01/05/2025
რა არის აგროპერლიტი ?
🍃აგროპერლიტი - ეს არის ტენიანობის ბუნებრივი დამგროვებელი, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ქმნის წყლისა და ჰაერის მოძრაობის უნაკლო სისტემას. ეს არის თესლის დაჩქარებული აღმოცენება გრუნტში გადარგვამდე; ეს არის მცენარეთა დაცვა (განსაკუთრებით ფესვების) ტემპერატურის მნიშვენოვანი ცვლილებებისაგან გაზაფხულზე და ზამთარში ღია გრუნტზე; ნიადაგის გამაფხვიერებელი საჭირო ტენიანობის შესანარჩუნებლად.
🍃აგროპერლიტი აკუმულირებს წყალს საკვებ ნივთიერებებთან ერთად და შემდეგ ამარაგებს მცენარის ფესვებს, შესაბამისად მორწყვის დროს საკვები ნივთირებები არ ირეცხება და რჩება აგროპერლიტის მარცვლებში, რითაც შემდგომში იკვებება მცენარე.
🍃აგროპერლიტი გამოიყენება:
ნიადაგში ტენიანობის შესანარჩუნებლად, რაც საშუალებას იძლევა ნაკვეთზე მიწა კვირაში ერთხელ მოირწყას; როგორც ნიადაგის სუბსტრატის საფუძველი სასათბურე მეურნეობებში, ფიტოტრონებსა და კლიმატურ საკნებში; როგორც ხილ- ბოსტნეულის ჩითილეს გამოსაყვანი სუბსტრატი; როგორც ნიადაგის შემადგენელი კომპონენტი ღია გრუნტებზე ხილ-ბოსტნეულის მოსაყვანად; როგორც სუბსტრატის ბაზა სათბურებში კულტურების ჰიდროპონიკურ მეთოდით მოსაყვანად; ნიადაგის სუბსტრატის მოსამზადებლად ხილისა და კენკროვანი კულტურების დაფესვიანებისათვის; საქოთნე კულტურების მოსაყვანად, ოთახის მცენარეებისა და ყვავილების მოსაშენებლად; გაზონების, ჩოგბურთის კორტების მოსაწყობად, ნებისმიერი სპორტული მოედნების ბალახის საფარით უზრუნველსაყოფად, ასევე ქალაქის ბაღების, სკვერებისა და პარკების გამწვანებისთვის.
🍃აგროპერლიტი უნიკალურია რამდენადაც სიცხის დროს აგროპერლიტიანი ნიადაგი არ ხურდება, ხოლო ყინვის დროს ისე არ ცივდება, როგორც ჩვეულებრივი მიწა.