09/02/2026
✅წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის ცენტრში შედგა სამუშაო ფორმატის შეხვედრა სააღმზრდელო დაწესებულების მზარეულებთან და მზარეულის თანაშემწეებთან.
განიხილეს პერსპექტიული მენიუ და მასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრას უძღვებოდა ცენტრის კვების ტექნოლოგი ეთერ გულუა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საკვების მომზადების პროცესში პროდუქტის კალორიულობის, ნუტრიენტების, არსებული ვიტამინების შენარჩუნების და მათ უსაფრთხო დამუშავების წესებს.
სამუშაო შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.
ამ ფორმატის შეხვედრა არის ძალიან პროდუქტიული, რაც განსაზღვრავს ხარისხიანი კვების ორგანიზებას და კვებითი ღირებულებების ნორმების განსაზღვრას.
შეხვედრის ბოლოს გაერთიანების ხელმძღვანელმა ნატო კვარაცხელიამ მადლობა გადაუხადა დამსწრეებს პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერებისთვის.