GetsProjects • გეთსპროჯექთს

GetsProjects • გეთსპროჯექთს "Getsprojects" is an architecture and design studio successfully operating in Georgia's construction sector.
(1)

We create elegant, high-quality projects developed to international standards. Visit Getsprojects and Get your own special project!

გაქვთ მიწის ნაკვეთი და გსურთ მისი სამშენებლოდ განვითარება, მაგრამ პროექტირება რთულ პროცესად გეჩვენებათ? პირველი ნაბიჯი ყ...
08/06/2026

გაქვთ მიწის ნაკვეთი და გსურთ მისი სამშენებლოდ განვითარება, მაგრამ პროექტირება რთულ პროცესად გეჩვენებათ?

პირველი ნაბიჯი ყველაზე მნიშვნელოვანია - ეს სანდო და გამოცდილი არქიტექტურული გუნდის შერჩევაა!

GetsProjects • გეთსპროჯექთს _ გთავაზობთ არქიტექტურული პროექტირების სრულ მომსახურებას და მშენებლობის ნებართვისთვის საჭირო ყველა ეტაპის სწრაფად და მარტივად გავლას!

-----

გაეცანით ჩვენს ახალ პროექტს,
ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თბილისში 🏠

დეტალების სანახავად გადადით ბმულზე:
📌https://www.getsprojects.com/ourprojects/private-house-in-tbilisi-rekhi22

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისშიმისამართი - ა. იოსელიანის ქუჩა N38არქიტექტორი - გიორგი გეწაძე📌 https://www.gets...
26/01/2026

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში
მისამართი - ა. იოსელიანის ქუჩა N38
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე

📌 https://www.getsprojects.com/ourprojects/aioselianistreetn38

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ საცხოვრებელ პროექტს — თანამედროვე მრავალბინიან სახლს თბილისის ერთ-ერთ გამწვანებულ და მშვიდ უბანში. შენობა შედგება ოთხი მიწისზედა სართულისა და ნახევარსარდაფისგან, სადაც ყველა სივრცე მაქსიმალურად ოპტიმიზებულია კომფორტისა და პრაქტიკულობისთვის. პროექტირებისას მაქსიმალურად არის ათვისებული ნაკვეთისთვის მინიჭებული განაშენიანების კოეფიციენტები.

პირველ სართულზე განთავსებულია ფართო საერთო ავტოსადგომი 12 საპარკინგე ადგილით, ხოლო ნახევარსარდაფში მდებარე ბინები პირდაპირ უკავშირდება კეთილმოწყობილ უკანა ეზოს. ეს გადაწყვეტა მაცხოვრებლებს სთავაზობს მყუდრო, ბუნებასთან ახლოს მყოფ გარემოს და მაქსიმალურ კომფორტს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

არქიტექტურა გამოირჩევა თანამედროვე მინიმალისტური სტილით, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ესთეტიკასა და ფუნქციონალურობას. ფასადი შექმნილია აგურისა და მუქი ქვის კლასიკური კომბინაციით, რაც შენობას ანიჭებს დახვეწილ, მინიმალისტურ და ვიზუალურად მდგრად იერსახეს.

Multi-apartment residential building in Tbilisi
Address: A. Ioseliani Street N 38
Architects: Giorgi Getsadze

We are pleased to introduce our new residential project — a modern multi-apartment building in one of Tbilisi’s green and peaceful neighborhoods. The building consists of four above-ground floors and a semi-basement, where every space is maximally optimized for comfort and practicality.

The first floor houses a spacious shared parking garage with 12 parking spaces, while the apartments located in the semi-basement are directly connected to a well-landscaped rear courtyard. This solution provides residents with a cozy environment close to nature and maximum comfort in daily life.

The architecture is distinguished by a contemporary minimalist style that harmoniously blends aesthetics and functionality. The facade is crafted with a classic combination of brick and dark stone, giving the building a refined, minimalist, and visually enduring appearance.

მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისშიმისამართი - თეიმურაზ კაკულიას ქუჩა N40არქიტექტორი - გიორგი გეწაძე📌https://www.getsproj...
25/08/2025

მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში
მისამართი - თეიმურაზ კაკულიას ქუჩა N40
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე

📌https://www.getsprojects.com/ourprojects/multifunctional-complex-in-tbilisi

ჩვენი ახალი პროექტი წარმოადგენს ორსართულიან შენობას, რომელიც აერთიანებს საცხოვრებელ და კომერციულ ფუნქციებს. პროექტის მოცულობა მაქსიმალურად ეფექტურად იყენებს ნაკვეთისთვის განსაზღვრულ სამშენებლო კოეფიციენტებს, რაც ნახევარსარდაფის გამოყენებით მივაღწიეთ. ფუნქციური განაწილების დაგეგმვისას მთავარი პრიორიტეტი იყო საცხოვრებელი და კომერციული ზონების მაქსიმალური გამიჯვნა. ამ მიზნით, კიბის უჯრედი და საზაფხულო ტერასა გამოყენებულია როგორც ერთგვარ ბუფერულ ზონად, რომელიც უზრუნველყოფს ამ ორი სივრცის ფუნქციურ და ოპტიმალურ გამიჯვნას.
შენობა გამოირჩევა თანამედროვე არქიტექტურით, რომლის ესთეტიკას სადა, მარტივი მაგრამ დახვეწილი ფორმები განსაზღვრავს. ფასადის მოსაპირკეთებლა მასალებად გამოყენებულია ხის დეკორატიული პანელები, რომლებიც დამუშაცებულ ბეტონის კედლებთან ერთად ქმნის ვიზუალურად ჰარმონიულ და თანამედროვე კომპოზიციას. ცივი ბეტონისა და თბილი ხის ტექსტურების კონტრასტი იდეალურად ერგება, როგორც კომერციული, ასევე საცხოვრებელი სივრცის ხასიათს.

Multifunctional Complex In Tbilisi
Address: Teimuraz Kakulia Street N 40
Architects: Giorgi Getsadze

Our new project is a two-story building that integrates residential and commercial functions. The project’s scope maximizes the use of the plot’s designated construction coefficients, achieved through the incorporation of a semi-basement. During the functional layout planning, the primary priority was to ensure maximum separation between the residential and commercial zones. To this end, the staircase and summer terrace serve as a buffer zone, facilitating the functional and optimal separation of these two spaces.
The building is characterized by contemporary architecture, with its aesthetic defined by simple forms. The facade is clad with decorative wooden panels, which, combined with polished concrete walls, create a visually harmonious and modern composition. The contrast between the cool texture of concrete and the warm texture of wood perfectly complements the character of both the commercial and residential spaces.

მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისშიმისამართი - თეიმურაზ კაკულიას ქუჩა N44არქიტექტორი - გიორგი გეწაძე📌https://www.getsproj...
29/07/2025

მრავალფუნქციური კომპლექსი თბილისში
მისამართი - თეიმურაზ კაკულიას ქუჩა N44
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე

📌https://www.getsprojects.com/ourprojects/private-house-in-tbilisi2

ჩვენი ახალი პროექტი, მრავალფუნქციური კომპლექსი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, აერთიანებს კომერციულ და საცხოვრებელ სივრცეებს ორ ცალკე ბლოკად. კომერციული ფართის შესასვლელი მოწყობილია ავთო ვარაზის ქუჩის მხრიდან, რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას, ხოლო საცხოვრებელი ბლოკის მისასვლელი განთავსებულია უკანა ეზოს მხრიდან, სადაც მდებარეობს ღია კიბე.
შენობის არქიტექტურა კლასიკური სტილის ნიშნებით ხასიათდება, რაც ვლინდება მაშტაბით, ფორმებით და ქვის დეკორატიული კარნიზებით. ფასადი მოპირკეთებულია ტრავერტინის ქვით, რომლის ფაქტურაც შერჩეულია კლასიკურ ესთეტიკის ხაზგასასმელად.
ეზოს მხარეს განთავსებულია თანამედროვე დიზაინის ღია კიბე, რომელიც ბეტონისა და მუქი ფერის მეტალის საყრდენების ერთობლიობით ქმნის ვიზუალურად მიმზიდველ და ფუნქციურ სივრცეს. კიბე გაფორმებულია გამწვანებითა და ხელოვნური განათებით, რაც ქმნის მყუდრო და თანამედროვე ატმოსფეროს. თანამედროვე და კლასიკური სტილის არქიტექტურის კონტრასტი კი ქმნის კომპლექსის საერთო დახვეწილ კონცეფციას.

Multifunctional Complex In Tbilisi
Address: Teimuraz Kakulia Street N 44
Architects: Giorgi Getsadze

Our new project, a multifunctional complex located near Lisi Lake, integrates commercial and residential spaces into two distinct blocks. The entrance to the commercial block is situated on Avto Varazi Street, ensuring easy access, while the residential block is accessible from the rear courtyard, where an open staircase is located.
The building’s architecture is characterized by classical style elements, evident in its proportions, forms, and decorative stone cornices. The facade is clad in travertine stone, with a texture carefully selected to emphasize classical aesthetics.
In the courtyard, a modern open staircase, constructed with a combination of concrete and dark metal supports, creates a visually appealing and functional space. The staircase is adorned with greenery and artificial lighting, fostering a cozy and contemporary atmosphere. The contrast between modern and classical architectural styles shapes the complex’s overall refined concept.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ძველ თბილისშიმისამართი - ივერიის ჩიხი N3არქიტექტორი - გიორგი გეწაძე/გიგი მძევაშვილი📌htt...
19/06/2025

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი ძველ თბილისში
მისამართი - ივერიის ჩიხი N3
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე/გიგი მძევაშვილი

📌https://www.getsprojects.com/ourprojects/private-house-in-tbilisi

შენობა წარმოადგენს სამსართულიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, რომელსაც ასევე გააჩნია ნახევარსარდაფი. ნაკვეთის შეზღუდული ფართობის გამო, შენობის სიმაღლეში განვითარება და სართულიანობის გაზრდა გახდა აუცილებელი. ამის მიუხედავად, შენობის ფუნქციური დაგეგმარება ორგანულად და გააზრებულადაა განხორციელებული, რაც უზრუნველყოფს სივრცის მაქსიმალურ ეფექტურობასა და კომფორტს.
ფუნქციური ზონები სართულების მიხედვითაა განაწილებული: ნახევარსარდაფში განთავსებულია ტელევიზორის კუთხე და გასართობი სივრცე; პირველ სართულზე მდებარეობს მისაღები, სასადილო და სამზარეულო, ხოლო ზედა სართულები გამოყოფილია წყნარი ზონებისთვის, საძნებლებისთვის.
შენობის არქიტექტურა ჰარმონიულად ერწყმის ძველი თბილისის ტრადიციულ ესთეტიკას, ითვალისწინებს მისთვის დამახასიათებელ ფორმებსა და მასშტაბს. ფასადი გამოირჩევა დანაწევრებული და მრავალფეროვანი მოსაპირკეთებელი მასალების გამოყენებით. ნეიტრალური ფერის ფასადისა და აგურის კედლების ფონზე, მეტალის აივნები ქმნის ფერების დახვეწილ კონტრასტს.

Private House In Old Tbilisi
Location - Iveri Street N3, Tbilisi City, Georgia
Architect - Giorgi Getsadze, Gigi Mdzevashvili

The building is a three-story individual residential house, which also includes a semi-basement. Due to the limited area of the plot, vertical development and an increase in the number of floors were necessary. Nevertheless, the building’s functional planning has been implemented organically and thoughtfully, ensuring maximum spatial efficiency and comfort.
The functional zones are distributed across the floors: the basement level houses a TV corner and entertainment space; the first floor contains the living room, dining area, and kitchen, while the upper floors are designated for quiet zones, including private living rooms and bedrooms.
The building’s architecture harmoniously blends with the traditional aesthetics of Old Tbilisi, incorporating its characteristic forms and scale. The facade is distinguished by its segmented design and the use of diverse cladding materials. Against the backdrop of a neutral-colored facade and brick walls, metal balconies create a refined contrast of colors.

დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისშიმისამართი - ა. იოსელიანის ქუჩა N60არქიტექტორი - გიორგი გეწა...
12/06/2025

დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში
მისამართი - ა. იოსელიანის ქუჩა N60
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე, გიგი მძევაშვილი

📌https://www.getsprojects.com/ourprojects/livingcomplexintbilisdanelia60

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს - თანამედროვე მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს თბილისის გამწვანებულ უბანში. შენობა მოიცავს ოთხ მიწისზედა სართულსა და ნახევარსარდაფს, სადაც სივრცე მაქსიმალურად ოპტიმიზებულია კომფორტისა და ფუნქციონალურობის უზრუნველსაყოფად. პირველ სართულზე განთავსებულია საერთო ავტოსადგომი, ხოლო ნახევარსარდაფში მდებარე საცხოვრებელი ბინები კეთილმოწუობილ უკანა ეზოსთანაა მისაწვდომი, რაც მაცხოვრებლებს მყუდრო და პრაქტიკულ გარემოს სთავაზობს.
შენობის არქიტექტურა გამოირჩევა თანამედროვე მინიმალისტური სტილით, რომელიც ჰარმონიულად აერთიანებს ფუნქციონალურობასა და ესთეტიკურ მხარეს. ფასადის დიზაინში გამოყენებულია თბილი და ცივი მასალების - აგურისა და მეტალის - კომბინაცია, რაც შენობას თანამედროვე, დახვეწილ და მდგრად ვიზუალურ ხასიათს სძენს.

Low-intensity apartment residential building in Tbilisi
Address: A. Ioseliani Street N 60
Architects: Giorgi Getsadze, Gigi Mdzevashvili

We are pleased to introduce our new project - a modern multi-apartment residential building in the green area of Tbilisi. The building comprises four above-ground floors and a semi-basement, with its space meticulously optimized for comfort and functionality. The ground floor features a shared parking area, while the semi-basement hosts residential apartments with access to a well-appointed rear courtyard, offering residents a cozy and practical living environment.
The building’s architecture is distinguished by a contemporary minimalist style, seamlessly blending functionality with aesthetic refinement. The façade design incorporates a combination of warm and cool materials - brick and metal - lending the structure a modern, sophisticated, and enduring visual character.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თბილისშიმისამართი - ნუცუბიძის ფერდობი N4არქიტექტორი - გიორგი გეწაძე, გვანცა ორთოიძე📌htt...
04/06/2025

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თბილისში
მისამართი - ნუცუბიძის ფერდობი N4
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე, გვანცა ორთოიძე

📌https://www.getsprojects.com/ourprojects/privatehouseintbilisi

წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ პროექტს - ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს ლისის ტბის მიმდებარედ. შენობ კონსტრუქციულად შედგება სამი სართულისგან, სადაც პირველი სართული ნახევრად სარდაფის ფუნქციას ასრულებს და ბუნებრივად ეთავსება უკანა ეზოს, ქმნის ერთიან და ფუნქციურ სივრცეს. შენობის გამორჩეული ადგილია მისაღები ოთახის სივრცე, რომელიც ანტრესოლის სახითაა გადაწყვეტილი. ეს სივრცე, მაღალი, ორ სართულზე გადაჭიმული ვიტრაჟული ფანჯრებით გადაჰყურებს უკანა ეზოს და ჰარმონიულად აერთიანებს ინტერიერს გარე გარემოსთან.
არქიტექტურა გამოირჩევა მინიმალისტური დიზაინით, სადაც სადა, სუფთა ხაზები და მარტივი ფორმები ქმნის ელეგანტურ მოცულობას. მთავარი ფასადი შელესილია და შეღებილია ღია ნაცრისფრად, ხოლო ბოლო სართულის ნაწილი კი მოპირკეთებულია მუქი მეტალის ცხაურებით. ეს ფერთა თამაში - ღია ნაცრისფერი და მუქი მეტალის შავი - არა მხოლოდ ხაზს უსვამს შენობის სართულების სტრუქტურას, არამედ ანიჭებს მას თანამედროვე ხასიათს. სწორედ ან კონტრასტული ფერებით მიღებული ელეგანტური კომპოზიცია ხდის შენობის არქიტექტურას დახვეწილს და გამორჩეულს.

Private House in Tbilisi
Location - Nutsibidze Slope N4, Tbilisi City, Georgia
Architect - Giorgi Getsadze, Gvantsa Ortoidze

We presenting our new project - an individual residential house near Lisi Lake. The building structurally consists of three floors, with the first floor serving as a semi-basement, seamlessly integrating with the backyard to create a cohesive and functional space. The highlight of the house is the living room area, designed as a mezzanine. This space, with its tall, double-height glass windows, overlooks the backyard and harmoniously connects the interior with the external environment.
The architecture is distinguished by its minimalist design, where clean, simple lines and forms create an elegant volume. The main facade is plastered and painted in a light gray tone, while part of the top floor is clad with dark metal panels. This interplay of colors - light gray and dark metallic black - not only emphasizes the building’s structural floors but also lends it a modern character. It is precisely this elegant composition, achieved through contrasting colors, that makes the building’s architecture refined and distinctive.

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისშიმისამართი - გ. დანელიას N39არქიტექტორი - გიორგი გეწაძე, გიგი მძევაშვილი📌https:/...
03/06/2025

მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი თბილისში
მისამართი - გ. დანელიას N39
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე, გიგი მძევაშვილი

📌https://www.getsprojects.com/ourprojects/livingcomplexintbilisdanelia39

საპროექტო შენობა შედგება ექვსი კონსტრუქციული სართულისგან, საიდანაც პირველი სართული ავტოსადგომისთვისაა განკუთვნილი, ხოლო დანარჩენი ხუთი სართული საცხოვრებელი ბინებითაა დატვირთული. პროექტირების პროცესში საცხოვრებელი ბინების გეგმარება შემუშავდა ისე, რომ თითოეულს ჰქონდეს დიდი ზომის ვიტრაჟები და საზაფხულო ფართები. შენობა სრულდება მანსარდული სართულით და გამორჩეულია ფართო, გამწვანებული ტერასით, რომელიც ესთეტიკურად და ფუნქციურად ავსებს სივრცეს.
ფასადის მოსაპირკეთებელ მასალებად გამოყენებულია მუქი ბაზალტის ქვა, აგურისა და ხის პანელების კომბინაცია, რაც შენობას მრავალფეროვან და მყუდრო ვიზუალს სძენს. გარდა ამისა, ფასადებზე გამოყენებულია დახვეწილი დიზაინის მინისა და მეტალის მოაჯირები, რაც შენობას თანამედროვე და ელეგანტურ იერს ანიჭებს.

Multi-apartment residential building in Tbilisi
Location - G. Danelia Street N39, Tbilisi City, Georgia
Architect - Giorgi Getsadze, Gigi Mdzevashvili

The designed building consists of six structural floors, with the first floor designated for parking and the remaining five floors occupied by residential apartments. During the design process, the apartment layouts were developed to include large-scale stained-glass windows and summer spaces. The building is completed with a mansard floor, distinguished by a spacious, landscaped terrace that enhances the space both aesthetically and functionally.
The facade is clad with dark basalt stone, combined with brick and wooden panels, creating a diverse and cozy visual appearance. Additionally, the facades feature refined glass and metal railings, lending the building a modern and elegant look.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თბილისშიმისამართი - სოფელი კიკეთიარქიტექტორი - გიორგი გეწაძე📌https://www.getsprojects.c...
31/05/2025

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი თბილისში
მისამართი - სოფელი კიკეთი
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე

📌https://www.getsprojects.com/ourprojects/privatehouseinkiketi

შენობა არის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც განთავსებულია ქანობიან რელიეფზე და ბუნებრივად ითავსებს ნახევარსარდაფის სართულს. ნახევარსარდაფის სართულზე მოწყობილია დასასვენებელი და გასართობი სივრცეები, რომლებიც ინტეგრირებულია ღია საცურაო აუზთან და ტერასასთან. შენობის პირველ სართულზე კი გვხვდება დახურული ავტოსადგომი, მისაღები და სამზარეულო, ხოლო ბოლო სართულზე განთავსებულია საძინებელი ოთახები.
შენობა გამოირჩევა სოლიდური და ელეგანტური არქიტექტურით, რასაც განაპირობებს შერჩეული მოსაპირკეთებელი მასალები და მუქი ფერები. ფასადი მოპირკეთებულია ბეტონის ფაქტურიანი ლესვით, ხოლო მუქი მეტალის ფირფიტებით გამოკვეთილია კონსოლის ფორმები. ფასადებზე გამოყენებულია LED განათება, რომელიც ინტეგრირებულია კონსოლის კონტურებში, რაც ხაზს უსვამს არქიტექტურულ ფორმებს და ქმნის შენობის გამორჩეულ ხასიათს.

Private House in Tbilisi
Location - kiketi Village, Tbilisi City, Georgia
Architect - Giorgi Getsadze

The building is a two-story residential house situated on a sloping terrain, naturally incorporating a semi-basement level. The semi-basement floor features recreational and entertainment spaces integrated with an open swimming pool and terrace. The first floor includes a covered parking area, a living room, and a kitchen, while the top floor houses the bedrooms.
The building is distinguished by its solid and elegant architecture, achieved through carefully selected finishing materials and dark color tones. The facade is clad with textured concrete plaster, while dark metal panels highlight the console forms. LED lighting is integrated into the contours of the consoles on the facade, emphasizing the architectural forms and creating a distinctive character for the building.

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი მცხეთაშიმისამართი - სოფელი საგურამოარქიტექტორი - გიორგი გეწაძე📌 https://www.getsproject...
30/05/2025

ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი მცხეთაში
მისამართი - სოფელი საგურამო
არქიტექტორი - გიორგი გეწაძე

📌 https://www.getsprojects.com/ourprojects/privatehome032036

ობიექტი წარმოადგენს თანამედროვე ორსართულიან ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლს, რომელიც აღჭურვილია სარდაფით. შენობა გამორჩეულია ფართო დასასვენებელი ზონით, რომელიც მოიცავს ღია საცურაო აუზსა და მის გარშემო მოწყობილ ტერასას. ეს სივრცე ქმნის კომფორტულ გარემოს როგორც ყოველდღიური დასვენებისთვის, ასევე სოციალური შეკრებებისთვის. შენობას აქვს კუბისებური, მართკუთხა ფორმები, რაც ქმნის დახვეწილ კომპოიზიცას და ხაზს უსვავს თანამედროვე არქიტექტურის ხასიათს.
ფასადის მოსაპირკეთებელად გამოყენებულია მაღალი ხარისხის ბუნებრივი მასალები: ღია ტონის ტრავერტინი, რომელიც ქმნის ელეგანტურ და მშვიდ ფონს, და მუქი ბაზალტი, რომელიც ფასადს სიმძიმის კონტრასტს ანიჭებს.
ფასადის გარკვეულ ნაწილებში ინტეგრირებულია ხის ჟალუზები, რომლებიც თავისი თბილი ტონებით აბალანსებს ქვის ცივ ფაქტურას, ქმნის ვიზუალურ კონტრასტს და ამავდროულად, ანიჭებს შენობას ბუნებრივ სითბოს. ტერასებსა და აივნებზე დამონტაჟებულია გამჭვირვალე მინის მოაჯირები, რაც შენობას თანამედროვე, მსუბუქ იერს ანიჭებს.

Private House in Mtskheta
Location - Saguramo Village, Mtskheta City, Georgia
Architect - Giorgi Getsadze

The property represents a modern two-story individual residential house equipped with a basement. The building stands out with its spacious recreational area, which includes an open swimming pool and a meticulously designed terrace surrounding it. This space creates a comfortable environment suitable for both daily relaxation and social gatherings. The building features cubic and rectangular shapes, forming a refined composition that emphasizes the character of contemporary architecture.
For the facade, high-quality natural materials have been used: light-toned travertine, which creates an elegant and calm backdrop, and dark basalt, which adds depth and contrast to the facade.
Integrated wooden shutters in certain sections of the facade balance the cold texture of the stone with their warm tones, creating a visual contrast while imparting a natural warmth to the building. Transparent glass railings installed on the terraces and balconies lend the structure a modern, lightweight appearance.

Address

33 Merab Kostava I Lane
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GetsProjects • გეთსპროჯექთს posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share