოდ შეეფერება განათებულ, მზიან ადგილს.

🔸 ხე-მცენარე არ არის პრეტენზიული ნიადაგის მიმართ. მარტივად ეგუება სხვადასხვა ტიპის ნიადაგს, როგორიცაა მჟავე, ტუტე, სველი, თიხნარი, ქვიშიანი, კარგად დრენირებული მიწა.

🌞 საპნის ხის ფოთლები შემოდგომაზე ბრინჯაოსფერ-ოქროსფერ შეფერილობას იღებს.

🌸 ყვავილობის პერიოდი - მაისი-ივნისი
🌸 ყვავილის ფერი - ღია ყვითელი
🌸 ღეროს ქერქი - მონაცრისფრო-ყავისფერი

📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

16/10/2022

🍂 არყის ხის (Betula Pendula) ფერთა ცვალებადობა ოთხი სეზონის განმავლობაში
🍂 Color variation of Silver birch (Betula Pendula) over four seasons

აღმოსავლური ჭადარი (Platanus orientalis)📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი📍 სიმაღლე - 30-50 მ📍 გარშემოწერილობა - 10-15 მ📍...
12/10/2022

აღმოსავლური ჭადარი (Platanus orientalis)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი
📍 სიმაღლე - 30-50 მ
📍 გარშემოწერილობა - 10-15 მ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 2000 წელი


☘ დახასიათება:
სწრაფად მზარდი, გვალვაგამძლე, მზის და სინათლის მოყვარული, ძლიერი ქარის ამტანი, ნაკლებად ჩრდილის მოყვარული, ჰაერის დაბინძურების მიმართ მდგრადი.

აღმოსავლური ჭადარი ჭადრისებრთა ოჯახის დიდტანოვანი ფოთოლმცვივანი ხეა, რომელსაც აქვს გაშლილი გვირგვინი, ნეკერჩხლის მსგავსი დიდი პრიალა ზედაპირის მქონე ფოთლები და სფეროს ფორმის ნაყოფი. ჭადრის ნაყოფი გარედან ბუსუსებითაა დაფარული და გრძელი ყუნწით ემაგრება ტოტს.

მცენარე დიდი რაოდენობით ჟანგბადს გამოჰყოფს, ნახშირორჟანგის ერთ-ერთი ყველაზე კარგი გადამამუშვებელია, ხმაურდამჭერი და მტვერმსრუტავია, თუმცა აპრილში, ყვავილობის პერიოდში, ალერგიის გამოწვევის უნარი აქვს.

🔸 აღმოსავლური ჭადარი ტოლერანტულია სხვადასხვა ტიპის ნიადაგის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია გაუძლოს გვალვას, უპირატესობას ანიჭებს ტენიან, კირქვა, თიხნარ, ნოტიო და კარგად დრენირებულ ნიადაგს.

🌞 შემოდგომაზე მისი მწვანე ფოთლები წითელ, ქარვისფერ და მოყვითალო შეფერილობას იღებს.

🌸 ყვავილობის პერიოდი - აპრილი
🌸 ყვავილის ფერი - წითელი
🌸 ღეროს ქერქი - მომწვანო-ნაცრისფერია

📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

მუხა ევროპული (Quercus robur)📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი📍 სიმაღლე - 20-40 მ📍 დიამეტრი- 1-1.5 მ📍 სიცოცხლის ხანგრძლი...
10/10/2022

მუხა ევროპული (Quercus robur)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი
📍 სიმაღლე - 20-40 მ
📍 დიამეტრი- 1-1.5 მ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 500-1000 წელი


☘ დახასიათება:
სწრაფად მზარდი, გვალვაგამძლე, ყინვაამძლე, მზის და სინათლის მოყვარული, ზომიერად ჩრდილის ამტანი.

მუხა ევროპული წიფლისებრთა ოჯახის დიდტანოვანი, ფოთლოვანი ხეა, რომელსაც აქვს ფართოდ გაშლილი, ოვალური გვირგვინი, ძლიერი ტოტები და ღრმა ფესვთა სისტემა.

🔸 მცენარე ადვილად იზრდება საშუალოდ და კარგად დრენირებულ ნიადაგზე. უპირატესობას ანიჭებს მზიან, ტენიან, თიხნარ ნიადაგს, თუმცა მარტივად ეგუება სხვა ტიპის პირობებსაც.

🌞 მუხის ფოთლები შემოდგომაზე მოწითალო, მოყვითალო ფერს იღებს.

🌸 ყვავილობის პერიოდი - აპრილი
🌸 ყვავილის ფერი - ყვითელი, მომწვანო
🌸 ღეროს ქერქი - ახალგაზრდობისას გლუვი და მონაცრისფრო, მოზრდილობისას ღრმად გახეთქილი და მუქი ნაცრისფერი

📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

მტირალა ტირიფი (Salix Babylonica)📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი📍 სიმაღლე - 10-14 მ📍 დიამეტრი- 1 მ📍 სიცოცხლის ხანგრძლი...
10/10/2022

მტირალა ტირიფი (Salix Babylonica)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი
📍 სიმაღლე - 10-14 მ
📍 დიამეტრი- 1 მ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 40-70 წელი�

☘ დახასიათება:
სწრაფად მზარდი, ნაკლებად ყინვის ამტანი, გვალვაგამძლე, მზის და სინათლის მოყვარული, წყლის მოყვარული.

მტირალა ტირიფი ტირიფისებრთა ოჯახის საშუალო ან პატარა რბილმერქნიანი ფოთოლმცივანი ხეა, რომელსაც გრძლად ჩამოშვერილი წვრილი და მოქნილი ტოტები აქვს. მცენარეს აქვს ვიწრო, მოკლეყუნწიანი ფოთლები და მრგვალი ფორმის გვირგვინი.

🔸მტირალა ტირიფი მარტივად მოსასვლელია. ტოლერანტულია სხვადასხვა ტიპის ნიადაგის მიმართ, როგორიცაა თიხნარი, ქვიშა, მჟავე, ტუტე, ტენიანი მიწა. უპირატესობას ანიჭებს ტენიან, კარგად განათებულ, მზიან, ნაყოფიერ და კარგად დრენირებულ ნიადაგს.

🌞 მტირალა ტირიფი ერთ-ერთი პირველი ხეა, რომელიც გაზაფხულზე ფოთლებით იმოსება, შემოდგომაზე კი ბოლოს ცვივა ფოთლები.

შემოდგომაზე მისი ფოთლები მომწვანო-მოყვითალო ფერს იღებს.

🌸 ყვავილობის პერიოდი - აპრილი-მაისი
🌸 ყვავილის ფერი - მომწვანო-მოყვითალო
🌸 ღეროს ქერქი - მონაცრისფრო-ყავისფერი

📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

თუთა არამსხმოიარე (Morus platanifolia Fruitless) 📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი📍 სიმაღლე - 6-12 მ📍 ვარჯის გარშემოწერი...
08/10/2022

თუთა არამსხმოიარე (Morus platanifolia Fruitless)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი
📍 სიმაღლე - 6-12 მ
📍 ვარჯის გარშემოწერილობა - 8-12 მ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 150-200 წელი


☘ დახასიათება:
სწრაფად მზარდი, ყინვაგამძლე, გვალვაგამძლე, მზის და სინათლის მოყვარული, ქარისადმი მდგრადი, ჰაერის დაბინძურების მიმართ მდგრადი.

თუთა არამსხმოიარე თუთისებრთა ოჯახის ფოთოლმცივანი, დიდფოთოლა, დეკორატიული ხეა. მას აქვს ფართოდ გაშლილი, ქოლგისებრი გვირგვინი და დიდი, პრიალა მწვანე ფოთლები. გამოიყენება როგორც ჩდილის შემქმნელი მცენარე.

მცენარე კულტივირებული, გამოყვანილი სახეობაა, რის გამოც ნაყოფი არ აქვს.

🔸 ხე-მცენარე ეგუება თითქმის ყველა ტიპის პირობებს, თუმცა უპირატესობას ანიჭებს მზიან, ნაყოფიერ, კირქვოვან, ნოტიო და დრენირებულ ნიადაგს.

მცენარე განსაკუთრებით ლამაზია შემოდგომაზე, როდესაც მისი ფოთლები ყვითელ, ოქროსფერ გარდამავალ ფერს იღებს.

🌸 ყვავილობის პერიოდი - აპრილი-მაისი
🌸 ყვავილის ფერი - თეთრი
🌸 ღეროს ქერქის ფერი - ნაცრისფერი-ყავისფერი

📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

08/10/2022

🍁 მინდვრის ნეკერჩხლის (Acer Campestre) ფერთა ცვალებადობა ოთხი სეზონის განმავლობაში
🍁 Color variation of Field maple (Acer Campestre) over four seasons

მინდვრის ნეკერჩხალი (Acer Campestre)📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი📍 სიმაღლე - 12-15 მ📍 ვარჯის გარშემოწერილობა - 7-8 მ...
02/10/2022

მინდვრის ნეკერჩხალი (Acer Campestre)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი
📍 სიმაღლე - 12-15 მ
📍 ვარჯის გარშემოწერილობა - 7-8 მ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 250 წელი



☘ დახასიათება:
სწრაფად მზარდი, ყინვაგამძლე, გვალვაგამძლე, ქარისადმი მდგრადი, მზის და სინათლის მოყვარული, ზომიერად ჩრდილის ამტანი.

მინდვრის ნეკერჩხალი ნეკერჩხლისებრთა ოჯახის საშუალო ტანოვანი, ფოთოლმცვივანი ხეა. მას აქვს ღრმა, განშტოებული და ბევრ ფესვიანი ფესვთა სისტემა. გვხვდება როგორც ჭალის მდიდარ, ისე ფერდობების თხელ ნიადაგებზე. მრავლდება როგორც თესლით, ასევე ამონაყრით. იგი ყველაზე გავრცელებული სახეობაა კავკასიაში, ევროპასა და აზიაში.

🔸 მცენარე ადვილად ეგუება ყველა ტიპის ნიადაგს, თუმცა უპირატესობას ანიჭებს ფხვიერ, ქვიშიან, თიხნარ და ზომიერად ტენიან, ნეიტრალურ, ტუტე ნიადაგს. მინდვრის ნეკერჩხალი სინათლისა და სითბოს მოყვარული სახეობაა. იტანს მშრალ პირობებსაც.

🍁 მინდვრის ნეკერჩხლის ულამაზესი დაკბილული ფოთლები ყვავილობისას ბრინჯაოსფერია, ზაფხულში მწვანე და შემოდგომაზე თბილი ოქროსფერი, ყვითელი ან მოწითალო ხდება.

🌸 ყვავილობის პერიოდი - აპრილი-მაისი
🌸 ყვავილის ფერი - ყვითელი-მწვანე
🌸 ღეროს ქერქის ფერი - ნაცრისფერი-ყავისფერი


📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

არყის ხე (Betula Pendula)📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი📍 სიმაღლე - 12-20 მ📍 დიამეტრი - 40-50 სმ📍 სიცოცხლის ხანგრძლივო...
02/10/2022

არყის ხე (Betula Pendula)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი
📍 სიმაღლე - 12-20 მ
📍 დიამეტრი - 40-50 სმ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 150 წელი


☘ დახასიათება:
სწრაფად მზარდი, სიცივისა და ყინვის ამტანი, მზის და სინათლის მოყვარული, ზომიერად ქარის ამტანი.

არყის ხე არყისებრთა ოჯახის ფოთოლმცვენი, საშუალო ტანოვანი ხეა, რომელსაც აქვს მორიგეობით განლაგებული მომრგვალო ფოთლები და ოვალური, ნახევრად ღია გვირგვინი.

🔸 მცენარე ნიადაგის მიმართ მომთხოვნი არ არის, თუმცა ხანგრძლივ გვალვას ვერ იტანს. ეგუება მშრალ პირობებსაც. უპირატესობას ანიჭებს ნაყოფიერ და კარგად დრენირებულ ნიადაგს. არის სინათლის მოყვარული და ტენის მომხოვნი.

🌞 არყის ხეს აქვს ღია მწვანე, პატარა და სამკუთხა ფორმის დაკბილული ფოთლები, რომელიც შემოდგომაზე ყვითლდება.

🌸 ყვავილობის პერიოდი - აპრილი-მაისი
🌸 ყვავილის ფერი - ყვითელი
🌸 ღეროს ქერქის ფერი - თეთრი, შავი ხაოიანი ლაქებით

📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

🍁 ნორვეგიული წითელი ნეკერჩხალი (Acer platanoides ‘Royal Red’ or Norway red Maple)📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი📍 სიმა...
01/10/2022

🍁 ნორვეგიული წითელი ნეკერჩხალი (Acer platanoides ‘Royal Red’ or Norway red Maple)

📍 სასიცოცხლო ფორმა - ხე/ფოთლოვანი
📍 სიმაღლე - 10-15 მ
📍 დიამეტრი- 1-1.5 მ
📍 სიცოცხლის ხანგრძლივობა - 150 წელი


☘ დახასიათება:
საშუალოდ მზარდი, ყინვაგამძლე, ზომიერად გვალვაგამძლე, მზის და სინათლის მოყვარული, ზომიერად ჩრდილის ამტანი, გამძლეა ჰაერის დაბინძურების მიმართ.

ნორვეგიული წითელი ნეკერჩხალი ნეკერჩხლისებრთა ოჯახის დიდტანოვანი, ფართეფოთლოვანი, ფოთოლმცივანი ხეა, რომელსაც აქვს ფართოდ მომრგვალებული გვირგვინი, სწორი ღერო და წითელი, მეწამული ფოთლები.

🔸 მცენარე ტოლერანტულია სხვადასხვა ტიპის ნიადაგის მიმართ, როგორიცაა ტუტე, თიხნარი და მშრალი ნიადაგი, თუმცა, ურჩევნია ტენიანი მიწა და განათებული, მზიანი გარემო-პირობები.

🍁 ნორვეგიული წითელი ნეკერჩხალი გამოირჩევა მისი წითელი, იასამნისფერი, მეწამული ფერის ფოთლებით, რომელსაც ცივ ზამთრამდე ინარჩუნებს.

🌸 ყვავილობის პერიოდი - აპრილი
🌸 ყვავილის ფერი - ყვითელი, ნარინჯისფერი
🌸 ფოთლის ფერი - წითელი, იასამნისფერი
🌸 ღეროს ქერქის ფერი - ნაცრისფერი

📲 ნერგების შესაძენად დაგვიკავშირდით: +995 591 23 06 02
📩 [email protected]

Address

Ts. Dadiani Str. 7/1 B, Office #7
Tbilisi
0101

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 11:00 - 19:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სანერგე სადარი • Nursery Sadari posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share