26/03/2025
✔️ გიზიარებთ NOX -ის შესრულებულ პროექტს თბილისში, ლისის ტბასთან ახლოს,რომელიც სწორ რელიეფზეა განთავსებული.
სახლის ფასადის დიზაინი თანამედროვე ელემენტებისა და ბუნებრივ გარემოს შორის ჰარმონიის იდეით შეიქმნა.
პროექტის მიზანი მაქსიმალურად ნათელი სახლის შექმნა იყო,სწორედ ამიტომ დიზაინში დიდი ყურადღება განათებას მივანიჭეთ.
ექსტერიერში ღია ფერის ხისა და ტრავერტინის ქვის ფილები ერთმანეთს მარტივად ერწყმის, რაც თანამედროვე, დახვეწილ ეფექტს იძლევა.
ფასადში გამოყენებული ხის საჩრდილობელი ესთეტიკურ ღირებულებასთან ერთად, მდგრად და ენერგოეფექტურ დიზაინსაც უზრუნველყოფს, ხოლო აივნებზე და სახლის გარშემო არსებული გამწვანება ბუნებრივ ატმოსფეროს ქმნის.
სახლის ეზოში განთავსებული აუზი კომფორტულ დასასვენებელ სივრცესთან ერთად კი დიზაინის მნიშვნელოვან შემავსებლად იქცა.
მთლიანობაში შენობის განლაგებამ და მასალების სწორად შერჩევამ,როგორც ინტერიერის ხილვადობის, ასევე ენერგოეფექტურობის კომპონენტი მაქსიმალურად გაზარდა.
შედეგად კი მივიღეთ თანამედროვე ელემენტებით და ბუნებრივ გარემოსთან მაქსიმალური სინთეზით შექმნილი ნათელი,დახვეწილი დიზაინი.