Archenome Magazine

Archenome Magazine ARCHITECTURE | INTERIOR DESIGN MAGAZINE MON ARCH არის არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის საპროექტო. MON ARCH is an architecture and interior design firm.

MON ARCH ესაა იდეა, რომელიც ადამიანის ცხოვრების /დროის მაქსიმალურად ეფექტურ მატერიალიზებას ემსახურება. შეიქმნა იმისთვის, რომ პრაქტიკულ და კომფორტულ გარემოში ცხოვრების შესაძლებლობა არსებობდეს. ადამიანი იყო, არის და დარჩება ჩვენი მთავარი ფასეულობა, ვისთვისაც ვქმნით ცხოვრების სცენარს. ჩვენ გვჯერა დიზაინის ძალის, რომელიც ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება.

ინოვაციური მეთოდები და მუდმივი გა

ნვითარების პროცესი არის ის, რაც ჩვენთან ერთად ჩვენს პროექტებს განსაკუთრებულ ინდივიდუალიზმს სძენს. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას არ დავკარგოთ არცერთი შესაძლებლობა და შევქმნათ შტრიხები სამყაროს სრულყოფილებისთვის, სადაც ადამიანი, ბუნება და არქიტექტურა ჰარმონიაშია. MON ARCH is an idea that serves the most efficient materialization of human life/time. It was created so that there is an opportunity to live in a practical and comfortable environment. A person was, is and will remain our main value, for whom we create a life scenario. We believe in the power of design to improve the quality of life. Innovative methods and a continuous development process are what give our projects a special individuality with us. This is what allows us not to lose any opportunity and create strokes for the perfection of the world, where man, nature and architecture are in harmony.

13/07/2026

ვაკანსია: ინტერიერის დიზაინერი [სტაჟირება / დამწყები / გამოცდილი]

ARCHENOME-ის გუნდის ზრდასთან ერთად, ჩვენი საინტერესო პროექტების მასშტაბიც იზრდება. საცხოვრებელი სივრცეების გარდა, ჩვენ ვქმნით მრავალფუნქციურ კომერციულ, საზოგადოებრივ და სამედიცინო ობიექტებს [კლინიკები, ლაბორატორიები, ოფისები, კაფეები].
ვეძებთ სხვადასხვა გამოცდილების სპეციალისტებს, რომლებსაც სურთ მრავალფეროვან საპროექტო პროცესებში ჩართვა და გრძელვადიანი კარიერის მოწყობა ძლიერ გუნდთან ერთად.

✦✦✦ რას გთავაზობთ ARCHENOME:

▌პროფესიული ეკოსისტემა - შემოქმედებითი სამუშაო გარემო და მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის ღირებული გამოცდილება;
▌ინფრასტრუქტურა - მძლავრი სამუშაო ტექნიკა შეუფერხებელი მუშაობისთვის და წვდომა ორგანიზაციულ, სპეციალიზებულ სისტემებზე;
▌განვითარება [სტუდენტებისა და დამწყებებისთვის] - მასტერკლასები, ვიზიტები მიმდინარე ობიექტებზე, შეხვედრები შოურუმებთან, წვდომა მასალების უახლეს კატალოგებსა და ნიმუშებზე;
▌მაღალკვალიფიციურ საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაზე მუშაობის გამოცდილება - კლინიკები, ლაბორატორიები, სასწავლო, საგამოცდო და ბიბლიოთეკის სივრცეები, კაფეები, ოფისები და ა.შ;
▌მოქნილობა: დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის სწავლაზე სრულად მორგებული გრაფიკი;

✦✦✦ რას ველით თქვენგან:
▌გრაფიკული პროგრამების ცოდნას - 3Ds Max; ArchiCad / Revit; [3D ვიზუალიზაციის ხარისხი პრიორიტეტულია];
▌ეფექტურ კომუნიკაციას - იდეებისა და საპროექტო ნამუშევრების ეფექტურად გადმოცემას როგორც ვერბალურად, ისე გრაფიკულად.
▌შემოქმედებით ხედვას - რომელიც შეესაბამება ჩვენს სამუშაო ფორმატსა და საპროექტოს მიზნებს;

შენიშვნა: გამოცდილი დიზაინერის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება BIM მიმართულებით, სახელმწიფო დადგენილებებითა [41; 732; HACCP] და ორგანიზაციული მუშაობის გამოცდილებით სპეციალისტებს.

სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე [ორშაბათი - პარასკევი] ან/და მოქნილი გრაფიკი სტუდენტებისთვის;
სამუშაო საათები: 10:00-19:00 [შესვენების 1 საათის გათვალისწინებით];
სამუშაო ადგილი: დ. აღმაშენებლის გამზირი 61; ბიზნეს ცენტრი „მოზაიკა“;
ანაზღაურება: კვალიფიკაციისა და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად გთხოვთ, მოგვწეროთ თქვენი მოლოდინი;

✦✦✦წინადადების წარდგენის პირობები:
▌რეზიუმე და პორტფოლიო - მოგვაწოდეთ ელ. ფოსტაზე: [email protected] აღნიშნული დოკუმენტების წარმოუდგენლობის შემთხვევაში თქვენი წინადადება არ განიხილება]. ვიზუალურ მასალებში მიუთითეთ გამოყენებული პროგრამები.
▌ვაკანსიის დასახელება - სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ კვალიფიკაციის შესაბამისად ინტერიერის დიზაინერი [სტაჟირება / დამწყები / გამოცდილი];
▌თქვენ შესახებ ინფორმაცია - თქვენი მოლოდინების, გამოცდილებისა და შესაძლებლობების შესახებ;
▌მუშაობის ტემპი - დამოუკიდებლად რა სახის სამუშაოს შესრულებაში ხართ კვალიფიციური და მაგალითების საფუძველზე რა დროს ანდომებთ თითო სივრცეზე მუშაობას;
▌ჯგუფური ნამუშევრების გადმოგზავნის შემთხვევაში - მიუთითეთ თქვენი ჩართულობის კონკრეტული წილი;

✦✦✦კანდიდატის შერჩევა მოხდება რამდენიმე ეტაპად:
▌რეზიუმეების გადარჩევა;
▌ინტერვიუების ჩანიშვნა შერჩეულ კანდიდატებთან;
▌გამოსაცდელი დავალება და ტესტირება;

შენიშვნა: მიღების დადასტურებას გამოგიგზავნით 1 კვირის ვადაში. თუ პასუხი დაგვიანდა, ტექნიკური ხარვეზის გამოსარიცხად გთხოვთ დაგვიკავშირდეთ პირადად. პრევენციისთვის გთხოვთ შეამოწმოთ სპამები.

ვაკანსიაზე განაცხადის შემოტანით თქვენ თანხმობას აცხადებთ პერსონალური მონაცემების 3-6 თვის ვადით დამუშავებაზე.

გისურვებთ წარმატებებს!

Address

D. Agmashenebeli Av. #61
Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Telephone

+995577002220

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Archenome Magazine posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to Archenome Magazine:

Shortcuts

Share