4 Side Architects

4 Side Architects არქიტექტურული სტუდია გთავაზობთ სრულ არქიტექტურულ და სამშენებლო-სარემონტო მომსახურებას.

Four Side - გთავაზობთ სრულ არქიტექტურულ მომსახურებას:
-პროექტირება (41-ე და 255-ე დადგენილებით)
-41-ე დადგენილების ექსპერტიზა
-ინტერიერის დიზაინი
-მშენებლობა
-ლამდშაფტური დიზაინი
- 255-ე დადგენილებით საინჟინრო ქსელების პროექტები.
ჩვენი კომპანია, რომელიც შექმნილია თქვენი კონფორტისთვის დაკომპლექტებულია არქიტექტორებით, ინჟინრებითა და გეოდეზისტებით.ჩვენს მიერ საქართველოს მასშტაბით მრავალი პროექტი

განხორციელდა.
ჩვენი გუნდის დიდი სურვილია რომ თითოეულმა ჩვენთან მოსულმა ადამიანმა თავი იგრძნოს კომფორტულად და მიიღოს საუკეთესო ხარისხი უმოკლეს დროში.

07/11/2025

ფოთის ურბანული დაგეგმარება და არქიტექტურული განვითარება პუბლიცისტსა და საზოგადო მოღვაწე ნიკო ნიკოლაძის სახელთანაა დაკავშირებული. ფოთს ხშირად ადარებენ პარიზს, კერძოდ კი მის სივრცით მოწყობას. ციურიხის უნივერსიტეტ დამთავრებული ნიკოლაძე სამშობლოში დაბრუნდა და პირველი მაშტაბური პროექტიც ჭაობში არსებულ ქალაქს მიუძღვნა. მან 1867-74 წლებში ამიერკავკასიაში პირველი თბილისი-ფოთის რკინიგზა ააგო. ქალაქს რომელსაც ჭაობი ჭამდა, ნიკოლაძემ წალკოტად გადააქცია და იგი ევროპული სტანდარტების მქონე პატარა ქალაქად გადააქცია.

ააშენა ხიდები, დააშრო ჭაობი და დაიწყო მისი განაშენიანება. თუმცა, აქვე მინდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მან ყველაზე დიდი ყურადღება ნავსადგურის მშენებლობას დაუთმო, ვინაიდან იმთავითვე ნათელი იყო ფოთის ეკონომიკური პოტენციალი.

ქალაქი ფოთი, 1901 წელს ნიკო ნიკოლაძის მიერ შემუშავებული პროექტის მსგავსად აშენდა, რომელიც მაშნდელმა საბჭომ დაამტკიცა და მშენებლობა 1902 წელს დაიწყო. ნიკო ნიკოლაძის ინიციატივით პარიზის ბულვარის დაგეგმარების მსგავსად აშენდა, რომელიც გერმანელმა არქიტექტორმა, ედმუნდ ფრიკმა დააპროექტა. ცენტრალური ბიზანტიური საკათედრო ტაძრის ირგვლივ 12 ქუჩა გადის, რომელსაც 12 წმინდანის სახელი ჰქვია.

ედმუნდ ფრიკმა ქალაქში დააპროექტა ისეთი შენობები როგორიცაა: ფოთის საქალაქო ბიბლიოთეკა, ყრუ-მუნჯთა საზოგადოების შენობა, სახელმწიფო ისტორიის მუზეუმი, სასტუმრო ბრისტოლი და ასევე სხვა მრავალი საცხოვრებელი სახლი.

ჟამთა სვლამ ქალაქის იერსახე შეცვალა. ნიკო ნიკოლაძისეული ევროპული პატარა ქალაქი კი უბრალო ქალაქად გადააქცია. ევროპული არქიტექტურა გაპარტახდა და დღეს ამ დიდებულ მემკვიდრეობას კვლავ ჭაობი ჭამს.

ავტორი: ნინა ლორთქიფანიძე/ www.ekofact.com

OKAMI Winery Complex – Geometry of Silenceოკამი, საქართველო4Side Architecture Studioოკამი — რეგიონი მევენახეობის ტრადიცი...
11/06/2025

OKAMI Winery Complex – Geometry of Silence
ოკამი, საქართველო
4Side Architecture Studio

ოკამი — რეგიონი მევენახეობის ტრადიციით და ბუნებრივ ლანდშაფტთან ძლიერი კავშირით. პროექტის მიზანი იყო თანამედროვე სივრცის შექმნა, რომელიც მოიცავს როგორც ღვინის წარმოებას, ისე დამსვენებლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას.

4Side-ს დაევალა მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირება. რომელიც გააერთიანებდა:
– სასტუმრო ოთახებს
– სადეგუსტაციო მარნებს,
– კაფე-ბარებს,
– ღია საცურაო აუზს და სპა ზონას,
– სტუმრებისთვის განკუთვნილ გასართობ და სპორტულ მოედნებს.

არქიტექტურული კონცეფცია ეფუძნება სიძლიერესა და სილამაზეს შორის ბალანსს. მკაფიო გეომეტრიული ფორმები, ღია ტერასები, ვერტიკალური რიტმი და ინტეგრირებული გამწვანება ქმნის გარემოს, რომელიც თანამედროვეა, მაგრამ გარშემო არსებულ ბუნებასთან ჰარმონიული.
ჩვენს მიერ შემუშავებული ესკიზური პროექტი მიგვითითებს არქიტექტურის ძალაზე — შექმნას ადგილი, სადაც ღვინის ტრადიცია, დასვენება და კულტურა ერთ მთლიან გამოცდილებად იქცევა.

ვიზუალიზაციები ასახავს წვიმიან ამინდში შენობის მასალებისა და ფორმების რეალისტურ აღქმას — სივრცე ამ დროსაც ინარჩუნებს თავის სიმყუდროვეს, სიმყარეს და ელეგანტურობას.

პროექტის ავტორი:
იოსებ თოხაძე
ალექსანდრე ზაქარეიშვილი
________________________________________


OKAMI Winery Complex – Geometry of Silence
Okami, Georgia
4Side Architecture Studio

Okami is a region with a strong winemaking tradition and close connection to the natural landscape. The project aimed to create a modern space combining wine production with leisure infrastructure.

Our studio was commissioned to design a multifunctional hotel complex that would include:
– Wine tasting cellars,
– Café-bars,
– An outdoor swimming pool and spa zone,
– Entertainment and sports areas for visitors.

The architectural concept balances strength and elegance. Clear geometric lines, vertical rhythms, open terraces, and integrated greenery shape a space that is modern yet harmoniously woven into its natural surroundings.
The developed sketch project reflects the power of architecture to create a place where wine culture, hospitality, and relaxation blend into a unified sensory experience.

The visualizations capture the textures and atmosphere of the building during a rainy day — the space retains its warmth, solidity, and elegance even under dramatic weather conditions.

Project Authors:
Ioseb Tokhadze.
Aleksandre Zakareishvili
________________________________________

ბიოფილიური დიზაინი – არქიტექტურა, რომელიც ბუნებასთან დიალოგში შედის 🌿თანამედროვე არქიტექტურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდ...
10/06/2025

ბიოფილიური დიზაინი – არქიტექტურა, რომელიც ბუნებასთან დიალოგში შედის 🌿

თანამედროვე არქიტექტურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ტენდენცია ბიოფილიური დიზაინია — სივრცის დაგეგმარების მიდგომა, რომელიც ადამიანსა და ბუნებრივ გარემოს შორის უშუალო კავშირის აღდგენას ემსახურება.

ბიოფილიური მიდგომა სცდება მხოლოდ მწვანე კედლების ან დეკორატიული მცენარეების გამოყენებას. ის აერთიანებს ბუნებრივ განათებას, ბუნებრივი მასალების ინტეგრაციას (ხე, ქვა, წყალი), სენსორულ გამოცდილებებს (სუნი, ხმა, ტემპერატურა) და ვიზუალურ კავშირს გარე პეიზაჟთან.

ასეთი სივრცეები იქმნება არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, არამედ საზოგადოებრივ შენობებში:
• 🌱 დასვენებისა და მედიტაციის ოთახებში, სადაც ინტერიერის სიწყნარე და ბუნებრივი სინათლე ხელს უწყობს გონებრივ წონასწორობას,
• 🌿 საკონცერტო თუ რეპეტიციის დარბაზებში, სადაც სივრცე ჰარმონიზებულია ბუნებრივ ელემენტებთან და აუდიტორია თავს დაცულად და შინაგანად გახსნილად გრძნობს,
• 🌳 სასწავლო და სამუშაო სივრცეებში, სადაც ბიოფილიური მიდგომა ზრდის კონცენტრაციას, კრეატიულობასა და შრომის პროდუქტიულობას.

მთავარი იდეა ის არის, რომ არქიტექტურა არ უნდა იყოს ბუნებისგან მოწყვეტილი. პირიქით — ბუნებას უნდა ჰქონდეს წვდომა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, როგორც ენერგიის წყაროს, როგორც სუნთქვის სივრცეს და როგორც სულიერი კავშირის არხს.

ბიოფილიური დიზაინი უფრო მეტია, ვიდრე ტრენდი — ეს არის ხედვა, რომლის მიზანია შენობები ადამიანებისთვის არა მხოლოდ ფუნქციური, არამედ სიცოცხლით სავსე და ჯანმრთელობაზრუნველი გახადოს.

🌿 ჩვენი ხედვა – ბიოფილიური არქიტექტურის მხარდაჭერა

4Side Architecture მტკიცედ უჭერს მხარს ბიოფილიური დიზაინის იდეას და სჯერა, რომ თანამედროვე არქიტექტურა უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ ესთეტიკას, არამედ ადამიანისა და ბუნების შორის ჰარმონიის აღდგენას.

ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს პროექტებში უფრო მეტ სიცოცხლეს, სუნთქვასა და ბუნებრივ სინთეზს შემოვიტანოთ — ვიყენებთ ადგილობრივ მასალებს, მაქსიმალურად ვუშვებთ ბუნებრივ სინათლეს და ვქმნით სივრცეებს, სადაც ადამიანი ბუნებასთან არა მარტო ვიზუალურად, არამედ ემოციურადაც ერთიანდება.

თუ შენც გაინტერესებს ასეთი მიდგომით შექმნილი საცხოვრებელი ან საზოგადოებრივი სივრცე — დაგვეკონტაქტე და ერთად ვიპოვნოთ შენთვის გამორჩეული ბალანსი ბუნებასა და არქიტექტურას შორის.

ეს შენობა დაიბადა როგორც დიალოგი ბუნებასა და გეომეტრიას შორის.მისი ფორმა აერთიანებს ლაკონურ ლაინებსა და მოდერნისტულ კუთხ...
27/05/2025

ეს შენობა დაიბადა როგორც დიალოგი ბუნებასა და გეომეტრიას შორის.
მისი ფორმა აერთიანებს ლაკონურ ლაინებსა და მოდერნისტულ კუთხეებს, რომლებიც ერთდროულად ქმნიან სიმკაცრეს და სითბოს.
ფასადის მასალების შერჩევა — თბილი ხე და ცივი ბეტონის ტექსტურა — ასახავს ადგილობრივი გარემოს ბუნებრივ კონტრასტს.
შენობის სტრუქტურა – ორი მოცულობის დაყოფილი სხეული – პირველივე შთაბეჭდილებიდან გვაცნობს ცალკეულ სივრცეებს, რომლებიც ავლენენ სტუმრების ინდივიდუალურ საჭიროებებს, მაგრამ ერთიანდებიან საერთო ეზოსა და ცენტრალურ ვერტიკალურ ღერძში.
ვიტრაჟული გამჭვირვალობა აკავშირებს შინაგან და გარე სივრცეს — შიგნიდან იშლება ხეობის ხედები, გარედან კი შენობა ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ ლანდშაფტს.

This building was conceived as a dialogue between nature and geometry.
Its form merges clean, minimal lines with modernist angles, balancing rigidity and warmth.
The choice of facade materials — warm wood and cool concrete textures — reflects the natural contrast of the local environment.
The structure is divided into two distinct volumes, which from the first glance reveal individual zones, tailored to guests' needs — yet unified through a shared courtyard and a central vertical axis.

The transparency of the glazing connects the interior and exterior worlds —
offering valley views from inside, while the building itself blends harmoniously into the surrounding landscape from outside

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი განთავსებულია ბაზალეთის ტბის მახლობლად, დუშეთის მუნიციპალიტეტში.პროექტის არქიტექტურა ...
23/05/2025

ეს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი განთავსებულია ბაზალეთის ტბის მახლობლად, დუშეთის მუნიციპალიტეტში.
პროექტის არქიტექტურა ეფუძნება პრინციპს, რომელიც აერთიანებს კომპაქტურ მოცულობას, ბუნებრივ მასალას და სივრცით ეკონომიურობას, რაც დღევანდელ ცხოვრებასთან ჰარმონიაშია.
გეგმარება პირდაპირ პასუხობს გარემოს ტოპოგრაფიას და კლიმატს:
• ფასადი შესრულებულია თერმო-ხის და მუქი პიგმენტირებული ბეტონის კომბინაციით, რაც უზრუნველყოფს ვიზუალურ სითბოს და დაბალანსებულ კონტრასტს.
• ვერტიკალური შუშის ვიტრაჟები ქმნიან უწყვეტ კავშირს ინტერიერსა და გარე სივრცეს შორის — იზიდავენ ბუნებრივ განათებას და ამავდროულად ხსნიან ხედებს.
• კონსტრუქციული სიმარტივე და დეტალის სიზუსტე განსაზღვრავს არქიტექტურის მთლიან ხასიათს — არაფერია ზედმეტი, არც შემთხვევითი.

This two-story private residence is located near Bazaleti Lake, in the Dusheti municipality of Georgia.
The architectural vision is based on the integration of compact form, honest materials, and spatial efficiency — reflecting a thoughtful response to contemporary living.
The design is rooted in the local topography and climate:
• The facade is composed of thermally treated vertical wood cladding combined with dark-toned pigmented plaster, providing a warm yet balanced contrast.
• Tall vertical glazing opens up visual axes and invites natural light deep into the interior.
• The overall composition is defined by constructive clarity and refined detailing — nothing is excessive, and each element is deliberate.

„4 მხარე  ერთი მიზანი: არქიტექტურა, რომელიც სუნთქავს.“ ჩვენთვის, 4Side –ში არქიტექტურა მხოლოდ გეგმარება არ არის. ეს არის...
20/05/2025

„4 მხარე ერთი მიზანი: არქიტექტურა, რომელიც სუნთქავს.“ ჩვენთვის, 4Side –ში არქიტექტურა მხოლოდ გეგმარება არ არის. ეს არის სივრცის სიღრმისეულად განცდა, მისი ფორმის, მოძრაობისა და სუნთქვის გააზრება.
ოთხი მხარე ჩვენთვის არ არის უბრალოდ კედლები
ეს არის სტრუქტურა, რომელსაც აქვს მიზანიმიმართულება და სული.ჩვენ ვიწყებთ იდეით, ვაგებთ ფორმას, ვუთმობთ სივრცეს სინათლეს და სიჩუმეს.შედეგად ვიღებთ არქიტექტურას, რომელიც ცოცხლობს ადამიანთან ერთად.ეს არის ჩვენი მიზანი.შევქმნათ შენობები, სადაც ყოველი კუთხე აზრიანი და სუფთაა, სადაც გეგმა ჰარმონიაშია გარემოსთან, და ყოველი ნაბიჯი წონასწორობის გამოხატულებაა.
4 მხარე ერთი მიზანი:
შევქმნათ არქიტექტურა, რომელიც სუნთქავს.

🖋️ “Four sides one purpose: architecture that breathes.”
For us at 4Side, architecture is not just planning. It is the deep sensing of space understanding its form, its rhythm, and its breath. Four sides are not just walls to us they are structure with purpose, direction, and soul. We begin with an idea, shape it into form, give it space, light, and silence until we arrive at architecture that lives with the human being. This is our purpose To create places where every corner has meaning, where planning flows in harmony with the environment, and every line reflects balance.
Four sides — one purpose:
To craft architecture that breathes.

📐 გჭირდებათ არსებული შენობის ციფრული მოდელი?ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და პროფესიონალურ 3D აზომვას — გეგმის, მოდელისა და ტოპოგ...
19/05/2025

📐 გჭირდებათ არსებული შენობის ციფრული მოდელი?
ჩვენ გთავაზობთ სწრაფ და პროფესიონალურ 3D აზომვას — გეგმის, მოდელისა და ტოპოგრაფიის ჩათვლით.
________________________________________
🔹 ზუსტი გეგმარება და ArchiCAD მოდელი
🔹 3D ვიზუალიზაცია + ფოტოგრამეტრია
🔹 დრონით გადაღება ობიექტზე
🔹 ტოპოგრაფიული და საკადასტრო აზომვები
🔹 ⏱ სწრაფი შედეგი — პროექტის ზომიდან გამომდინარე
________________________________________
🎯 შენობის ციფრული ასლი დაგეხმარებათ:
• რეკონსტრუქციაში
• პროექტირებაში
• ნებართვისთვის საჭირო დოკუმენტაციაში
• გაყიდვის/განათავსების წინ
________________________________________
📍 მოვდივართ ადგილზე. ვზომავთ. ვქმნით.
📞 დაგვიკავშირდით დღესვე:
555 339 344 / 579 999 917

📐 Need a digital model of an existing building?
We offer fast and professional 3D measurement – from floor plans to full digital reconstruction.
________________________________________
🔹 Accurate 2D Plans + ArchiCAD 3D Model
🔹 Photogrammetry & drone scanning
🔹 Topographic and cadastral surveys
🔹 ⏱ Quick delivery (based on project scale)
________________________________________
🎯 Ideal for:
• Renovation & remodeling
• Architectural documentation
• Construction permits
• Property sales & visualization
________________________________________
📍 We visit the site. We scan. We build your model.
📞 Contact us: +995 555 339 344 / +995 579 999 917

📌საცხოვრებელი სახლი წყნეთში 🍂ერთ ერთი მიმდინარე პროექტი, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.📌ჩვენი სტუდია გთავა...
23/09/2024

📌საცხოვრებელი სახლი წყნეთში 🍂
ერთ ერთი მიმდინარე პროექტი, რომლის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება.
📌ჩვენი სტუდია გთავაზობთ სრული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასა და შეთანხმებას.
📌თუ გეგმავ მშენებლობას დაგვიკავშირდი.
☎️555 339 344 / 579 999 917

06/07/2024
🔴ჩვენი ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი,სასტუმრო კომპლექსი ტაშისკარში.
20/06/2024

🔴ჩვენი ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი,
სასტუმრო კომპლექსი ტაშისკარში.

მიმდინარე პროექტი👷‍♂️კერძო სახლი წყნეთში.შენობის ფართობი 750 კვ.მ 🏡შენობაშ გათვალისწინებული დახურული აუზი და საუნა 🏊‍♂️☀...
03/02/2024

მიმდინარე პროექტი👷‍♂️
კერძო სახლი წყნეთში.შენობის ფართობი 750 კვ.მ 🏡
შენობაშ გათვალისწინებული დახურული აუზი და საუნა 🏊‍♂️☀️

02/10/2023

საზაფხულო სახლი კახეთში
შენობის ფართობი 80 კვ.მ.
არქიტექტორი: იოსებ თოხაძე / ალექსანდრე ზაქარეიშვილი

Address

Napareuli Str . 12
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995555339344

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when 4 Side Architects posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to 4 Side Architects:

Share