Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე

Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე ზურაბ შევარდნაძის ბაღი მათთვის, ვისაც განსაკუთრებული გარემო და მცენარეები უყვარს.

გარდენია-შევარდნაძე - დეკორატიული მცენარეების სანერგე-ბაღია, რომლის მიზანია იყოს ადამიანების გზამკვლევი მცენარეების მრავალფეროვან სამყაროში, გაავრცელოს ცოდნა მათი გამრავლების, მოვლის ირგვლივ, შექმნას შესაბამისი მომსახურება.
გარდენიამ არსებობა 2004 წლიდან დეკორატიული მცენარეების პატარა სანერგედ დაიწყო, მის ირგვლივ ნელ-ნელა გაჩნდა პატარა კაფე, შიდა და გარე სადღესასწაულო ადგილები, სახელოსნოე

ბი და სასწავლო სივრცეები. Gardenia-Shevardnadze is a decorative plant nursery-garden, with the goal to guide humans into the diverse world of plants, spread the knowledge on their reproduction and care, and provide/establish/form respective services. Gardenia has been around since 2004, having started as a small nursery for decorative plants,
around which a small cafe, indoor and outdoor event spaces, workshops and educational spaces have gradually emerged.

28/05/2026

ძვირფასმა მეზობელებმა მაიამ და ზურამ პიონების ძვირფასი ჯიშები მომიტანეს…
ასეთი უნდა მეზობელი…



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

28/05/2026

პიონები ისევ ყვავის🌸🌼



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

28/05/2026

ბევრს აინტერესებს-მიხაკების დაკალმება. ჩვენ ასე ვამრავლებთ.
ვიდეოგაკვეთილი.



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

27/05/2026

კვალითში ვარ…
თბილი, ტკბილი, კეთილი, წესიერი ხალხი….



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

27/05/2026

ასეთი ხალხიც არსებობს… კიდევ კარგი ბევრნი არ არიან…

ჩვენს კაფეში ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს 20:00-ზე იმღერებს გური ჭელიძე.
სასიამოვნო საღამოს გასატარებლად მობრძანდით 7 სთ დან. მხოლოდ ბაღში შესასვლელი ბილეთის შეძენა დაგჭირდებათ. მაგიდას დაჯავშნა არ უნდა, თავისუფალ მაგიდას დაიკავებთ.
შეგვიძლია წინასწარ გადმოგიგზავნოთ კაფეს მენიუ.
პარასკეობით 8 საათზე კარგი ამინდის შემთხვევაში ტარდება ბაღის კონცერტი. ბილეთის ფასი 55 ლარი. შეგიძლიათ სალაროში შეიძინოთ ბილეთი ან წინასწარ ჩარიცხოთ გარდენიას ანგარიშზე.
კონცერტამდე შესაძლებელია ესტუმროთ კაფეს, ან კონცერტის შემდეგ ჩვენს ბარს, ჭიქა ღვინოზე ან კოქტეილზე.



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

დღეს და ხვალ!!!ჩვენს კაფეში ყოველ ოთხშაბათს და  ხუთშაბათს 20:00-ზე იმღერებს გური ჭელიძე.  სასიამოვნო საღამოს გასატარებლა...
27/05/2026

დღეს და ხვალ!!!
ჩვენს კაფეში ყოველ ოთხშაბათს და ხუთშაბათს 20:00-ზე იმღერებს გური ჭელიძე.
სასიამოვნო საღამოს გასატარებლად მობრძანდით 7 სთ დან. მხოლოდ ბაღში შესასვლელი ბილეთის შეძენა დაგჭირდებათ. მაგიდას დაჯავშნა არ უნდა, თავისუფალ მაგიდას დაიკავებთ.
შეგვიძლია წინასწარ გადმოგიგზავნოთ კაფეს მენიუ.
პარასკეობით 8 საათზე კარგი ამინდის შემთხვევაში ტარდება ბაღის კონცერტი. ბილეთის ფასი 55 ლარი. შეგიძლიათ სალაროში შეიძინოთ ბილეთი ან წინასწარ ჩარიცხოთ გარდენიას ანგარიშზე.
კონცერტამდე შესაძლებელია ესტუმროთ კაფეს, ან კონცერტის შემდეგ ჩვენს ბარს, ჭიქა ღვინოზე ან კოქტეილზე.

მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

27/05/2026

ვერბენა, მრავალწოვანი ბაღის მცენარეა. კარგად ხარობს სააივნე კონტეინერებში, ქოთნებით გვიდგას ტერასაზე.

გარდენიას, ჭინჭრის ელექსირი - თხევადი, ორგანული, კონცენტრირებული სასუქია.

როგორ ვიყენებთ?
10 მლ. ელექსირი იხსნება 1 ლ. წყალში.
მცენარეებს ვრწყავთ ორი კვირის ინტერვალით.
ელექსირის გამოყენება შესაძლებელია ფოთლებზეც. ამ შემთხვევაში - 5 მლ. ელექსირი იხსნება 1 ლ. წყალში.ჩვენ მხოლოდ ამ საშუალებას ვიყენებთ.
ღირებულება:
250 მლ. ბოთლი - 10 ლარი
150 მლ. ბოთლი - 5 ლარი
იყიდება მხოლოდ გარდენიაში. ყოველდღე, ორშაბათის გარდა.10:00-18:00



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

26/05/2026
ბახმაროდან დაბრუნებულებს ერთი ათი დღით აუცილებლად წაგვიყვანდენ ზღვაზე, წყალწმინდაზე.ბაბუას ძველი დროიდან დამეგობრებული ს...
26/05/2026

ბახმაროდან დაბრუნებულებს ერთი ათი დღით აუცილებლად წაგვიყვანდენ ზღვაზე, წყალწმინდაზე.
ბაბუას ძველი დროიდან დამეგობრებული სტარავერების ოჯახი ჰყავდა ურეკში. ჩვენს ბავშვობაში დიდი, ხის მესერით შეღობილ ეზოში მხოლოდ მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობდა, მთლად ზღვის პირზე, ისე ახლოს, რომ ტალღების ხმა ოთახში ისმოდა. ეზოში ორი პარა სახლი იდგა, ერთში თითონ ცხოვრობდენ მეორეში ჩვენ დაგვაბინავებდენ. კედლები შიგნიდანაც და გარედანაც კირით იყო შეთეთრებული, პატარა ფანჯრები და დარაბები შაბიამნისფრად შეღებილი. ბაბუა გვიხსნიდა, რომ "აგენი რუსეთიდან გამოქცეული მორწმუნე, საწყალი ხალხია, აქანე, მთლად ზღვისპირზე დასახლების უფლება მისცეს იმ პირობით რომე ერთ სართულიანზე მაღალ სახლებს არ ააშენებენ, დადგენ ამსალაკა და მას მერე არიენ, შრომობენ მისდა, სხვასაც არგიენ და მის თავსაც."
სტარავერები გაზაფხულზე ურეკიდან ოზურგეთის ბაზარზე ჩამოდიოდენ, ბოსტნეულის ჩითილები, თესლები და სასწაული მჟავეები ჩამოქონდათ გასაყიდად, აქიდან იცნობდა ალბათ ბაბუა ასე ვფიქრობ. ჩვენ მათ ენაზე ვერ ვლაპარაკობდით და ისინი ჩვენსაზე, მარტო ბაბუა ელაპარაკებოდა ჯარში ნასწავლი რუსულით, მაგრამ ეს სულ არ უშლიდა ხელს უცნაურ მეგობრობას. რაღაცნაირი გაუგონარი "ღ" ებიანი ენით მეტყველებდენ და სულ ილოცებოდენ: "ღოსპოდი, პამილუი ი სახრანიი.."
ეზოს ჭიშკრის, მხარეს, ქუჩიდან ჰორტენზიების ღობეზე მაღალი, ბუჩქები ჰყოფდა. ბოსტანს გაივლიდი, გახსნიდი სახელდახელო ჭიშკარს და იყავი ზღვის ნაპირზე. ჭიშკართან ზღვის გამორიყული კუნძები და ბევრი შეშა და ნავები ელაგა.
ჭიშკრიდან სახლებამდე წვრილი, ქვიშიანი ბილიკებით მიხვიდოდი, ეზოში დანარჩენი ადგილი სულ ეჭირა სარებზე ახვეულ ბულგარული წიწაკას, პამიდორს, კიტრს, ბადრიჯანს. კვლებში ეთესა მწვანილები, ღობის კიდეებში პიტნა, ღობეებზე ბამბა ხაპები, კომბოსტოები, სახლების წინ ბევრი იყო ჭრელ-ჭრელი გიორგინა.
მასპინძელი კაცი ჩია, წვერებიანი მოხუცი იყო, წელში გამართული სულ უმკლავო მოსაცმელით და თეთრი პერანგით - "ბატუშკა" ასე მივმართავდით, ასე ვინობდით რატომღაც. მეთევზე იყო, სახლიდან შუაღამეს გადიოდა და გამთენიას ბრუნდებოდა ტყავის ჩანთით, მტკავლიანი კეფალები მოქონდა და შემოგვიდგამდა თასით აივანზე.
"ბაბულია", ჩვენი მასპინძელი ქალი სულ წელში მოხრილი ბოსტანში მუშაობდა, საოცრად ჰქონდა მოვლილი იქაურობა. ბებია ამბობდა ბაბულიას ბოსტანზე: "დაგელოცა ღმერთო სამართალი, ჩემსას მიწაში არ შობა და აგერ სილაში, თლად სილაში რა ამბავს ათენებს აი მალაზონი თუ ხედავ შენ?!" და ამეიგმინებდა..
საღამოობით, რომ აგრილდებოდა აავსებდა ოთხთვალა ხის "კალიასკას" ახალმოკრეფილი ბოსტნეულით მწვანილით, მჟავეებით გადმოაგორებდა ეზოს გადაღმა, ჭიშკართან და და დამსვენებლებზე ყიდდა. რათქმაუნდა ჩვენ სულ თან ვახლდით და ვგულშემატკივრობდით. ოი როგორ გვიხაროდა თუ მანქანა გაჩერდებოდა და ბაბულიას კიტრებს, პამიდორებს და გიორგინის კონებს უხვად იყიდდა ვინმე. ბაბულიაც არ დააყოვნებდა : "ღოსპოდი, პამილუი ი სახრანიი.." ეს იყო მადლობაც, ბოდიშიც, მოფერებაც, გაწყრომაც, მობძანდიც, ნახვამდიც..
მათ სახლში შეჭყეტვასაც არაფერი გვერჩივნა. ჭერი დაბალი, კუთხეში დიდი, აგურის, თეთრად, კირით შეღებილი ღუმელი, პატარა ფანჯრებზე თეთრი ბამბის ფარდები. ოთახის კუთხეში ვერცხლის და ფერადი ქაღალდის ყვავილებით მორთული დედახვთისმშობლის ხატი, ხატს გადმოფარებული ჰქონდა თეთრი გახამებული, დაქარგული ტილოები, წინ სულ იდგა მინის ჭურჭელში ანთებული კანდელი. ბაბულია და ბატუშკა შუადღეს სადილის წინ მუხლმოყრილი ლოცულობდენ, დაგვინახავს. საწოლები დაზვინული იყო ქვეშაგებით და ამ უსაშველოდ მაღალ საწოლებზე ოთხი, ხუთი ექვსი სხვადასხვა ზომის ბალიში იყო ახოხოლებული.
ჩვენი სახლი რომელსაც 200 მანეთად მოგვაქირავებდენ ხოლმე ორი კვირით სულ ერთი ოთახი და აივანისაგან შედგებოდა, ოთახი ამოვსებული ნიკელის საწოლებით, სამივე მხარეს პატარა ფანჯრებით. აივანი იყო სამზარეულო, ეზოში, ოთხ ტილოშემოფარებულ ბოძზე შემოდგმული კასრი იყო აბაზანა..
ბაბულია ჩვენც დაუნანებლად მოგვიკითხავდა არჩეულ ბოსტნეულს დილაობით, დედა და ბებია ვალში არ დარჩებოდნენ და თასს ტკბილეულიდ ავსებულს უბრუნებდით. ბებია რომელიც მხოლდ იქ გვინახავს კაბაწამოწეული ზღვაში მუხლებამდე ჩამდგარი ასე უსიტყვოდ უენოდ ემეგობრებოდა ბაბულიას, ყიდულობდა პამიდორის თესლებს და ხანდახან ეხმარებოდა, წაუკრავდა ხელს საქალო საქმეში საღამოობით, ის თავის "ღ" ებიან ენაზე ელაპარაკებოდა და ბებია ჩვენებური, გურული ქართულით პასუხობდა. ბაბულიას ერთი ბიჭი შვილი სადღაც შორს ჰყავდა სულ ენატრებოდა და როცა მასზე გვიყვებოდა თვალები უცრემლიანდებოდა. ბებია ანუგეშებდა: "არ იდარდო შენ ბაბულია, მუა იგი, აუცილებლად მუა, თქვენფერ კას დედ-მამას არ დატიებს არაფერობამდე, მუა დასტურ მუა, ნუ გეშინია, მუა და ბადიშებსაც მოგიყვანს, გაჩვენებს.." ბაბულია გადმოკარკლავდა კურცხალს ვითომ რამე გაიგო.
გუშხამ გავიარე ბაბულიას სახლთან, სახეზე ხელების აფარება მომინდა სიმწრისგან. დიდი, ბეტონის ოთხკუთხედი შუშის აივნებიანი სახლები აუშენებიათ.
აღარც ბაბულიაზე და ბატუშკაზე იცის იქ ვინმემ რამე. ნატამალიც აღარაა იქ სტარავერების.
მინდა მჯეროდეს შვილმა ჩამოაკითხათ და წაიყვანა.
ბებიას მიაჩნდა, რომ მარილიანი წყალი არგებს კაცს, ქალს, აკაჟებს ბაღანას... ეს არ ვიცი მაგრამ იქ მიღებული სითბო და უბრალოების მადლი, რომ ადამიანის სულს არგებს ნამდვილად ვიცი.
"ღოსპოდი პამილუი ი სახრანიი.."
დანარჩენი ახალ წიგნში "ჩემი ამბები."

ფოტო: ნიკა მეტრეველი
მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

26/05/2026

ზესტაფონის ბაზარში ვარ…
ვაგრძელებ ძველი, იშვიათი ქართული ჯიშების ძებნას გასამრავლებლად. ზესტაფონელების სილაღე და სიყვარული მისაბაძია!!! თბილი ხალხია…



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

26/05/2026

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!!!! მხოლოდ დამოუკიდებელი და თავისუფალი ადანიანი შეიძლება იყოს ბედნიერი. ჩვენს პატარა ქვეყანას ვუსურვოთ, რომ ყველა მისი მოქალაქე იყოს ბედნიერი და გახარებული.

გილოცავთ, გილოცავთ, გილოცავთ!!!



მომეწიეთ ინსტაგრამზე : https://shorturl.at/MI4gs

Address

Gardenia Shevardnadze
Tbilisi
0101

Opening Hours

Tuesday 10:00 - 22:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 22:00
Friday 10:00 - 22:00
Saturday 10:00 - 22:00
Sunday 10:00 - 22:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Gardenia Shevardnadze • გარდენია შევარდნაძე:

Share