სოსანი - მოყვარულ მებაღეთა კლუბი / Sosani Amateur Gardeners Club

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოსანი - მოყვარულ მებაღეთა კლუბი / Sosani Amateur Gardeners Club

სოსანი - მოყვარულ მებაღეთა კლუბი / Sosani Amateur Gardeners Club Gardeners Club

ჩვენ გვინდა ჩავრთოთ მთელი საქართველო ფლორისტულ საქმიანობებში და ასე ვუპასუხოთ თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებს მოსალოდნელი ეკოლოგიური კატასტროფების თავიდან ასაცილებლად. მაშტაბურად დავნერგოთ ეზოების მოვლის და ფლორასთან სწორი დამოკიდებულების კულტურა, ავუმაღლოთ მოტივაცია დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, რათა მათაც შეძლონ საკუთარი საკუთრების გამწვანება.
შემოგვიერთდით - ერთად გავაფერადოთ საქართველო !

ვახსოვდეს, საქართველო - ჩვენი ბაღია და ჩვენს მთა-ბარს ისევე უნდა მოვლა-პატრონობა, როგორც კუთვნილ კარმიდამოს უვლიან ჩვენი ესთეტი დიასახლის-მამასახლისები.

26/02/2026

Check out იბერისი’s post.

17/02/2026

როდის უნდა დავიწყოთ წიწაკის ნერგების გამოკვება ?!

წიწაკის პირველი გამოკვება, როგორც წესი, ორი ნამდვილი ფოთლის გამოჩენის შემდეგ ხდება.
თუ ნერგები იზრდება კონტეინერში, მაშინ მცენარეების გამოკვება შესაძლებელია გადარგვიდან 1-2 კვირის შემდეგ.
თუ პირველი კვება არსებითად მეორე ხდება, როდესაც მცენარეები უკვე მწვანე მასას გამოიმუშავებენ, მაშინ ღირს ფოსფორის მაღალი შემცველობის მქონე სასუქების გამოყენებაც, მაგალითად, კრისტალონი ყვითელი, აგრომასტერი 13.40.13, აკვარინი ნერგებისთვის.
#იბერისი
#იბერსერვისპლიუსი
მასალა მოამზადა ლელა ებრალიძემ

16/02/2026

როდის უნდა დავიწყოთ პომიდვრის ნერგების გამოკვება ?!

ადრეული ჯიშების პომიდვრის ნერგებს, როგორც წესი, მიწაში გადატანამდე სამჯერ სჭირდება გამოკვება, ნ. გვიანი მომწიფების ჯიშებს ცოტა მეტი - 4-5-ჯერ.
პირველი გამოკვება ხორციელდება 2-დან 4 მდე ნამდვილი ფოთლის ფაზაში.
თუ დათესვას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ ნერგები თავდაპირველად ცალკე კონტეინერებში ირგვება ნიადაგის საკვებიან ნაზავში, ხოლო სასუქები შეაქვთ 10-14 დღის შემდეგ.
ჩვენ, რა თქმა უნდა, ბიო სასუქებს გირჩევთ.
თუ ჩითილი არ არის გამოყვანილი საჩითილე ქოთანში, სჯობს ფესვები ამოავლოთ შემდეგ სამუშაო ნაზავში – ორგანიკა 2% + ბიოკატენა 2% + მიკორიზა 1% + ბიოლოგიური მიმწებებელი ინსტრუქციის მიხედვით;
საჩითლე ქოთნებში გამოყვანილ თითოეულ ჩითილს, გადარგვისას დაუსხით 100 მლ. ლიტრი იგივე სამუშაო ნაზავი.
შგიძლიათ გამოიყენოთ ბიომიქსი –როგორც ორგნულ ბიოლოგიური საკვები.
მცირე რჩევები ლელა ებრალიძისგან
#იბერისი
#იბერსერვისპლიუსი

31/01/2026

PICEA PUNGENS GLAUCA საახალწლო ნაძვის ხეების პარტიიდან დარჩენილი ერთადერთი ნაძვი საუცხოო ფასად - 190 ლარად 260 ლარიც ნაცვლად
ადგილზე მიტანით თბილისის მაშტაბით - 210 ლარი.
გაზაფხულზე გადაიტანთ გრუნტში და ეფექტს პირველ წელიწადშივე ნახავთ. მოიმატრებს მნინიმუმ 45- 60 სანტიმეტრს და გასიამოვნებთ ეზოში.
მოგვწერეთ აქ ან დაგვირეკეთ.
599 19 71 00 591909788
დარჩა მხოლოდ იმიტომ, რომ ავირჩიეთ, როგორც ყველაზე
ლამაზი და თავადვე გავაწყვეთ ჩვენს საქმიან ეზოში.

31/01/2026
13/01/2026

გაზაფხულიდან თუ დახვეწილი ეზო გნებავთ, განაშენიანებაზე, მოწესრიგებაზე ან თუნდაც - გენერალურ რებრენდინგზე კი შემოდგომაზე არ გიზრუნიათ, დროა დაიგეგმოთ. მარტისთვის რომ მზად დახვდეთ სამუშაოებს. სჯობს თადარიგი ახლავე დაიჭიროთ და დაგვიკავშირდეთ ჩვენ, ვინც ვქმნით თქვენზე მორგებულ მწვანე სივრცეებს.
ბუნებრივ გარემოში, სადაც სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს, ადამიანი საკუთარ თავთან ბრუნდება .
ჩვენთან ერთად მოაწყვეთ თქვენს კარმიდამოში მყუდრო ადგილი, სადაც შეგიძლია მშვიდად დალიოთ ყავა ან ჩაი და რამდენიმე წუთით სრულფასოვნად დაისვენოთ ყოველდღიური რუტინისგან.
თქვენი ეზოც შეიძლება იქცეს იმ მუდმივ ნავსაყუდელად, სადაც ხეები და მცენარეები არა მხოლოდ ყვავილობენ, არამედ დრო და დრო გესაუბრებიან - თქვენს სიჩუმეს ეჩურჩულებიან.
თუ ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, შექმენით ეს სივრცე ჩვენთან ერთად და იგრძენით ზაფხულის მათრობელა სურნელი თქვენივე ბაღის წიაღში.
[ #ლანდშაფტისარქიტექტურა]) [ #ეზოებისმოწყობა] [ #მცენარეები]) [ #იბერსერვისპლიუსი]
წელს აქცენტს პატიოეზოების მოწყობაზე გავაკეთებთ, თუმცა არც დიდი სივრცეებისი გამწვანება გამოგვრჩება, გნებავთ ქარსაცავი ზოლის მოწყობა და პატარა ეზოს თუ დიდი ნაკვეთის დამყუდროვება.
სწორად დარგოთ მცენარე- ერთი შეხედვით არ გამოიყურება რთულ ამოცანად, მაგრამ დარგოთ თქვენს გარემოზე მორგებული სწორი და ჯანსაღი მცენარე სწორ ადგილზე - გაცილებით რთული. სწორედ ამაში გეხმარებით ჩვენ.
და თუ ჩვენი დახმარება გჭირდებათ - დროულად დაჯავშნეთ ჩვენი სერვისები, რადგან გაზაფხულზე, უკვე შედგენილ გრაფიკში ვისამე ჩამატება- რთული ამოცანაა და ხშირად - არარეალური.
დაგვირეკეთ - 599 19 71 00 591909788
მოგვწერეთ - [email protected]
მოგვწერეთ გვერდის შეტყობინებებში.
ერთად დავგეგმოთ თქვენი მწვანე სივრცის ახალი და თანამედროვე კონცეფცია.
/სამუშაოები მხოლოდ მწვანე სერვისს, დიზაინს და სივრცის მცენარეებით მოწყობას არ ეხება, გარკვეული დოზით - მოპირკეთებითი და სადურგლო სამუშაოებიცაა უკვე შესაძლებელი.

13/01/2026

Address

Tbilisi. Am. Tabidze 41
Tbilisi
4400

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00
Saturday 11:00 - 17:00

Telephone

+995591909788

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოსანი - მოყვარულ მებაღეთა კლუბი / Sosani Amateur Gardeners Club posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Business

Send a message to სოსანი - მოყვარულ მებაღეთა კლუბი / Sosani Amateur Gardeners Club:

Share

Category