Apeyron • აპეირონი

Apeyron • აპეირონი არქიტექტორთა კოლაბორაცია აპეირონი - არქიტექტურული, საინჟინრო და სრული სამშენებლო უზრუნველყოფა

🔲 ჩვენი გუნდის მიერ დაპროექტებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მარნეულში✦ პროექრირებისას უმთავრეს ამოცანად დავისახეთ...
18/12/2024

🔲 ჩვენი გუნდის მიერ დაპროექტებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი მარნეულში

✦ პროექრირებისას უმთავრეს ამოცანად დავისახეთ რთულ, ჰორიზონტალურად განვითარებულ ურბანულ ქსოვილში ვერტიკალური, დომინანტური მასა დაგვეფუძნებინა.

✦ საცხოვრებელი კომპლექსის სტილისტიკურ ფუძედ 70-იანი წლების მოდერნისტული არქიტექტურის აპარატია გამოყენებული. ერთგვაროვანი ჰორიზონტალური მასების შვეული რიტმი, მასში დატანებული ვერტიკალური ნიუანსებით, ქმნის სივრცულ სტრუქტურას რომელიც მოედნის სტატიურ მონუმენტის როლს ირგებს. ტერაკოტის ფაქტურაში შესრულებული ფასადი რბილად გარდატეხს ბუნებრივ შუქს და მყუდრო საცხოვრისის ატმოსფეროს ქმნის

🔲ჩვენი გუნდის მიერ დაპროექტებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე.✦ საცხოვრებელი სახლის ფასად...
16/12/2023

🔲ჩვენი გუნდის მიერ დაპროექტებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე.

✦ საცხოვრებელი სახლის ფასადების გეომეტრიულ ჰარმონიას, ტრავერტინის ჩარჩოების განფენილი რიტმიკა ქმნის, მძიმე და სოლიდურ საფასადე სიბრტყეს ლითონის ფაქიზი და მინიმალისტურ გეომეტრიაში გადაწყვეტილი მოაჯირები აბალანსებს,
უწყვეტი აივნების რიგი ერთგვარ მყუდროებას სძენს უხვად შემინულ საფასადე ძირითად სიბრტყეს და ქმნის შუქჩრდილის ორიგინალურ კომპოზიციას.

✦ პროექტირების პროცესში დიდი ყურადღება დაეთმო ბინების გეგმარების ამოცანების გადაწყვეტას. თითოეული ბინის ფუნქციური სივრცე ოპტიმალურადაა გადაწყვეტილი, არ ხდება ზონათა თანაკვეთები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია დიდი ყურადღება დაეთმო თითოეული ბინის გამჭოლი და კუთხური ვენტილაციით უზრუნველყოფას.

✦ ვიზუალიზაცია - Arch Viz - არქვიზი

🔲ჩვენი გუნდის წარმოდგენილი არქიტექტურული  ესკიზური პროექტი გულისმობს მარნეულში არსებული შენობის სრულ რეკოსტრუქციას და ქა...
20/07/2023

🔲ჩვენი გუნდის წარმოდგენილი არქიტექტურული ესკიზური პროექტი გულისმობს მარნეულში არსებული შენობის სრულ რეკოსტრუქციას და ქალაქის ამ მნიშვნელოვანი ლოკაციის როგორც მხატვრულ, ასევე ფუნციურად გადააზრებას.
✦ პროექტის მიხედვით, გამოყოფილ ტერიტორიაზე განთავსდება ჰიპერმინიმალისტური და ნეოკლასიცისტური სტილების სინთეზირებით შექმნილი საკრებულოს ცენტრალური ოფისი
✦ შენობა მკაცრად სიმეტრიულია, როგორც კომპოზიციური, ასევე, გეგმარებითი თვალსაზრისით და თავისი სოლიდური და ამავდროულად გახსნილი ფასადების სიბრტყეებით ასიმბოლიზირებს ქალაქის ხელისუფლების სტატუსს და მნიშვნელობას თანამედროვე სახელმწიფოს მოწყობის ფილოსოფიაში.
✦ ცენტრალური ფასადი ათენის პართენონის ძირითად პროპორციებს და დანაწევრებას იმეორებს - მიზეზი მდგომარეობს საკუთრივ ათენის დემოკრატიის, როგორც ფუძემდებულ პრინციპებში და მის ისტორიულ როლში თანამედროვე ცივილიზაციის რეალობაში.
✦ რვა ერთეული კოლონა და მათ შორის დატანებული გრანდიუზული პორტალი, რომელიც სიმეტრილადაა განლაგებული ფასადის სიბრტყეზე - აქცენტირებს მასზედ, რომ, მოქალაქეთა და მის მიერ არჩეულ ქალაქის ხელისუფლებას შორის დაგმანული კედელი არ არსებობს და მოქალაქეებს აქვთ საშუალება სრულიად გახსნილად მიიღონ საქალაქო მართვის პროცესში მონაწილეობა.

🔲 ჩვენი გუნდის მიმდინარე პროექტი წავკისში✦ საცხოვრებელი სახლის წარმოდგენილი პროექტი დაეფუძნა თავისუფალი გეგმარების ფილოს...
26/05/2023

🔲 ჩვენი გუნდის მიმდინარე პროექტი წავკისში

✦ საცხოვრებელი სახლის წარმოდგენილი პროექტი დაეფუძნა თავისუფალი გეგმარების ფილოსოფიას და პანორამული საცხოვრებლის პრინციპებს.

✦ იატაკიდან ჭერამდე გახსნილი მარტივად დანაწევრებული ვიტრაჟები უზრუნველყოფს მზის შუქის ინტერიერში შედინებას, ხოლო მძლავრად განვითარებული კონსოლური მასები ექსტერიერის ზონებში მყუდრო დაჩრდილულ არეალებს ქმნიან სარეკრეაციო ფუნქციით.

✦ საფასადე სიბრტყეები საბაზისო მასალებითაა გაფორმეული - ერთმანეთს ენაცვლება ბუნებრივი ქვის, ბეტონის და ხის ელემენტებ

🔲 ჩვენი პროექტი თბილისში, რომელმაც 2013 წელს, საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში, წლის საუკეთესო არქიტექტურული პრემია დ...
17/12/2022

🔲 ჩვენი პროექტი თბილისში, რომელმაც 2013 წელს, საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში, წლის საუკეთესო არქიტექტურული პრემია დაიმსახურა

✦ პროექტი გულისხმობდა მოდერნისტული ხასიათის რეზიდენციის ინტეგრირებას თბილისის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პანორამულ ლოკაციაზე

✦ არქიტექტორთა კოლაბორაცია აპეირონი გთავაზობთ არქიტექტურულ, საინჟინრო და სრულ სამშენებლო უზრუნველყოფას

03/12/2022

✦ ნუცუბიძის ქუჩასა და პირველ პლატოს შორის მდებარე ერთმანეთთან ხიდით დაკავშირებული სამი კორპუსი 40 წელზე მეტს ითვლის, ხუმრობით, თბილისელები შატილის კოშკებსაც კი ეძახიან, რადგან მცირედით სოფელი შატილის კოშკებთან ასოცილირდება, რომლებიც თავის დროზე საცხოვრებლის გარდა თავდაცვის ფუნქციასაც ითავსებდნენ, უფრო მეტს ჩვენი გუნდის წევრ, ლექტორ ალექსანდრე ჩუბინიძისგან გაიგებთ

✦ აპეირონი გთავაზობთ არქიტექტურულ, საინჟინრო, სარემონტო და სამშენებლო მომსახურების სრულ უზრუნველყოფას, როგორც საცხოვრებელ ასევე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტებისათვის

21/11/2022

✦ გავაანალიზოთ საბჭოური არქიტექტურა და მისი უნიკალური კომპონენტები

🔲  პენტჰაუსის ინტერიერი თბილისში✦ წარმოგიდგენთ ორდონიანი საცხოვრებელი სივრცის შესანიშნავ  განახლება-რეკონსტრუქციას. ინტე...
06/11/2022

🔲 პენტჰაუსის ინტერიერი თბილისში

✦ წარმოგიდგენთ ორდონიანი საცხოვრებელი სივრცის შესანიშნავ განახლება-რეკონსტრუქციას. ინტერიერის მოდელირებისას დიდი ყურადღება დავუთმეთ კამერული სივრცის ჰარმონიულ დანაწევრებას. უმთავრესი აქცენტი ჭერის ტეხილ ზედაპირზე გაკეთდა, რომელიც სივრცეს კომპოზიციურად სრულყოფს. ავეჯის და ინტერიერის დეტალების შერჩევისას არჩევანი ეკლექტურ მიმართულებაზე შეჩერდა, მოდერნისტულ შტრიხებს კი ლოფტური ელემენტები ენაცვლება.

🔲 ჩვენი საპროექტო ჯგუფი შეგისრულებთ ნებისმიერი სირთულის და მასშტაბის საპროექტო სამუშაოებს - კონცეპტუალური ესკიზირების ეტაპიდან - საპროექტო მუშა დოკუმენტაციის შედგენის ჩათვლით

🔲  ბინის ინტერიერი თბილისში✦ ინტერიერზე მუშაობისას ყურადღება მარტივ გეომეტრიულ ფორმებზე და ლაკონურ ტექსტურირებაზე გამახვ...
31/10/2022

🔲 ბინის ინტერიერი თბილისში

✦ ინტერიერზე მუშაობისას ყურადღება მარტივ გეომეტრიულ ფორმებზე და ლაკონურ ტექსტურირებაზე გამახვილდა

✦ ავეჯზე განხორციელებულ ნატიფ მოდერნისტულ შტრიხებს ერწყმის კედლების დანაწევრების მინიმალიზმი და ინტერიერში გამოყენებული ქსოვილების სოლიდური თბილი ტონები

✦ ტექსტურების, ფერების და ფორმების ტრიადა იდეალურ გარემოს ქმნის მშვიდი და ჰარმონიული ბინადრობისათვის

🔲 არქიტექტორთა კოლაბორაცია აპეირონი ორიენტირებულია შექმნას სივრცისა და ადამიანის ურთიერთობისთვის იდეალური გარემო

29/10/2022

✦ "არქიტექტურა მოკვდა" - ყველაზე გამორჩეული და ღრმა დანიშნულების მქონე კოლაბორაცია არქიტექტურასა და ფერწერას შორის, რომელის შესახებაც დეტალურად თავად ავტორი ალექსანდრე ჩუბინიძე მოგითხრობთ

🏉 მორაგბეთა საწვრთნელი ბაზა თბილისი, ბაგები.პროექტი შეიქმნა საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გაცემული ტექნიკური დავალებე...
27/10/2022

🏉 მორაგბეთა საწვრთნელი ბაზა თბილისი, ბაგები.
პროექტი შეიქმნა საქართველოს რაგბის კავშირის მიერ გაცემული ტექნიკური დავალებების მიხედვით Georgian Rugby

🔲 პროექტის ხელმძღვანელი - ალექსანდრე ჩხენკელი
🔲 პროექტის ავტორი - ალექსანდრე ჩუბინიძე

✦ სპორტსმენების საწვრთნელი პროცესის მიღმა, ბაზაზე შესაძლებელია საერთაშორისო სარაგბო ასპარეზობის ორგანიზება 500+ მაყურებლის დასწრებით. პროექტის მიხედვით, ბაზაზე მყოფ სპორტსმენებისთვის შექმნილია იდეალური პირობები როგორც წვრთნისა და დასვენებისთვის, აგრეთვე რეაბილიტაციისთვის

🔲 პროექტი მოიცავს, ერთ ბუნებრივსაფარიან მეორე კი ხელოვნური საფარით შექმნილ მოედანს
🔲 პრესკონფერენციის დარბაზს, ექიმების, მსაჯების და მწვრთნელების ოთახებს
🔲 კაფეტერიას, სატრენაჟორო დარბაზს, საუნას, მოსასვენებელ და გასართობ სივრცეებს

✦ არქიტექტორთა კოლაბორაცია აპეირონი გთავაზობთ არქიტექტურულ, საინჟინრო და სრულ სამშენებლო უზრუნველყოფას

Address

Iamanidze Str. 4
Tbilisi
0112

Opening Hours

Monday 10:00 - 20:00
Tuesday 09:00 - 20:00
Wednesday 09:00 - 20:00
Thursday 09:00 - 20:00
Friday 09:00 - 20:00
Saturday 09:00 - 20:00

Telephone

+995591162634

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Apeyron • აპეირონი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Apeyron • აპეირონი:

Share