13/06/2026
მოსმენა, თვალთვალი, პლაგიატი, ადამიანების გაკოტრება, სოციალური იზოლაცია, წამება, და გარანტირებული კარიერა მწვალებლისათვის. ეს კგბ-ს თანამშრომლების და აგენტურის წარმატებული ცხოვრების წესია.
ცხოვრობ კარგად, პატივს გცემენ, თუ ხარ უფლებამოსილი მწვალებელი.
ვინაიდან ამ ქვეყანაში -1921 წლიდან ოკუპირებულ საქართველოში, რეალური ძალაუფლება გააჩნდა მხოლოდ სპეცსამსახურებს, რომელთა კომპეტენციაში შედიოდა, და შედის დღესაც, საკადრო პოლიტიკა, ადამიანების სამუშაო ადგილით უზრუნველყოფა და წარმატებული კარიერის გარანტირება, ნებისმიერ სფეროში. იქნება ეს ბიზნესი, მეცნიერება, განათლება, ხელოვნების სფერო, თუ სხვა დარგი. ადამიანებს არ ჰქონდათ და არ აქვთ სხვა არჩევანი, თუ არა გახდნენ კგბ-სთან აფილირებული პირები, ანუ - არა აფილირებული პირების მწვალებლები.
წარმატების საწინდარი, ნებისმიერ პროფესიაში იყო და არის პირველი პროფესიის - გებისტობის ფლობა.
ისეთი ადამიანური თვისებები, როგორიცაა ზნეობა, პატიოსნება, ერთგულება, მეგობრობა, თანაგრძნობის გამოხატვის უნარი, არა გებისტური პროფესიის, სამშობლოს სიყვარული ითვლებოდა მიამიტობად, ინფანტილურობად, არასერიოზულობად, იდიოტიზმად.
ასე ყალიბდებოდა ბედნიერი ერი, ოკუპირებულ საქართველოში.
ასე რომ, ნუ გაგიკვირდებათ, თუ შემთხვევით სადმე გული წაგივიდათ, პირველი რასაც გააკეთებს თქვენი კეთილი მეზობელი, კოლეგა, თანაპარტიელი, ახლობელი, ფსიქოთერაპევტი, ვაი რომ მეგობარიც - შეგიმოწმებს საბუთებს, ჩანთას, მობილურ ტელეფონს, გასაღებებს, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიჩენს ემპათიას, როგორც ეს გათვალისწინებულია ინსტრუქციაში.
ეცადე, რომ გონება არ დაკარგო, საპასუხისმგებლო ღონისძიების, კონცერტის დროს. ეს უპასუხისმგებლო ქცევათ და ღონისძიების ჩაშლის მცდელობად ჩაგეთვლება და გაგკიცხავენ.
საქართველო გულაგია.