06/07/2025
📢 გროუშოფების ერთობლივი განცხადება 13 ივლისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით 📢
🔊 საზოგადოების ყურადღებას მივმართავთ იმ მძიმე და შემაშფოთებელ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ მიიღო.
📌 ახალი კანონის მიხედვით, 5 გრამზე მეტი ოდენობით გამომშრალი მარიხუანის ფლობა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით.
ასევე, კანონი მოიცავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის პუნქტებს თესლების ფლობის, შეძენა/რეალიზაციისა და მცენარის მცირე ოდენობით დათესვა/მოყვანის შესახებ.
⛔️ეს არის რეპრესიული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ელემენტარულ ადამიანურ უფლებებს.
არ შეიძლება ადამიანი მხოლოდ მცენარის ფლობისთვის ხვდებოდეს ციხეში - ეს არის წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთას საზოგადოება არ უნდა შეეგუოს.
⚠️ყველას გვახსოვს ის ბნელი წლები - რეპრესიები, უკანონო დაკავებები, ჩადებები, მოსაშარდად მომლოდინე ადამიანთა რიგები და გადავსებული ციხეები იმ მუხლით, რომელიც ამ მცენარეს ეხებოდა.
❗️თუ ახლა არ დავდგებით ერთად და არ გავაპროტესტებთ ამ უსამართლობას, შემდეგ შეიძლება უკვე გვიანი იყოს!
🫵🏼 მხოლოდ ერთი დღით, 13 ივლისს, გადადე ყველა საქმე და გამოდი მხოლოდ შენთვის, შენი თავისუფლებისა და უსაფრთხოებისთვის.
✅ ვინაიდან არ გვინდა დაბრუნება იმ წარსულში, რომელიც უკვე გავიარეთ.
✊🏼 ჩვენ, გროუშოფების წარმომადგენლები, მათ შორის Four Twenty • ოთხასოცი, მოვუწოდებთ ყველა მოქალაქეს - ვისაც სწამს თავისუფლებისა და პროპორციულობის; ვისაც სჯერა, რომ მცენარის გამო ადამიანი ციხეში არ უნდა ხვდებოდეს, შემოგვიერთდეს დიდ პროტესტზე!
📍 ვიკრიბებით კვირას, 13 ივლისს, 16:20 საათზე, პარლამენტის წინ!
🙌🏼 ეს არის ჩვენი შესაძლებლობა ვუთხრათ მკაფიო "არა" რეპრესიებს.
☘️ მცენარის გამო არ უნდა გვიჭერდნენ!