Archipark

Archipark Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Archipark, Architectural Designer, Tbilisi.

Archipark-ი არის არქიტექტურული ფირმა. ჩვენი გამოცდილი გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს კლიენტებთან, რათა გაიგონ მათი საჭიროებები და მათი ოცნებები რეალობად აქციონ. ჩვენ მზად ვართ ინოვაციური გადაწყვეტილებების მისაღებად, რომლებიც აღემატება თქვენს მოლოდინს.

20/06/2025

ასეთი მიდგომა რეალურ სარგებელს ქმნის მიწის მფლობელებისთვის — არა მხოლოდ სერვისს, არამედ გადაწყვეტილებას.

Carpe Development — ვხედავთ შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები მიწას ხედავენ. ვქმნით საფუძველს, საიდანაც იზრდება მომავალი.

ძალიან კარგი გზამკვლევია მათთვის, ვინც აპირებს მიწის გაყიდვას და არ იცის, საიდან დაიწყოს.   Carpe Development - ი — კომპ...
20/06/2025

ძალიან კარგი გზამკვლევია მათთვის, ვინც აპირებს მიწის გაყიდვას და არ იცის, საიდან დაიწყოს.

Carpe Development - ი — კომპანია, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული. ვუწევთ რეკომენდაციას, როგორც სანდო პარტნიორს მიწის გაყიდვის მიმართულებით.

✅ როცა ვიწყებთ მუშაობას მიწის გაყიდვაზე, პირველ შეხვედრაზე ყოველთვის ვსვამთ ამ კითხვებს:

1️⃣ ვინ არის სამიზნე მყიდველი? – ყველა მიწას თავისი მყიდველი ჰყავს: ინვესტორი, მშენებელი, მეზობელი.
2️⃣ რა დროში გსურთ გაყიდვა? – ეს გავლენას ახდენს სტრატეგიაზე და ფასზე.
3️⃣ არის თუ არა სრულად მოწესრიგებული დოკუმენტაცია? – დროის 50% სწორედ ამაზე იკარგება.

🔧 ჩვენი გამოცდილებით, ამ 3 კითხვაზე პასუხი განაპირობებს გაყიდვის სისწრაფეს და წარმატებას.

📩 თუ გსურს თქვენი მიწის გაყიდვაზე ვიმუშაოშ პროფესიონალურად – მზად ვართ დაგეხმაროთ.
[email protected]
📞 591 11 33 99

#მიწისგაყიდვა #უძრავიქონება #მიწისნაკვეთი #მიწისდაყობა #უძრავიქონებისსერვისი #გაყიდვა #ინვესტიცია #მიწისგანვითარება #გაყიდვისსტრატეგია

19/06/2025

📢 გაცნობეთ ჩვენს პარტნიორებს – Carpe Development
👉 კომპანია, რომელიც მიწას უბრალოდ არ ყიდის – მართავს შედეგამდე.

📌 თუ გაინტერესებთ:
– როგორ იყიდება მიწა სწორად
– როგორ ემზადება ნაკვეთი გასაყიდად
– როგორ იქმნება პროექტი ნულიდან

🎯 ეს არის გვერდი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

დაეხმარეთ Carpe Development-ს —
➡️ გამოიწერეთ მათი გვერდი და იყავით საქმის კურსში თანამედროვე უძრავი ქონების სტრატეგიებზე!

https://www.facebook.com/profile.php?id=61577001370241

Carpe Development — ვხედავთ შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები მიწას ხედავენ. ვქმნით საფუძველს, საიდანაც იზრდება მომავალი.

08/11/2024
🏛️ თბილისი და მისი ისტორიული ბაზრები 🌟       ყოველი ქალაქის ისტორია თან ახლავს თავისი სავაჭრო ცენტრები, და თბილისი ამებშ...
08/11/2024

🏛️ თბილისი და მისი ისტორიული ბაზრები 🌟
ყოველი ქალაქის ისტორია თან ახლავს თავისი სავაჭრო ცენტრები, და თბილისი ამებში არ არის გამონაკლისი. ბაზარები შუა საუკუნეებიდან ფუნქციონირებდნენ, XIX საუკუნის დასაწყისში კი ქალაქში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბაზარი არსებობდა, რომლებიც ქალაქის ეკონომიურ და კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ.

🔍 მნიშვნელოვანი ბაზრები:
• მეფის მოედანი: (ახლანდელი სიონისა და ანჩისხატის ეკლესიების შორის, ერეკლეს მოედნის მახლობლად)
• თათრის მოედანი
• მეტეხი
🛒 სავაჭრო რიგები: ბაზრებს ხშირად უწოდებდნენ სავაჭრო რიგებს, სადაც კონკრეტული სახეობის პროდუქცია იყიდებოდა. თითოეულ რიგს ჰქონდა თავისი დასახელება, რომელიც შემდეგ ქუჩების სახელებსაც მიაწვდეს. რამდენიმე მაგალითი: ხარაზხანა; ბამბის რიგი; რკინის რიგი;
🌧️ ბნელი რიგი: ახლანდელ შარდენის ქუჩას ვიწრო ჩიხების გამო "ბნელი რიგი" ეწოდებოდა, რადგან წვიმის დროს პროდუქცია გადახურვაში ინახებოდა, რათა არ გაფუჭებულიყო.
📜 არასდროს დაგავიწყდეთ: თბილისის ძველი ბაზრები არა მხოლოდ კომერციის, არამედ კულტურისა და ისტორიების ძირძველი ნაწილი არიან!

1880 წლისთვის "თათრის ბაზარი" თბილისის სავაჭრო ცენტრად იქცა, სადაც ყოველდღიურად 20 ათასამდე ადამიანი იკრიფებოდა. ეს ადგილი არა მხოლოდ სავაჭრო საქმიანობისათვის იყო ცნობილი, არამედ ხალხი აქ სხვადასხვა ახალი ამბების გასაგებადაც მოსულიყო.
"თათრის ბაზარიყო ადგილი, სადაც სავაჭრო ურთიერთობები და სოციალური ურთიერთობები თანდათან ვითარდებოდა, შეუქცევადად ზეგავლენა მოახდენს ქალაქის ეკონომიკაზე და კულტურაზეც.

🏙️ სალდათის ბაზარი - თბილისის ისტორიული სავაჭრო ცენტრი 🌟
"სალდათის ბაზარი", ასევე ცნობილი როგორც "რუსის ბაზარი," მკვეთრი ადგილობრივი ისტორიის ნაწილი იყო. ეს ბაზარი კვირაობით რუსი ჯარისკაცების შეკრების ადგილი იყო და აქ აბსოლუტურად ყველაფერი იყიდებოდა: ავეჯი, ჭურჭელი, ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და თეთრეული.

🌊"მალაკნების ბაზარი" XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან თბილისში ცნობილი ბაზარი იყო, რომელიც რუსეთიდან გადმოსახლებული მალაკნების საზოგადოებას ეკუთვნიდა. თავდაპირველად ისინი რიყეზე სახლდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მათი დასახლება ახალი კუკიის ტერიტორიაზე, რკინიგზის გაღმა გაწვდილი.
🕊️ მნიშვნელოვანი ისტორია: მალაკნებს ჰქონდათ საკუთარი სასაფლაო და ბაზარი, სადაც 1860-იანებში დაიწყეს ვაჭრობა. ეს ბაზარი XX საუკუნის შუა პერიოდში დაიხურა, თუმცა მისი დატოვებული მემკვიდრეობა დღემდე ცხოვრობს ქალაქის ისტორიაში.

დიდუბის საკოლმეურნეო ბაზარი, რომელიც დღემდე "დეზერტირის ბაზრის" სახელით ცნობილია, დიდი ისტორიის პატრონია. ცენტრალური ბაზრის ეს სახელწოდება 1920-იან წლებში დამკვიდრდა, როდესაც ჯარისკაცები იქ ბაზარზე საკუთარ აღკაზმულობას, იარაღსა და სხვა სამხედრო ნივთებს ყიდდნენ.
⚽ ისტორიული მოვლენები: ბაზრის ტერიტორიაზე 1912 წელს გაიმართა თბილისის სპორტსაზოგადოება "სოკოლისა"-სა და ბაქოს "ბრიტანულ კლუბს" შორის პირველი საერთაშორისო საფეხბურთო მატჩი, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული სპორტის ისტორიაში.
🏗️ შენობის ცვლილებები: "დეზერტირის ბაზრის" ძველი შენობა, რომელიც 1960-იან წლებში აშენდა, 2007 წელს დაანგრიეს, ხოლო მის ადგილას ახალი ბაზარი მოეწყო, რომელიც კი retaining-ის გამო ძველი სახელწოდების შენარჩუნებას შეძლებს.

#ბაზრები #ისტორია #კულტურა #თბილისი

🏗️ Archipark - თქვენი პარტნიორი არქიტექტორი! 🌟🔍 ჩვენ გთავაზობთ:სრულ არქიტექტურულ მომსახურებას და დიზაინსყველა სახის კონს...
07/11/2024

🏗️ Archipark - თქვენი პარტნიორი არქიტექტორი! 🌟

🔍 ჩვენ გთავაზობთ:

სრულ არქიტექტურულ მომსახურებას და დიზაინს
ყველა სახის კონსტრუქციებს
პროექტების შეთანხმება მერიაში
მასთან დაკავშირებული ყველა მომსახურება

🏡 ჩვენი სპეციალიზაცია:

კერძო სახლების მშენებლობა
მრავალსართულიანი კორპუსების მშენებლობა

🌟 ჩვენს პროექტებში თითოეული დეტალი გათვალისწინებულია პროფესიონალიზმით და გამოცდილებით. ჩვენ ვქმნით სივრცეებს, სადაც თქვენი ოცნებები რეალობად გარდაიქმნება!

📸 იხილეთ ჩვენი ნამუშევრები და გახსოვდეთ, რომ ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენი სახლის თუ სხვა სასურველი სივრცის მოწყობაში!

📞 დაგვიკავშირდით დღეს: 544 557 552 / 591 11 33 99

#არქიტექტურა #დიზაინი #მშენებლობა #კერძოსახლი #კორპუსები #პროექტები #პროფესიონალიზმი

🌿🏡 ეკო სამეზობლო უბნის მოწყობა თქვენს ნაკვეთზე! 🏡🌿ფლობთ 1 ჰექტარ ან მეტი მიწის ნაკვეთს? გსურთ თქვენი სივრცე გადააქციოთ ე...
07/11/2024

🌿🏡 ეკო სამეზობლო უბნის მოწყობა თქვენს ნაკვეთზე! 🏡🌿
ფლობთ 1 ჰექტარ ან მეტი მიწის ნაკვეთს? გსურთ თქვენი სივრცე გადააქციოთ ეკოლოგიურად მდგრად, კომუნალური უბნად?
📈 ჩვენ, საინვესტიციო კომპანია ArchiPark-ი, გთავაზობთ სრულ დაფინანსებას და პროფესიონალურ მხარდაჭერას!
ჩვენი მომსახურება მოიცავს:
• 🌍 განაშენიანების რეგულირების გეგმა: მიწის ნაკვეთების იერსახის მოწესრიგება, გზების მოწყობა, ლანდშაფტის და გამწვანების ზონების შექმნა.
• 🏗️ შენობა–ნაგებობების ვიზუალური და მოცულობის პროექტირება.
• 💧 წყლის, კანალიზაციის, ელექტროენერგიის და გაზის პროექტის შექმნა.
• ⚒️ სამშენებლო სამუშაოების მომსახურების გაწევა.
• 🚧 ტერიტორიის მოწესრიგება.
🌟 ჩვენი პროექტი უკვე წარმატებით განხორციელდა არაგვისპირში!
📞 დაგვიკავშირდით დღესვე: 591 11 33 99
💼 ჩვენ დაგეხმარებით თქვენს გეგმებში და შევქმნით ეკო-მეგობრულ, საიმედო და წარმატებულ დასახლებას!
📌 ხედავთ მომავალს - ერთად ვიწყებთ დღეს!

🏘 კერძო სახლის მშენებლობა ჩვენი მასალით ❗️❗️❗️      🏠 შავ კარკასში შედის:📌სახლი შენდება მონოლითური(ბეტონი) სისტემით.📌კედ...
22/10/2024

🏘 კერძო სახლის მშენებლობა ჩვენი მასალით ❗️❗️❗️

🏠 შავ კარკასში შედის:

📌სახლი შენდება მონოლითური(ბეტონი) სისტემით.
📌კედლების ამოყვანა (აშენება) ბლოკი-20 სმ. - ქართული ბლოკი-(პემზა)/ბლოკი+დატიხრვა.
📌მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა (თეთრი).
📌რკინის კარი (შემოსასველი).
📌სახურავი(თუნუქი)/ ან სწორი გადახურვა.
📌აბონენტად რეგისტრირებულ მშენებლობაზე - კომუნიკაციების შეყვანა დანიშნულების ადგილამდე.
📌7.ჭერის სიმაღლე-3მ.

🏠 შავი კარკასიდან გადაყვანა დასრულებულ მდგომარეობამდე.

📍 ლესვა (გაჯი).
📍 დენის კაბელები (საქ.კაბელი).
📍 კოლექტორული სისტემა-(მეტალო-პლასტმასის შლანგები).
📍 გათბობის მილები 16 მმ. (შეფუთვით,დაპრესილი წნევით).-მწარმოებელი ქვეყანა-იტალია.
📍 იატაკი-მოჭიმვა.

🏘 რემონტი მოიცავს:

🏡 კაფელ-მეთლახი:ესპანეთი,თურქეთი,ირანი.
🏡 ლამინატი-პოლონეთი,თურქეთი,გერმანია,ჩინეთი.
🏡 შტეფსელები-თურქეთი.
🏡 სან-ტექნიკა.(აბაზანა-ტუალეტი) + ლესვა.
🏡 ჭერი:
🏡 ფრანგული გასაჭიმი ჭერი.
🏡 გიფსოკარდონი-თურქეთი,ჩინეთი.
🏡 შპალერი: პოლონეთი, იტალია, გერმანია, უკრაინა,
თურქეთი.
🏡 საღებავი -ინტერიერი (ანტი-ბაქტერიული)-აშშ.
გერმანია-(ფასადური,ინტერიერი).
🏡 აქსესუარების მონტაჟი: უნიტაზი,ხელსაბანი.
🏡 შემოსასვლელი კარების ღებვა.
🏡 იატაკის მოჭიმვა(მშრალი მეთოდი).

🏘 ჩვენი პრიორიტეტია კერძო სახლების მშენებლობა თქვენს საკუთრებაში არსებულ მიწებზე.

🏘 მშენებლობის დასაწყებად არქიტექტორთან ხდება თქვენთვის სასურველი სახლის პროექტის შეთანხმება.

🏘 არქიტექტურა და მასთან დაკავშირებული ყველა დეტალი შეგიძლიათ მიანდოტ ჩვენს გამოცდილ პროფესიონალებს.

🏗 პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:

🏗 არქიტექტურული ნაწილი
🏗 გეგმარება
🏗ტოპოგრაფია
🏗გეოლოგია ექსპერტიზით.
🏗კონსტრუქციული ნაწილი, ექსპერტიზით
🏗ხარჯთაღრიცხვა
🏗შიდა ქსელების პროექტი
🏗ეზოს დაგეგმარება
🏗მშენებლობის ნებართვის მიღება

🏡 60 კვ.მ მდე სახლის მშენებლობითვის საჭირო ფოტომონტაჟი.

🏘 მშენებლობა/რემონტი გბარდებათ გონივრულად მოკლე ვადებში-კლიენტებთან შეთანხმებით (უზუსტესი შეთანხმება, რომელიც მოიცავს ყველა წვრილმანს).

🏡 კლიენტთან ფორმდება ხელშეკრულება.
🏡 ანგარისწორება ეტაპობრივად - შემდეგი ჩარიცხვა შესრულებული სამუშაოს ჩაბარებისთანავე.
🏡 ხელშეკრულება ითვალისწინებს საპირგასამტეხლოს, ყოველ გადაცილებულ დღეზე (ორივე მხარე).
🏡 სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობაზე დაკვირვება ხდება სოც.ქსელის(Messenjer,WhastApp ,Viber) საშუალებით-რემონტის მსვლელობაზე პასუხისმგებელი პირი
🏡გიგზავნით ფოტო და ვიდეო მასალას / ან პირადად აკვირდებით რემონტის მიმდინარეობას.

🏤სურათებში იხილეთ ზოგიერთი ჩვენი დასრულებული ობიექტი.
🏡 სარემონტო სამუშაოებს აწარმოებს კომპანია, ოცწლიანი უწყვეტი სამუშაო გამოცდილებით.
პროფესიონალთა გუნდი-მაღალი პასუხისმგებლობით.

📞 544 557 552 / 591 11 33 99

#გააზიარე #მშენებლობა #სახლისაშენება #შავიკარკასი #რემონტი #კერძოსახლი #თეთრიკარკასი #მწვანეკარკასი.

რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს მოწყობისას?   საკუთარი სახლი, აგარაკი, ერთგვარი შესაძლებლობაა ადამიანისთვის, განიხილოს ნები...
20/10/2024

რა უნდა გავითვალისწინოთ ეზოს მოწყობისას?

საკუთარი სახლი, აგარაკი, ერთგვარი შესაძლებლობაა ადამიანისთვის, განიხილოს ნებისმიერი იდეა ლანდშაფტის დიზაინის შესაქმნელად. ამ სფეროში სტილის არჩევანი შეუზღუდავია. ეზოს გამწვანების პროცესში ბევრი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ, რომელთაგან თითოეული განსაზღვრავს საბოლოო შედეგს.

- პირველ რიგში, სანამ ბაღის გამწვანებას გადაწყვეტთ და დაიწყებთ, უნდა განსაზღვროთ როგორი ტიპის ბაღი გჭირდებათ.
იქნება ეს სეზონური, სადაც მხოლოდ დასასვენებლად გაატარებთ დროს, თუ მუდმივი საცხოვრებელი. ამის მიხედვით უნდა დაიყოს ბაღი სხვადასხვა ზონებად: მოსასვენებელი, საბავშვო ზონა, საცეცხლური, სპორტული მოედანი, დეკორატიული კუთხე, წყლის სარკე და სხვა.
მნიშვნელოვანია მკაფიოდ გადაწყვიტოთ, რა გსურთ. ხეხილისთვის და ბოსტნისთვის ცალკე უნდა გამოყოთ ზონები. ასევე,

გასათვალისწინებელია საპარკინგე ადგილი, საფეხმავლო და ფუნქციური ბილიკები, რომელთა საშუალებითაც სხვადასხვა ზონა ერთმანეთს დაუკავშირდება. ამის შემდეგ, უკვე უნდა გაითვალისწინოთ ბაღის/ეზოს ადგილმდებარეობა, თუ საიდან ამოდის მზე, დასავლეთი მხარეა თუ აღმოსავლეთი. ამ პარამეტრების გათვალისწინებით უნდა მოხდეს მცენარეების შერჩევა.
მაგალითად, დასავლეთის ზოგიერთ მცენარეს ძალიან უჭირს აღმოსავლეთის მშრალ ჰავასთან და ნიადაგთან შეგუება. ასეთი მცენარეებია: ჰორტენზია, კამელია, გარდენია. ასევე, უნდა გაითვალისწინოთ მაღალმთიან რეგიონში გსურთ ბაღის მოწყობა თუ ბარში, რომ იმ ჰავის მიმართ გამძლე მცენარეები შეარჩიოთ.

როგორ შეიძლება გავამწვანოთ ეზო
შეზღუდული ბიუჯეტით?

- შეზღუდული ბიუჯეტით ეზოს გამწვანება ცოტა გაგიჭირდებათ, მაგრამ თუ მრავალწლიან და მარადმწვანე მცენარეებს ჩარგავთ, ყოველწლიური ხარჯი აღარ გექნებათ. ყოველწლიურ ხარჯში ვგულისხმობ: შეწამლვას, გასხვლას, კვებას. შეგიძლიათ დარგოთ ბზა, ტუიები, მრავალწლიანი მოყვავილე ბუჩქები, მრავალწლიანი ყვავილბი, ბოლქვოვანები.

რა უნდა მოვასწროთ გაზაფხულზე?

- პირველ რიგში, გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს ეზოს სანიტარული დასუფთავება. ბაღიდან ყველა დაავადებული ფოთოლი უნდა გავიტანოთ. უნდა გავსხლათ ხეხილი, ვარდები, ვაზი, დეკორატიული ბუჩქები. მცენარეებს გარშემო უნდა გაუფხვიეროთ ნიადაგი. ასევე, უნდა ჩატარდეს გაზაფხულის წამლობა და კვება.

როგორ დავრგოთ და მოვუაროთ მცენარეებს?

- მცენარის დარგვისას უნდა გაითვალისწინოთ ის პირობები, რომელიც იმ კონკრეტულ ჯიშს უყვარს. ზოგი მცენარე მზის მოყვარულია, ზოგიც პირიქით, ჩრდილის.

მზის მოყვარულ მცენარეებს მიეკუთვნება: ვარდი, მარადმწვანე ტუები, პიონები.
ჩრდილი უყვარს: ბზას, ფიტოსპორუმს, ჰოსტებს, ჰორტენზიებს.

ჩარგვის დროს უნდა ამოთხაროთ საკმაოდ ღრმა და განიერი ორმო, ჩაყაროთ დრენაჟი. ჩარგვა აუცილებლად ნოყიერ ნიადაგში უნდა მოხდეს. თუ მაღალ მცენარეს რგავთ, უნდა გაუკეთოთ საყრდენი, მინიმუმ სამი წელი მაინც. როცა მცენარე ფესვს კარგად გაიდგამს შეგიძლიათ საყრდენი მოხსნათ.

რა გავრცელებულ შეცდომებს უშვებენ ყველაზე
ხშირად ბაღის გამწვანებისას?

- ყველაზე გავრცელებული შეცდომები, ძირითადად არასწორად შერჩეული მცენარეებია. მაღალმთიან რეგიონში აუცილებლად უნდა დარგოთ ყინვაგამძლე მცენარეები. ჩრდილის მოყვარული მცენარეები კი აუცილებლად ჩრდილში უნდა დაირგოს.

ამ კორპუსში დევნილები ცხოვრობენ. უნდოდათ ეს დროებითი საცხოვრებელი აფხაზეთს მიმსგავსებოდა და ეს მოიფიქრეს ❤️❤️❤️   თბილის...
19/10/2024

ამ კორპუსში დევნილები ცხოვრობენ. უნდოდათ ეს დროებითი საცხოვრებელი აფხაზეთს მიმსგავსებოდა და ეს მოიფიქრეს ❤️❤️❤️
თბილისი, რკინიგზის ქუჩა ( ნახალოვკა )

წყარო: აფხაზური ამბები.

წარმოგიდგენთ კომპანიის მიერ დასრულებულ კიდევ ერთ პროექტს მუხიანში. მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ). - 1001განაშენიანების ფ...
19/10/2024

წარმოგიდგენთ კომპანიის მიერ დასრულებულ კიდევ ერთ პროექტს მუხიანში.

მიწის ნაკვეთის ფართობი (კვ.მ). - 1001
განაშენიანების ფართობი (კვ.მ). - 3462.3
საერთო ფართობი (კვ.მ). - 3088.7
საცხოვრებელი ფართობი (კვ.მ). - 2004.9
საზაფხულო ფართობი (კვ.მ). - 377.6
კიბის უჯრედისა და სადარბაზოს ფართობი (კვ.მ). - 244.6
დამხმარე ფართობი (კვ.მ). - 41.4
ავტოსადგომის ფართობი (კვ.მ). - 420.2

საკადასტრო კოდი: 01.11.13.002.241

115 წლის წინ,  1901 წლის 29 ნოემბერს, თბილისის ქუჩებში,  პირველი ავტომობილი გამოჩნდა. გაზეთი,,ივერია” დიდი აღფრთოვანებით...
19/10/2024

115 წლის წინ, 1901 წლის 29 ნოემბერს, თბილისის ქუჩებში, პირველი ავტომობილი გამოჩნდა. გაზეთი,,ივერია” დიდი აღფრთოვანებით აუწყებდა მკითხველს - ,,ტფილისის მოკირწყლულ ქუჩებში, პირველი ავტომობილი გამოჩნდაო”.
ფორდის მარკის ავტომობილი დიდ აურზაურსა და გაოცებას იწვევდა თურმე თბილისელებში, სოფლად ამ მანქანის გამოჩენა კი - შიშსა და ნამდვილ პანიკას ჰგვრიდა თურმე ხალხს.
რამოდენიმე ხანში კიდევ ორი ავტომობილი გამოჩენილა ქალაქში, ერთი ვიღაც თბილისში მცხოვრები ფრანგის ყოფილა, მესამე ვისი კუთვნილება იყო, ახლა ვეღარავინ გაიგებს.
1922 წელს თბილისის აღმასრულებელმა კომიტეტმა მიიღო დადგენილება თბილისსა და მის მიდამოებში მყოფ ავტომობილების რეგისტრაციის შესახებ.
ავტომობილების მფლობელებს დაურიგდათ მართვის მოწმობები და მანქანის ნომრები. (ნომრის აღება ღირდა – 70 მანეთი, მოწმობის – 10 მანეთი).
1931 წლისათვის, საქართველოს მთლიანი ავტოპარკი 1474 ავტომანქანისაგან შედგებოდა. ხოლო რეგულირებადი საავტომობილო მიმოსვლა კი, 1934 წლიდან დაწყებულა.

Address

Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995591113399

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Archipark posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Archipark:

Share