TusaCooks

Directions Website

TusaCooks 🧁 Mini Chef • 9
🍽️ Recipes made with love
📹 Mom films, I cook ❣️
📹 Mom manages the page

24/10/2026

🍕 10 წუთიანი პიცა ლავაშით!
🛒 ინგრედიენტები:
* 2 ლავაში
* კეჩუპი
* ბევრი სულგუნი 🧀
* სასურველი ძეხვეული
👩‍🍳 მომზადება:
1. პირველ ლავაშს კარგად გადავუსვათ კეჩუპი და მოვაყაროთ გახეხილი სულგუნი.
2. ზემოდან დავაფაროთ მეორე ლავაში და იგივე გავიმეოროთ.
3. დავაწყოთ სასურველი ძეხვეული.
4. შევდგათ წინასწარ გახურებულ ღუმელში 5–7 წუთით, სანამ ყველი კარგად გადნება. (180 გრადუსზე)

🍕 ჩვენი უგემრიელესი პიცაც მზადაა! გემრიელად მიირთვით! ❤️

12/09/2026

🍦 ფრანუის ნაყინი ჟოლოთი

ინგრედიენტები:

* ცივი ნაღები 35%
* შესქელებული რძე ერთი ქილა
* თეთრი შოკოლადი
* რძიანი შოკოლადი
* ჟოლო 100 გრამი

მომზადება:

1. ცივი ნაღები კარგად გავთქვიფოთ, სანამ ფაფუკ და მყარ მასას არ მივიღებთ. დავუმატოთ შესქელებული რძე და ნაზად ავურიოთ.
2. ცალ-ცალკე გავადნოთ თეთრი და რძიანი შოკოლადი. მუყაოს ჭიქის შიდა კედლებს ჯერ ერთი სახეობის შოკოლადი მოვავლოთ და გავაციოთ, შემდეგ კი მეორე ფენაც დავამატოთ. შევდგათ მაცივარში, სანამ შოკოლადი კარგად არ გამაგრდება.
3. გამაგრებულ შოკოლადის ჭიქებში მოვათავსოთ ნაყინის მასა, შუაგულში კი ჩავამატოთ ჟოლო.
4. შევდგათ საყინულეში 6–8 საათით.
5. კარგად გაყინვის შემდეგ ფრთხილად მოვაშოროთ მუყაოს ჭიქა.
უგემრიელესია! ❤️

18/07/2026

მე და ნიტა მოანას პრემიერაზე 🤩🌸🌸🌸

15/07/2026

🍫🍓 ხრაშუნა შოკოლადის დესერტი ტოსტის მიწისთხილის კარაქით 🥜✨

ინგრედიენტები:
• 🍫 შოკოლადი (თქვენი საყვარელი)
• 🍓 სასურველი ხილი
• 🥜 ტოსტის ახალი მიწისთხილის კარაქი
• 🧁 სილიკონის ფორმები.

07/07/2026

🫐🧁 მოცვის მაფინები

✨ დაგჭირდებათ:
🥣 1 ქილა Babybio მოცვის პიურე
🥚 1 კვერცხი
🧈 20 გ გამდნარი კარაქი ან 🌻 20 მლ მცენარეული ზეთი
🥛 50 მლ რძე
🥄 1 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
🌾 120–140 გ Babybio 5 მარცვლის ვანილის ფაფა

👩‍🍳 მომზადება:
🥣 შეურიეთ ყველა ინგრედიენტი, ბოლოს კი ეტაპობრივად დაამატეთ ფაფა, სანამ სქელი, მაგრამ რბილი ცომი არ მიიღება.

🔥 აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°C-ზე 20–25 წუთის განმავლობაში. თუ ფორმები დიდია, შეიძლება 25–30 წუთიც დასჭირდეს.

03/07/2026

🍦 ქიშმიშიანი ნაყინი

ინგრედიენტები:

* 400 გ კარგად გაცივებული 35%-იანი ნაღები
* 1 ქილა შესქელებული რძე
* 100 გ ქიშმიში

მომზადება:

1. კარგად გაცივებული ნაღები ათქვიფეთ მსუბუქ, ფაფუკ მასამდე.
2. დაუმატეთ შესქელებული რძე და ფრთხილად აურიეთ.
3. ბოლოს შეურიეთ ქიშმიში, რომ თანაბრად გადანაწილდეს.
4. მიღებული მასა გადაანაწილეთ მუყაოს ჭიქებში ან სხვა სასურველ ფორმებში.
5. შედგით საყინულეში მინიმუმ 6–8 საათით, სასურველია მთელი ღამით.

გემრიელად მიირთვით! 🍨.

27/06/2026

🍦 ბეიბი ბიოს ჯანსაღი ნაყინი 🍓🍌

თუ გინდათ, რომ პატარამ გემრიელი და სასარგებლო ნაყინი მიირთვას, ეს რეცეპტი აუცილებლად სცადეთ.

ინგრედიენტები:

* 🥣 1 ცალი Babybio-ს იოგურტი
* 🍓 ნებისმიერი სასურველი ხილი (მარწყვი, ბანანი, ატამი, მოცვი და ა.შ.)

მომზადება:

1. Babybio-ს იოგურტს დაუმატეთ დაჭრილი ან დაბლენდერებული ხილი.
2. კარგად აურიეთ.
3. სურვილის შემთხვევაში გადაიტანეთ ნაყინის ფორმებში ან ნებისმიერ სილიკონის ფორმაშო რაც სახლშო გაქვთ
4. მოათავსეთ საყინულეში მთელი ღამით.
5. მეორე დღეს კი მზად არის გემრიელი, გამაგრილებელი და სასარგებლო ნაყინი. 🍦✨

💚 რატომ Babybio?
Babybio 100%-ით ბიო კვებაა, რომლის ინგრედიენტების მოყვანისას არ გამოიყენება ქიმიური სასუქები, ამიტომ პატარებისთვის შესანიშნავი არჩევანია.

21/06/2026

🍦 შოკოლადის ჭიქაში ნაყინი

დავიწყოთ ნაყინის მომზადებით. 😊

დაგჭირდებათ:

* 400 გრამი ნაღები (35%)
* 1 ქილა შესქელებული რძე
* ვანილი
* 2 ფილა შოკოლადი
* მუყაოს ჭიქები

მომზადება:

ჯერ კარგად ათქვიფეთ ცივი ნაღები. დაუმატეთ შესქელებული რძე და ვანილი, შემდეგ ყველაფერი ნაზად აურიეთ.

ცალკე გაადნეთ შოკოლადი და მუყაოს ჭიქების შიდა მხარე შოკოლადით დაფარეთ. მოათავსეთ მაცივარში 10 წუთით, რომ გამაგრდეს.

შემდეგ ჭიქებში ჩაასხით ნაყინის მასა და საყინულეში მინიმუმ 6 საათით გააჩერეთ.

გაყინვის შემდეგ ფრთხილად მოხსენით მუყაოს ჭიქები და მიიღებთ ნაყინს ხრაშუნა შოკოლადის გარსით. 🍫🍦

გემრიელად! 🤍✨

18/06/2026

მე და ნიტა სათამაშოების ისტორია 5 ის პრემიერაზე 🌸🤩❣️

14/06/2026

🥪🧀 ყველაზე მარტივი და უგემრიელესი საუზმე
დაგჭირდებათ:
• 2 ნაჭერი პური
• 1–2 სუფრის კოვზი ტომატის პასტა
• ყველი (თქვენი საყვარელი სახეობა)

მომზადება:
1️⃣ ერთ ნაჭერ პურს წაუსვით ტომატის პასტა.
2️⃣ დაადეთ ყველი.
3️⃣ დააფარეთ მეორე ნაჭერი პური.
4️⃣ მოხუხეთ ტაფაზე ან ტოსტერში

მიირთვით გემრიელად! 😍✨

Address

46 მირიან მეფის ქუჩა, დიდი დიღომ
Tbilisi
0131

Alerts

Be the first to know and let us send you an email when TusaCooks posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share