გვერდი რომელმაც მსოფლიო შეცვალა ツ . The page that changed the world ツ .

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • გვერდი რომელმაც მსოფლიო შეცვალა ツ . The page that changed the world ツ .

გვერდი რომელმაც მსოფლიო შეცვალა ツ . The page that changed the world ツ . საუკეთესო ადმინთა გაერთიანება ツ . The most Admins Union ツ .

31/03/2019

მიყვარს ღიმილი მაგრად,
მაგრამ ცხოვრება, უფრო მეტს ითხოვს,
ეს ღამე მე მძინავს სადღაც,
და მე მივსტირი იმ ზღაპრულ სითბოს.

სითბოს რომელსაც ვხატავ,
სითბო რომელიც ცუდს არ დაინდობს,
მისნაირს ვერსად ვერ ნახავთ,
არც მე ვაპირებ ვინმეს გაგიყოთ.

გონება დაეძებს ლაღად,
უცებ თვალს ვხუჭავ, გაჩნდება თითქოს,
თუ მომივიდა მკაცრად,
უკვე სიზმარში ოცნებებს ვიპყრობთ.

ჩემში ვერ ვხედავ ძალას,
თითქოს წარსული მაშინებს, ვითომ?
წლები გავიარე მაგრამ,
შეცდომები სულ თან დამსდევს, მიპყრობს.

დიახ, ვერ დასრულდა ტანჯვა,
კარგს ცუდი ნახავს, თავისკენ იხმობს,
თუმცა იმის მწამს, სადღაც,
ღმერთი ცივ დღეებს სითბოთი მითბობს.

ისევ ამ ლექსებს ვხატავ,
კარგს ჩემს ლექსებში ვერ ამოიცნობთ,
ბევრი ვეცადე მაგრამ,
რაღაც უკან მხევს, არასდროს მინდობს.

ასე მგონია მარად,
ვიღაც ზემოდან დამცინის, რად ცდილობს!?
თითქოს ბედშია მყარად,
და ის ბოროტი მცდელობებს მიქრობს.

ბოლოს ვიტყოდი მთავარს,
მხოლოდ იმისთვის, ყველამ რომ იცნოს,
მის გვერდით როდესაც მნახავთ,
წესით შეამჩნევთ ჩემს თვალებს იპყრობს.

ასე პირველად არ ვარ,
ეს ყველამ იცის, ვინც დიდხანს მიცნობს,
ალბათ ვარჩიე მრავალს,
არ მსურს სხვა ვინმე, მსურს მასთან ვიყო.

სიტყვა არ მყოფნის ამ წამს,
ისიც არ ვიცი ის რაზე ფიქრობს,
რაზე დავწერო ახლა,
სჯობს სიტყვით არა საქმით ვამტკიცო.

შიში ქმედებებს წამლავს,
თუმცა არ ნიშნავს დავნებდი თითქოს,
ძალებს ვიკრიბავ ათასს,
სხვა სწორ ნაბიჯებს დავეძებ, ვფიქრობ.

მინდა რომ ახდეს ნატვრა,
რასაც ოდითგან ამ გულით ვცდილობ,
იმასთან ვიყო, იმ ქალთან,
ვინც მუდამ ცდილობს არ დავივიწყო.

მინდა ბოლოს ვთქვა რაღაც,
არ მიყვარს ალბათ, მაგრამ კი მიპყრობს,
ბევრს არ ვეძებდი სადღაც,
გვერძე მყოლია და უკვე მიცნობს.

ღმერთს ერთსღა შევსთხოვ წამლად,
არ მსურს ბნელეთში რომ გავირიყო,
ოცნებებს არ ვითხოვ მრავალს,
მხოლოდ იმ ერთთან მსურს გავიღვიძო.

გ.ლალიაშვილი

10/10/2016

,,მე სიყვარული ოდესღაც მითხრეს
თურმე მოგონილს, წრფელს რო ამტკიცებს,
ძლიერ გულნატკენს, ძველს ვერ ვივიწყებ
ახლის ძებნისას სირთულეებს ვიძენ.

მე მახსენდება ძველი ტკივილი,
სული შეძრული გულის კივილში,
გრძნობანაკლული, მასზე შიმშილში,
მასზე ფიქრისას მაწუხებს შიში.

ახალს გავიცნობ საწყისს დავიწყებ,
ვეტყვი მომწონხარ და შიშს არ ვიმჩნევ,
რაღაც პერიოდს ვჩერდები ვიწვევ
თითქოს მე ვუცდი მისგან ნაბიჯებს.

გული მუდმივად მის გვერდით მიხმობს
მასთან მშვიდდება სამყაროს იპყრობს,
ლექსის დაწერას იმისთვის ვცდილობ
რომ სიყვარული ავუხსნა თითქოს.

ასე მგონია მე შევხვდი იმ ერთს,
ვისზეც ოცნებას ვხედავდი იმ დღეს,
თითქოს სიზმარი რეალურს იძენს
და ეს ცხოვრება აქრობს ძველ კითხვებს.

მზე რო ამოდის ვიღვიძებ გზასთან,
ვფიქრობ, არ ვიცი საითკენ წავალ,
რას გამიმზადებს ცხოვრება ახალს
ბედი კართან დგას, თუ არის სადღაც.

ძებნა დაღლილი მივყვები ნაპირს
თავი მგონია პერსონაჟი ზღაპრის,
ვფიქრობ, ჩამესმის ჩურჩული ქარის
ბევრი რჩევები უაზროდ მაწვიმს.

ვცდილობ მის გვერდით არ ვგავდე სხვა კაცს,
ვიყო ისეთი როგორიც აქ ვარ,
არ დავუმალო თუ კითხვებს დასვამს
და თუ შანსს მომცემს შევფიცო მარად.

სითბოს სურვილი მოვიკლო მისით
მის გვერძე მყოფი არ ვიყო შიშში,
შიშში რომელიც მრავალ წლებს ითვლის
იმ გულისტკენის რომელიც ვიცი.

მრავალ ნამსხვრევებს ახლაც კი ვიძრობ
გულგატეხილის, ვაგროვებ თითოს,
ჭრილობებისგან გაძარცვულს იმ დროს
უკვე აღარ ჩანს გათავდა თითქოს.

მინდა ვიცოდე რა მელის ხვედრით
რაზე ვაგრძელო ფიქრები მეტი,
მომზადებული რომ დავხვდე გვერდით
იქნებ კავშირი დარჩება გრძელი.

მსურს სიყვარული ვუწოდო ამას
იქნებ მომავალს მაუწყებს ახალს,
მინდა ვიცოდე საწყისი სად აქვს
ერთ-ურთ გვიყვარდეს სიკვდიმდე მარად."

გ.ლალიაშვილი

10/04/2016
02/07/2015
:3->AnonymousGEO
15/06/2014

:3
->AnonymousGEO

:D (y)->AnonymousGEO
01/06/2014

:D (y)
->AnonymousGEO

:D->AnonymousGEO
26/05/2014

:D
->AnonymousGEO

:D :3 ->AnonymousGEO
25/05/2014

:D :3
->AnonymousGEO

Address

K. Meskhis 38
Tbilisi

Telephone

+995595980895

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გვერდი რომელმაც მსოფლიო შეცვალა ツ . The page that changed the world ツ . posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to გვერდი რომელმაც მსოფლიო შეცვალა ツ . The page that changed the world ツ .:

Share